Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
პარამეტრების მენიუს შემდეგი არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი - თარიღი და ენობრივი პარამეტრები. პირველი პუნქტი – თარიღი და დრო: კომპიუტერი გვთავაზობს დროს ავტომატურად დაყენებას, ამ შემთხევაში დრო გასწორდება ავტომატურად, ინტერნეტ ქსელიდან მიღებული პარამეტრების საშუალებით, ნაგულისხმევად, როგორც ვხედავთ, იგი ჩართულია ანუ დრო სწორდება ავტომატურად. სასაათო სარტყელის ავტომატური გასწორება, იგი გამორთულია, თუმცა რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩავრთოთ, დავავალოთ კომპიუტერს მოძებნოს რომელ სასაათო სარტყელში ვიმყოფებით და დააყენოს იგი ავტომატურად. თუ ორივე ავტომატურად გასწორების ფუნქციას გავთიშავთ კომპიუტერი მოგვცემს საშუალებას დავაკორექტიროთ თარიღი და დრო, ასევე ავირჩიოთ ის სასაათო სარტყელი რომელშიც ვიმყოფებით ამჟამად. ავტომატურად უნდა მოხდეს თუ არ ზაფხულისა და ზამთრის დროზე საათის გადაყვანა, ნაგულისხმევად არ ხდება საათის ავტომატურად გადაწევა. აქედან ხდება თარიღისა და დროს ფორმატის რედაქტირება: რომელი დღე იქნას ნაჩვენები კვირის პირველ დღედ - კვირა თუ ორშაბათი, თარიღის წერის ფორმატი (თვე, დღე, წელი ან მაგალითად დღე, თვე, წელი), საათის ჩვენების ფორმატი (შეგვიძლია ავირჩიოთ 12 ან 24 საათიანი ფორმატები, პატარა ასოები მიუთითებს 12 საათიან ფორმატზე, ხოლო დიდი ასოები 24 საათიან ფორმატზე) და შეგვიძლია გადავიდეთ თარიღის ფორმატირების წინა ოპერაციული სისტემებისათვის დამახასიათებელ ვარიანტზე. Region & language (რეგიონისა და ენის განსაზღვრა) - ამ პუნქტის მეშვეობით ხდება იმ ქვეყნის განსაზღვრა, სადაც ამჟამად ვიმყოფებით, აქედან არის შესაძლებელი დავამატოთ ტექსტის აკრეფის სასურველი ენები, მაგალითად ქართული და რუსული, დაბოლოს Speech ოპერაციული სისტემის ინსტრუმენტი ხმის ამოსაცნობად და მომხმარებელთან ხმოვანი კონტაქტისათვის. შეგვიძლია ავირჩიოთ ენა რომელზეც გვსურს ვესაუბროთ კომპიუტერს, ავირჩიოთ დიქტორი, მამაკაცის ან ქალის ხმა. საუბრის სიჩქარე და შევამოწმოთ ჩვენი მიკროფონის ფუნქციონირების პარამეტრები. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული