Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ერთ–ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი განახლებები და უსაფრთხოება. მენიუს პირველი პუნქტი Windows update მიგვითითებს ოპერაციული სისტემის განახლებებზე, ოპერაციული სისტემის განახლება გულისხმობს მისი და მასში ჩაწერილი სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიებით შეცვლას, შეცდომების გასწორებას, ახალი შესაძლებლობების დამატებას, ეს ყველაფერი ხდება ავტომატურად, ინტერნეტიდან შესაბამისი პროგრამული პაკეტების გადმოწერით და დაინსტალირებით. ამ ღილაკით შეგვიძლია შევამოწმოთ განახლებების არსებობა, მათი გადმოწერა და ინსტალაცია, როგორც აღინიშნა ხდება ავტომატურად, თუმცა მათი დაყენება შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირ, მომხმარებლის ჩარევის გარეშე ან საჭირო გახდეს ოპერაციული სისტემის გადატვირთვა, განახლებების პროცესს, ხანდახან, ოპერაციული სისტემის ჩართვისას, გამოაქვს აღნიშნული ტიპის ინფორმაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ მიმდინარეობს განახლება და არ არის სასურველი ოპერაციული სისტემის გათიშვა, ამ დროს აუცილებლად უნდა დაველოდოთ სანამ არ დასრულდება მუშაობა და სანამ არ გაიშვებს ოპერაციული სისტემა ავტომატურად, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციული სისტემა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტვირთოს და საჭირო გახდეს ოპერაციული სისტემის ხელახლა ჩაწერა. Windows Defender – წარმოადგენს ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებულ ანტივირუსს, საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და სასურველი იქნება მას თუ ცალკე ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ. Backup – ოპერაციული სისტემა გვაძლევს საშუალებას შევინახოთ საჭირო ფაილები ჩვენს მიერ არჩეულ ფიზიკურ დისკზე, ბექაფირება ხდება ავტომატურად და ინახება ის ინფორმაცია რომელიც ჩაწერილია შემდეგ საქაღალდეებში. შეგვიძლია დავამატოთ ჩვენთვის სასურველი საქაღალდეც. Recovery – იმ შემთხვევაში, თუ ოპერაციულ სისტემას აქვს პრობლემები, ატყობთ, რომ ვერ მუშაობს სათანადოდ, შეგიძლიათ შეინახოთ საჭირო ფაილები და დაიწყოთ ოპერაციული სისტემის ხელახლა ჩაწერა, აღნიშნული პროცესი განსაკუთრებული სირთულით არ გამოირჩევა, მაგრამ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩატვირთოთ ოპერაციული სისტემა, ამიტომ იმოქმედეთ ფრთხილად. Activation – მოქმედებები ოპერაციული სისტემის გააქტიურებისათვის ან გასაღების შეცვლისათვის. For Developers – გათვალისწინებულია პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებისათვის. Windows Insider Program – პროგრამა Windows–ის ახალი ვერსიების ხელშეწყობისათვის, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ მასში და პირველად თქვენ მოგივათ სიახლეები და ცვლილებები, რომლებიც შეეხება ოპერაციულ სისტემას, პროგრამაში გაწევრიანება ასევე გულისხმობს ოპერაციული სისტემის გამოყენების ინფორმაციისა და სტატისტიკის გადაცემას კომპანია Microsoft–ისათვის, რომელიც გამოიყენებს მას ოპერაციული სისტემის გაუმჯობესებისათვის.

ახალი დამატებული