Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა გათვალისწინებულია საფრთხის შემცველ და ზიანის მომტან პროგრამულ უზრუნველყოფასთან საბრძოლველად, აღნიშნული ტიპის პროგრამებს შეუძლიათ თქვენი ინფორმაციის მოპარვა, წაშლა, დაზიანება, კომპიუტერის ოპერაციული და პროგრამული სისტემის მოშლა და ასე შემდეგ, მათგან თავის დასაცავად არის შექმნილი სწორედ ანტივირუსები. Windows ოპერაციული სისტემა აღჭურვილია ჩადგმული ანტივირუსით Windows Defender, რომლის მოძებნაც შესაძლებელია პარამეტრებში და შემდგომ განახლებებში და უსაფრთხოებაში Windows Defender. ანტივირუსის ჩართვა გამორთვა შესაძლებელია ამ ღილაკით, თუმცა მისი დიდი ხნით გამორთვა შეუძლებელია, იგი მაინც ჩაირთობა ავტომატურად, ამ ღილაკით არის შესაძლებელი ანტივისუსში შესვლა, კომპიუტერის სწრაფი, მაგრამ ნაკლებად სანდო შემოწმების მიზნით მოვნიშნოთ პუნქტი quick და დავაჭიროთ შემოწმების ღილაკზე, კომპიუტერის სრული შემოწმებისათვის გადავერთოთ პუნქტზე full (სრული) და ასევე უნდა დავაწკაპუნოთ შემოწმების ღილაკზე. შემოწმებამ შეიძლება წაიღოს დიდი დრო და საბოლოოდ გამოტანილი იქნება შეტყობინება მოხდა თუ არა ვირუსის აღმოჩენა და ავტომატურად წაშლა. შემოწმების ოპერაცია დასრულდა, ვირუსი ვერ იქნა აღმოჩენილი. დაბოლოს იმ შემთხვევაში თუ ვირუსებისაგან კომპიუტერის გათავისუფლდება ვერ ხერხდება სპეციფიკური მიზეზების გამო, უნდა გამოვიყენოთ ფუნქცია Scan Offline, მოხდება კომპიუტერის გადატვირთვა და კომპიუტერის შემოწმება ოპერაციული სისტემის გაშვებამდე, ამ დროს რა თქმა უნდა მეტია შანსი მოხდეს ვირუსების აღმოჩენა და მისი წაშლა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუ კომპიუტერში დავაყენებთ ნებისმიერ ანტივირუსს, Wondows Defender–ი წყვეტს მუშაობას და აგრძელებს ის შემთხვევაში თუ წავშლით დაყენებულ ანტივირუსს ან გავთიშავთ მას. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული