Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემა დაკომპლექტებულია მომხმარებლისათვის ძირითადად საჭირო პროგრამებით, თუმცა ძალიან ხშირად არის საჭირო ახალი პროგრამის ჩაწერა მასში, ამისათვის უნდა მოვიძიოთ პროგრამის საინსტალაციო პაკეტი, ინტერნეტში ან შესაძლებელია იგი ჩაწერილი გვქონდეს დისკზე, გადმოვწეროთ მაგალითად TeamViewer-ი. პროგრამის გადმოწერის დასრულების შემდეგ უნდა გავუშვათ საინსტალაციო პაკეტი, რომელსაც როგორც წესი აწერია პროგრამის სახელი ან სიტყვა setup, სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ, რაც ძირითადად გამოიხატება next და finish ღილაკებზე დაწკაპუნებით, პროგრამა დაყენდა ოპერაციულ სისტემაში, როგორც წესი სამუშაო მაგიდაზე ემატება პიქტოგრამა ამ პროგრამის გასაშვებად, ხოლო პროგრამა დაიკავებს ადგილს ოპერაციულ სისტემაში დაინსტალირებული პროგრამების ჩამონათვალში, ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, გამოსულ მენიუში ვირჩევთ Programs and features, აი ჩვენს მიერ დაინსტალირებული პროგრამა TeamViewer-ი. პროგრამის ამოსაშლელად საჭიროა ამ ჩამონათვალში მოვძებნოთ იგი, მოვნიშნოთ და დავაწკაპუნოთ ღილაკზე Uninstall - დაიწყება პროგრამის ამოშლის პროცედურა. დავაწკაპუნოთ ღილაკზე დასრულება, როგორც ხედავთ პროგრამა ჩამონათვალში აღარ არის, ესე იგი ამოიშალა ჩვენი კომპიუტერიდან. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული