Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
Windows Store წარმოადგენს პროგრამების საცავს Windows ოპერაციული სისტემისათვის, მის ანალოგს Android ოპერაციული სისტემისათვის წარმოადგენს PlayMarket, ხოლო MacOs ოპერაციული სისტემისათვის –AppStore. Store-ს გაშვება ხდება ამ ღილაკით, საჭირო პროგრამების მოძებნა შეგვიძლია ძებნის ველით. აქ მოცემული პროგრამები არის ფასიანი, მაგალითად ეს პროგრამა, ასევე უფასო, მაგალითად ეს. ძალიან მარტივია პროგრამის დაყენება – უბრალოდ ვაწკაპუნებთ მის გამოსახულებაზე, შეგვიძლია გავეცნოთ პროგრამის აღწერილობას და დავაყენოთ იგი. პროგრამა დაყენებულია, შეგვიძლია გავუშვათ იგი. პროგრამა იძებნება ასევე სტარტში და დაყენებული პროგრამის წაშლა შესაძლებელია მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გამოსული მენიუდან, კერძოდ პუნქტიდან Uninstall. Store–დან დაყენებული პროგრამების ნახვა, მათი განახლებების შემოწმება შესაძლებელია ამ ღილაკით, შეგვიძლია გადავამოწმოთ განახლებები არსებობა და დავაყენოთ ისინი არსებობის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ Windows Store-ში შესასვლელად აუცილებელია გვქონდეს და შესული ვიყოთ ჩვენს Microsoft-ის ექაუნთიში, თუ ეს ასე არ არის Windows Store–ის გაშვებისას შემოთავაზებული იქნება ექაუნთის შექმნა ან მასში შესვლა. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული