Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციულ სისტემასთან მუშაობისას ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც კომპიუტერი, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, მუშაობს ძალიან ნელა, გვიჭირს ახალი პროგრამის გაშვება, ვერ ვთიშავთ უკვე გაშვებულ პროგრამას, კომპიუტერი ჩართვას ანდომებს დიდ დროს. ამ პრობლემების მოგვარებაში მოგვეხმარება ამოცანათა მენეჯერი. მის გასაშვებად უნდა გამოვყენოთ კლავიატურის კლავიშების კომბინაცია ctrl+alt+del, ანუ უნდა დავაწკაპუნოთ სამივე ამ ღილაკზე ერდროულად და გამოსულ ფანჯარაში ავირჩიოთ ამოცანათა მენეჯერი, პირველ ჩანართში შეგვიძლია შევიტყოთ რომელი გაშვებული პროგრამა რამდენი პროცენტით ტვირთავს პროცესორს და ოპერატიულ მეხსიერებას, თუ პროგრამის მიერ გამოყენებული რესურსი ძალიან დიდია, არ გვაძლევს სხვა პროგრამების გაშვების შესაძლებლობას, ან უბრალოდ აღნიშნული პროგრამის დახურვა შეუძებელია ჩვენვის უცნობი მიზეზების გამო, შეგვიძლია მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოსულ მენიუში ავირჩიოთ პუნქტი end task ანუ დავალების დასრულება, აღნიშნული პროგრამა დაიხურება და შესაბამისად გამოთავისუფლდება საჭირო რესურსებიც. იმისათვის, რომ შევიტყოთ რომელი პროგრამა იტვირვება ავტომატურად ოპერაციული სისტემის გაშვებასთან ერთად და საერთოდ გვჭირდება თუ არა ეს პროგრამა იყოს გაშვებული, უნდა გადავიდეთ ჩანართზე Startup, აქ მითითებული ყველა პროგრამა იტვირთება ოპერაციულ სისტემასთან ერთად, შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენთვის არასასურველი პროგრამა, მაგალითად skype და ავუკრძალოთ მას ჩატვირთვა ჩვენი ნებართვის გარეშე, ვაწკაპუნებთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე, გამოსულ მენიუში ვირჩევთ Disable. ამის შემდეგ ეს პროგრამა აღარ ჩაიტვირთება ავტომატურად, თუმცა იგი მაინც დარჩება კომპიუტერეში და გვაქვს საშუალება გავუშვათ ნებისმიერ დროს, სურვილის შემთხვევაში.

ახალი დამატებული