Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
რაც უფრო დიდ ხანს ვიყენებთ ოპერაციულ სისტემას, მით უფრო მეტი ზედმეტი და არასაჭირო ფაილი გროვდება მასში, აღნიშნული ფაილები იკავებს საკმარისად დიდ ადგილს მყარ დისკზე, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენენ ვირუსების თავშესაფარსაც, ვისწავლოთ როგორ გავათავისუფლოთ კომპიუტერი ამ ფაილებისაგან. შევიდეთ იმ დისკის თვისებებში, რომელზეც ჩაწერილია ოპერაციული სისტემა, ეს დისკი, როგორც წესი, არის დისკი C, ჩანართში General მოცემულია ღილაკი Disk Clinup (დისკის გასუფთავება), დავაწკაპუნოთ მასზე, მიმდინარეობს დათვალის პროცესი, სასურველი იქნება მოვნიშნოთ ყველა პუნქტი, აქ გამოტანილია წასაშლელი ფაილების მოცულობა, დავაწკაპუნოთ ღილაკზე ok და დაველოდოთ ოპერაციის დასრულებას. ფაილები რომელიც დარჩენილია ოპერაციული სისტემის განახლებების შემდეგ მოიძებნება შემდეგ მისამართზე, შეგვიძლია მოვნიშნოთ ყველა მათგანი და წავშალოთ. დროებითი ფაილების წასაშლელად საჭიროა საძიებო ველში ჩავწეროთ შემდეგი მისამართი (%temp%), აქაც შეგვიძლია მოვნიშნოთ და წავშალოთ ყველა ფაილი, რომლებიც წარმოადგენენ დროებითი გამოყენების ფაილებს, ზოგიერთი ფაილის წაშლა შეიძლება შეუძლებელი გახდეს, რადგან იგი ამ წუთშიც გამოიყენება რომელიმე პროგრამის მიერ, ამ დროს საჭიროა უბრალოდ დავაწკაპუნოთ გამოტოვების ღილაკზე skip. მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული