Windows 10

ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციული სისტემის პარამეტრები
საჭირო პროგრამები და ინსტრუმენტები
ოპერაციულ სისტემასთან ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ხშირად დღის წესრიგში დგება, მისი გადაყენების საკითხი, გადაყენების აუცილებლობა შეიძლება გამოწვეული იყოს კომპიუტერის მუშაობის შენელებით, მისი კომპონენტების ან რომელიმე სხვა პროგრამის არასათანადო მუშაობით, ვირუსების არსებობით და მათი წაშლის შეუძლებლობით და ასე შემდეგ. ოპერაციული სისტემის გადაყენებისათვის რაიმე პერიოდულობა არ არსებობს და ასევე არ არსებობს იდეალურ შემთხვევაში მისი საჭიროება, თუმცა თუ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები აღარ გვაძლევს საშუალებას სრულფასოვნად გამოვიყენოთ ჩვენი კომპიუტერი რა თქმა უნდა იძულებული ვართ მივმართოთ ოპერაციული სისტემის გადაყენების ხანგრძლივ და საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცედურას. გაითვალისწინეთ ოპერაციული სისტემის გადაყენების შემდეგ ყველა პროგრამა რომელიც მასში გვაქვს დაინსტალირებული აღარ იმუშავებს, წაიშლება და ინსტალაციის შემდეგ საჭირო გახდება მათი თავიდან ჩაწერა, გადაყენებამდე კი აუცილებელია უსაფრთხოდ შევინახოთ ჩვენთვის საჭირო ყველა ფაილი რომელიმე გარე მატარებელზე, მაგალითად ფლეშ დისკზე, გარე მყარ დისკზე და ასე შემდეგ, ეს გვაძლევს გარანტიას არ დავკარგოთ ისინი და თუნდაც საიმედოდ გვქონდეს ისინი შენახული იმ შემთხვევაში თუ რაღაც მიზეზით კომპიუტერი ფიზიკურად გამოვიდა მწყობრიდან. ოპერაციული სისტემის სრულფასოვანი გადაინსტალირებისათვის აუცილებელია ინსტალაცია განხორციელდეს კომპიუტერის ბიოსიდან ჩატვირთვით, სპეციალურ ოპტიკურ დისკზე ან ფლეშ მატარებელზე ჩაწერილი Windows ოპერაციული სისტემის შემცველი დისკით, მაგრამ აღნიშნული საკითხის შესწავლა სცილდება ჩვენი კურსის დონეს და ამდენად მას არ განვიხილავთ, თუ ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ხელახალი ინსტალაციისათვის უნდა შევიდეთ სტარტ მენიუში, გავუშვათ პარამეტრების ფანჯარა და ავირჩიოთ განახლება და უსაფრთხოება. ეს მეთოდი კარგია იმითაც, რომ არ საჭიროებს ოპერაციული სისტემის საინსტალაციო ვარიანტის ქონის აუცილებლობას, ოპერაციული სისტემის განახლება შეგვიძლია ჩვენი ძალებით. Recovery - ეს არის პუნქტი, რომელიც გვაძლევს ოპერაციული სისტემის განახლების საშუალებას. შემოთავაზებული გვაქვს ორი პუნქტი, რომელთაგანაც პირველი გვთავაზობს ოპერაციული სისტემის განახლებას გარე მოწყობილობაზე არსებული ოპერაციული სისტემის იმიჯის გარეშე, ხოლო მეორე პუნქტი გვთავაზობს Windows–ის აღდგენას მათი გამოყენებით, დავაწკაპუნოთ ღილაკზე Get Started ანუ დაწყება, გამოსულ ფანჯარაში შემოთავაზებული გვაქვს ორი პუნქტი, პირველ შემთხვევაში მოხდება ოპერაციული სისტემის აღდგენა ჩვენი ფაილების წაშლის, დაინსტალირებული პროგრამების წაშლისა და ოპერაციული სისტემის პარამეტრებში ცვლილებების შეტანის გარეშე, ხოლო მეორე შემთხვევაში წაიშლება ყველაფერი და მოხდება ოპერაციული სისტემის სრული ინსტალაცია. შეტყობინება გვამცნობს, რომ ოპერაციული სისტემა შეიცავს რამდენიმე დისკს და გვაძლევს საშუალებას წავშალოთ მხოლოდ პირველი დისკი სადაც ოპერაციული სისტემაა დაისტალირებული თუ გავასუფთავოთ ყველა დისკი, რა თქმა უნდა ვირჩევთ პირველ ვარიანტს, მხოლოდ ოპერაციული სისტემის შემცველი დისკის გასუფთავებას, რადგან სხვა დისკები, როგორც წესი ინფორმაციის საცავებს წარმოადგენენ და არანაირი კავშირი, კომპიუტერის მუშაობასთან არ აქვთ, შემდეგი შეტყობინება: წაიშალოს მხოლოდ ჩემი ფაილები თუ მოხდეს დისკის სრული გასუფთავება – ვირჩევთ მეორეს. გამოტანილია შემაჯამებელი ფანჯარა, რომელშიც მითითებულია ჩვენს მიერ არჩეული პარამეტრები და ოპერაციის შესრულების გაგრძელებისათვის უნდა დავაწკაპუნოთ ღილაკზე Reset, ხოლო გაუქმებისათვის ღილაკზე Cancel, მიმდინარეობს ოპერაციული სისტემის განახლების პროცესი, რომელიც საჭიროებს გარკვეულ დროს და დამოკიდებულია კომპიუტერის შესაძლებლობებზე, სავარაუდოდ ეს პროცესი სულ მინიმუმ ნახევარ საათს გასტანს. მიმდინარეობს კომპიუტერის გადატვირთვა, გრძელდება გადაყენების პროცესი, გამოტანილია შეკითხვა ენის პარამეტრებისა და სასაათე სარტყელთან დაკავშირებით, შეგვიძლია არ შევცვალოთ არაფერი და გადავიდეთ შემდეგზე, ამ და შემდგომი პარამეტრების გასწორება შესაძლებელია მოგვიანებითაც. ვეთანხმებით ლიცენზიის პირობებს, ვიყენებთ ნაგულისხმევ პარამეტრებს, ვუთითებთ, რომ მესაკუთრე ვართ ჩვენ, Microsoft-ის ექაუნთის ნაცვლად ჯერ–ჯერობით შეგვიძლია ჩავიტვირთოთ ლოკალური ექაუნთით, შეგვყავს ჩვენი სახელი, გამოვტოვოთ ეს პუნქტიც, იგი შეეხება ხმოვანი ასისტენტის გააქტიურებას, მაშ ასე ოპერაციული სისტემა დაყენდა ხელახლა. გადაყენების დასრულების შემდეგ აუცილებელია გავუშვათ განახლების პროცესი, რათა მოიძებნოს ყველა საჭირო დრაივერი თუ ისინი ინსტალაციის დროს ვერ მოიძებნა, ამ შემთხვევაში ყველა დრაივერი მოძებნილია და ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაყენების პროცესის შესრულებისას დაშვებული შეცდომების გამო შესაძლებელია დაკარგოთ საჭიროა ფაილები ან ვერ მოახერხოთ ოპერაციული სისტემის ჩაწერა, შესაბამისად იმოქმედეთ იმ შემთხვევაში თუ სრულად ხართ დარწმუნებული რომ ეს შეგიძლიათ. მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებებს.

ახალი დამატებული