HTML 5
თავი 1. შესავალი
00:03:34
00:04:34
00:09:04
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
00:05:34
00:02:33
00:05:30
00:05:23
თავი 3. სიები
00:08:23
00:07:53
00:06:19
00:04:35
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
00:10:09
00:08:53
თავი 5. სურათთან მუშაობა
00:12:41
00:11:07
თავი 6. ბმულები
00:11:27
00:07:11
00:04:00
თავი 1. შესავალი
00:03:34
00:04:34
00:09:04
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
00:05:34
00:02:33
00:05:30
00:05:23
თავი 3. სიები
00:08:23
00:07:53
00:06:19
00:04:35
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
00:10:09
00:08:53
თავი 5. სურათთან მუშაობა
00:12:41
00:11:07
თავი 6. ბმულები
00:11:27
00:07:11
00:04:00
HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ.
HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group).
ამ ვიდეოგაკვეთილებში ვეცდები განახოთ HTML ენის სემანატიკა და განვმარტო ტეგების გამოყენება რაც საკმარისი იქნება მარტივი ვებ გვერდის შესაქმნელად
მოგესალმებით ვებდიზაინის ვიდეოგაკვეთილებზე
ვინაიდან თქვენ ამ თემით დაინტერესდით, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ახლა ერთი სული გაქვთ, როდის დაწერთ პირველ ვებ გვერდს თქვენი ხელით. მეც ვეცდები თქვენი ეს ენთუზიაზმი ჩემთვის ჩვეული სიტყვაუხვობით არ გადავფარო და მაქსიმალურად სწრაფად გადავალ მთავარ თემაზე:
დავალების სიმულაცია
არ დავარღვევ ტრადიციას, და პირველი ვებგვერდისთვის მე დავსვამ კერნიგან-რიტჩის სახელმძღვანელოში მოტანილ ამოცანას, რომელსაც მიმართავენ ამა თუ იმ ენის შესწავლისას. ის კლასიკურ ამოცანად ითვლება პროგრამირების ენების შესწავლის დროს. დავალების არსი მდგომარეობს მარტივ ამოცანაში: ეკრანზე გამოტანილი იყოს ტექსტი Hello World! იმისთვის, რომ გაიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, ნახეთ შედეგი, რაც უნდა მიიღოთ: უნდა შექმნათ ფაილი, რომლის შესრულების (გაშვების) შემდეგ ბრაუზერი ეკრანზე გამოიტანს შემდეგ წარწერას: ამ დავალების შესასრულებლად გაუშვით პროგრამა Notepad ++. (თუ ეს პროგრამა თქვენს კომპიუტერზე არ წერია, ნახეთ ვიდეოგაკვეთილი სორს კოდების რედაქტორების შესახებ.) სანამ კოდის აკრეფას დაიწყებდეთ, მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას File->Save As. დიალოგური ფანჯრების დახმარებით შეარჩიეთ ადგილი, სადაც გინდათ ფაილის შენახვა. მე სამუშაო დაფაზე განთავსებული მაქვს საქაღალდე HTML, რომელიც ამჯერად ცარიელია. ფაილის სახელად მიუთითეთ hello. დააჭირეთ File type და ჩამოშლილ მენიუში დააჭირეთ Hyper Text Markup Language File. დააჭირეთ ღილაკს Save და ფანჯარაც დაიხურება. ეკრანიდან გადაიწერეთ თქვენი პირველი პროგრამის კოდები. დააკვირდით ეკრანს. მარჯვენა მხარეს ჩანს კოდი, რაც უნდა აკრიფოთ, ხოლო მარცხენა მხარეს ხედავთ, თუ როგორ ვკრეფ მე ამ კოდს. თქვენ პირველ ჯერზე ასეთი აკრეფა უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ უნდა გაითვალისიწინოთ, რომ თქვენ პროგრამის კოდი უნდა აკრიფოთ, და არა მოთხრობა. Html კოდი წყვილი ტეგების დახმარებით იწერება, ანუ მე ვცდილობ თავიდანვე ავკრიფო ყველა წყვილი და შესწორებები შევიტანო წყვილის შიგნით. კარგად დააკვირდით ამ ტექნიკას და აუცილებლად გაითვალისწინეთ. შედეგად თქვენ მრავალი გაუგებრობისგან დაზღვეული იქნებით. თქვენი კოდი შეადარეთ მარჯვენა მხარეს არსებულ კოდს როცა დაამთავრებთ კოდის აკრეფას, დააჭირეთ დისკეტის ნახატს, რათა გათვალისწინებული იყოს შეტანილი ცვლილებები. არავითარ შემთხევაში არ გამოგრჩეთ ეს პუნქტი. მანამ, სანამ გადაწყვეტთ ნახოთ თუ რა ცვლილებები გამოიწვია აკრეფილმა კოდმა, აუცილებელია დამახსოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრაუზერი წაიკითხავს და გამოიტანს მხოლოდ დამახსოვრებულ ინფორმაციას. მენიუს ზოლში დააჭირეთ წარწერას Run, თუ თქვენ ინსტალირებული გაქვთ გუგლის ბრაუზერი Chrome, მიღებულ ჩამონათვალში დააჭირეთ წარწერას, Launch in chrome. (ან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სხვა ბრაუზერი, რომელიც ინსტალირებული გაქვთ თქვენს კომპიუტერში. თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, ბრაუზერმა უნდა გამოიტანოს ტექსტი Hello World!…. როგორც ხედავთ ვებ გვერდის შექმნა საკმაოდ მარტივი და სახალისო პროცესია. იმედი მაქვს ინსტრუქციების შესრულება არ გაგიძნელდათ. მე ამ ვიდეოს აქ დავამთავრებ, თქვენ კი გადადით შემდეგ ვიდეოგაკვეთილზე და ნახეთ თქვენს მიერ აკრეფილი კოდის განმარტებები. მაშ ასე, გელოდებით შემდეგ ვიდეოგაკვეთილზე.