HTML 5

თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ. HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group). ამ ვიდეოგაკვეთილებში ვეცდები განახოთ HTML ენის სემანატიკა და განვმარტო ტეგების გამოყენება რაც საკმარისი იქნება მარტივი ვებ გვერდის შესაქმნელად
ახლა კი დროა მოკლედ გაგაცნოთ HTML პროგრამის ტერმინები და სტრუქტურა: მოგეხსენებათ, ინტერნეტში ინფორმაცია განთავსებულია ვებსაიტებზე, ხოლო ნებისმიერი ვებსაიტი ვებგვერდების ერთობლიობას წარმოადგენს. ნებისმიერი ვებგვერდი ეკრანზე გამოისახება (ან გენერირდება) HTML (და CSS) ენის ინსტრუმენტების დახმარებით. (მოგვიანებით გავარკვევთ რას ნიშნავს „გენერირდება“ და რატომ არის (და CSS) ჩასმული) HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) საშუალებით ხდება ინფორმაციის გამოტანა, ვთქვათ სად იყოს სათაური, სად იყოს აბზაცი ან გამოსახულება. HTML არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა და არა პროგრამირების ენა. ეს ნიშნავს იმას რომ HTML არის მონიშვნის ტეგების ერთობლიობა. HTML დოკუმენტი შეიცავს HTML ტეგებს და განთავსებულ ინფორმაციას. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ. HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში CERN კედლებში შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. 2012 წელს გამოვიდა HTMLის მე-5 ვერსია სახელწოდებით HTML5. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group). HTML დოკუმენტის ინტერპრეტაცია (წაკითხვა) ხდება პროგრამების მიერ, რომელთაც ბრაუზერები ჰქვიათ. ბრაუზერები საბოლოო მომხმარებლის ეკრანზე ინფორმაციას ტეგების გარეშე გამოიტანენ. Windows ოპერაციულ სიტემას მოყვება პროგრამა ბრაუზერი Internet Exsplorer. მე10 ვერსიიდან IE შეცვალეს Edge ბრაუზერით. ასევე Windows, Linux და Android სისტემებში შესაძლებელია დაინსტრალირდეს Google Chrom, Firefox, Opera. MAC OS-ზე Safari შეგიძლიათ გამოიყენოთ. ინტერნეტში HTML გვერდები ბრაუზერებს HTTP პროტოკოლის საშუალებით ტექსტური ან HTTPS პროტოკოლით დაშიფრული სახით გადაეცემა. ხოლო CSS (Cascading Style Sheets – სტილების კასკადური ცხრილი) პასუხისმგებელია ინფორმაციის ფორმატზე: მაგალითად რა ზომის ან ფერის იყოს ტექსტი. HTML ქმნის ვებ გვერდის სტრუქტურას ასე ვთქვათ ჩონჩხს, ხოლო CSS ამ ჩონჩხს აძლევს ვიზუალურ ელემენტებს. რაც შეეხება HTML და CSS-ს, ეს ორი ენა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება. მათი ტეგების ერთმანეთში ჩასმა არ შეიძლება. მე ვეცდები HTML და CSS-ში თქვენი უნარები თანდათანობით განვავითარო – ჯერ შემოგთავაზებთ ელემენტარულ ამოცანებს, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა გავართულებთ. დავიწყოთ HTML -ით

ახალი დამატებული