HTML 5
თავი 1. შესავალი
00:03:34
00:04:34
00:09:04
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
00:05:34
00:02:33
00:05:30
00:05:23
თავი 3. სიები
00:08:23
00:07:53
00:06:19
00:04:35
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
00:10:09
00:08:53
თავი 5. სურათთან მუშაობა
00:12:41
00:11:07
თავი 6. ბმულები
00:11:27
00:07:11
00:04:00
თავი 1. შესავალი
00:03:34
00:04:34
00:09:04
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
00:05:34
00:02:33
00:05:30
00:05:23
თავი 3. სიები
00:08:23
00:07:53
00:06:19
00:04:35
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
00:10:09
00:08:53
თავი 5. სურათთან მუშაობა
00:12:41
00:11:07
თავი 6. ბმულები
00:11:27
00:07:11
00:04:00
HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ.
HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group).
ამ ვიდეოგაკვეთილებში ვეცდები განახოთ HTML ენის სემანატიკა და განვმარტო ტეგების გამოყენება რაც საკმარისი იქნება მარტივი ვებ გვერდის შესაქმნელად
მოგესალმებით
ამ ვიდეოგაკვეთილში მინდა მარტივი ამოცანა გადავჭრა, როგორ შეიძლება ეკრანზე გამოიტანოთ ქართული წარწერა.
თქვენ ახავთ ახალ ტეგებს lang Charset meta .
იმისთვის რომ გაიზაროთ რის გაკეტება გვინდა გთხოვთ დააკვირდეთ ეკრანს. უნდ შექმნათ ვებ გვერდის კოდი, რომლის ბრაზუზერში გახსნის შემთხვევაში მივიღებთ წარწერას გამარჯობა სამყარო ეს ჩემი პირველი ვებგვერდია
ამ ამოცანის შესასრულებლად გამოიძახეთ პროგრამა Notepad ++ . ეკრანზე გამოჩნდება ბოლო ნამუშევარი დოკუმენტი, ანუ თუ გახსოვთ Hello.html. ეს კოდი როგორც იცით განთავსებული არის პირველი გვერდის საქაღალდეში, სასურველია ამ ფაილში ცვლილებები არ შეიტანოთ. ამიტომ ეს ფაილი შევინახოთ ახალ საქაღალდეში lesson 2. ფაილს დავარქვატ სახელი gamarjoba.
შენახვის ტიპი უკვე მითითებული არის, მოქმედება დაასრულეტ ღილაკით შენახვა. ქართული ყექსყიოს გამოსატანად ალბათ საკმარისი არის ინგლისური ტექსტები ავკრიფოთ ქართულად. გამარჯობა სათაურისთვის. დიდი სათაური გამარჯობა სამყარო., და პარაგრაფი ეს არის ჩემი პირველი გვერდი. ამ კოდის გაშვების შემდეგ თქვენ ეკრანზე მიიღებთ წარწერას Hello World!. ამ დროს კოდში ქართული ტექსტებია გამოტანილი. ეს მოხდა იმის გამო, რომ მე შეგნებულად გამოვტოვე ერტი მოქმედება, რაც ასე მნიშვნელოვანია. მიხვდებით ალბათ, რომ არ გამიკეთებია ფაილის დამახსოვრება. შეტანილი ცვლილებების გასათვალისწინებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს Save, ანუ დისკეტის ნახატს. ეხლა უკვე შეგვიძლია გვერდი განვაახლოთ, Refresh ღილაკის დახმარებით და შევამოწმოთ მიღებული გამოსახულება. მართლაც ქარტულად დაიწერა გამარჯობა სამყარო ეს, არის ჩემი პირველი ვებ გვერდი. და ვებ გვერდის სათაურიც არის ტექსტი გამარჯობა. თითქოს ყველაფერი კარგად არის, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმისთვის რომ სწორად განსაზღვროთ მაგრამ იმისთვის რომ სწორად განსაზღვროთ ვებ გვერდზე გამოყენებული სიმბოლოების კოდირება, ანუ ენა, ამისთვის არსებობს ISO სტანდარტი 639-1. სადაც ქართულ ენას მინიჭებული აქვს კოდი ka.
ამრიგად ქართული ენის მისათითებლად html ტეგში უნდა დაამატოთ ატრიბუტი lang=“ka”. ეს დეკლარაცია აღნიშანავს რომ ვებ გვერდზე ან ვებ გვერდის ნაწილში გამოყენებულია ქართული ენა რაც ასე მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებისთვის და ბრაუზერებისთვის. ყველა რეკომენდაციით ენის კოდირება მითითებული უნდა იყოს html ტეგში. ასევე აუცილებელია მითითებული იყოს ე.წ. encoding ანუ სიმბოლოთა ცხრილის ჩამონათვალი. როგორც იცით ქართული სიმბოლოები განთავსებული UTF-8 კოდირების ცხრილში. Html 5 თავსებადია UTF-8 UTF-16 სიმბოლოთა ცხრილთან. ქართულ სიმბოლოთა ცხრილის მისათითებლად უნდა გამოვიყენოთ ტეგი meta პარამეტრით charset=”UTF-8” . ეს ორი ტეგი საკმარისია იმისთვის რომ თქვენი ვებ გვერდი სწორად გამოსახოს ნებისმიერ ბრაუზერზე.
დაიმახსოვრეთ შეტანილი ცვლილებები და ვანახოთ, Run-> Launch in Chrome .
ერთი მნიშვნელოვანი მითითება, თუ თქვენ კოდის ასაკრეფად იყენებთ მაიკროსფტის ბლოკნოტს, ფაილის დამახსოვრების შემთხვეაში აუცილებელი არის მიეტითოს UTF-8 კოდირება. წინააღმდეგ თქვენ ასეთ გაფრთხილებას მიიღებთ. თუ თქვენ ამ გაფრთხილებსი იგნორირებას მოახდენთ, ვებგვერდის კოდის ბრაუზერში გამოძახების შემდეგ მიიღებთ შეცდომიან გამოსახულებას. ეს ასე რომ არ მოხდეს, ბრაუზერში დამახსოვრების დროს უნდა მიეთითოს სწორი კოდირება ანუი UTF-8. ამ შემტხვევაში ყველაფერმა სწორად უნდა იმუშაოს. მართლაც ასეა.
თუმცა კიდევ ერთხელ გთხოვთ htlm კოდების დასაწერად გამოიყენოთ Notepad++