HTML 5

თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ. HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group). ამ ვიდეოგაკვეთილებში ვეცდები განახოთ HTML ენის სემანატიკა და განვმარტო ტეგების გამოყენება რაც საკმარისი იქნება მარტივი ვებ გვერდის შესაქმნელად
გაკვეთილი 2. კომენტარები ახალი ატრიბუტები: , წაკითხვის დრო მოგესალმებით! ამ ვიდეოგაკვეთილში მინდა მოგიყვეთ კომენტარების შესახებ. გამოიძახეთ Notepad++ და ბოლოს შექმნილიო კოდი შეინახეთ ფაილის სახელით coment დაასრულეთ მოქმედება ღილაკით შენახვა. კომენტარების ტეგი გამოიყენება სორს კოდში კომენტარების დასამატებლად. კომენტარებს ბრაუზერი ეკრანზე არ გამოიტანს. კომენტარების გამოყენება შეიძლება კოდის გასამართად, ის გეხმარებათ კოდში მოცემული ინფორმაციის ადვილად გასაგებად. შესაძლებელია კომენტარების სახით გაკეთდეს გარკვეული სახის ჩანიშვნები. კომენტარების გამოყენება გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი კოდის წერის დროს. კომენტარებს აგრეთვე იყენებენ ისეთ სიტუაციებში, როცა სურთ სკრიპტი დამალონ ისეთი ბრაუზერებიდან, რომლებიც არათავსებადია სკრიპტთან. კომენტარის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას. ის იწყება ნაკლებობობის სიმბოლო ძახილის ნიშანი ორი მინუსი შემდეგ იწერება კომენატრეიუს ტექსტი ორი მინუსი და მეტობის ნიშანი. კომენტარებს ბრაუზერი მწვანე ფერით გამოიტანს. კომენტარში მოთავსებულ ტექსტს ბრაუზერი დააიგნორებს. დაიმახსოვრეთ კოდში შეტანილი ცვლილებები. დააჭირეთ Run-> Launch in Chrome. მართლაც ბრაუზერმა დააიგნორა ჩვენს მიერ აკრეფილი ტექსტი ამიტომ მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ დამხურავი ტეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ინფორმაციას დაკარგავთ. ამ შემთხვევაში კომენატრის ფუნქცია უზრუნველყოფს იმას რომ, ბრაუზერი, რომელიც ვერ გებულობს ჯავასკრიპტს, დააიგნორებს კომენატრეის ეს ტვისება ძალიან ხშირად გამოიყენება კოდში სკრიპტების ჩასასმელად. გმადლობთ ყურადღებისთვის

ახალი დამატებული