HTML 5

თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ. HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group). ამ ვიდეოგაკვეთილებში ვეცდები განახოთ HTML ენის სემანატიკა და განვმარტო ტეგების გამოყენება რაც საკმარისი იქნება მარტივი ვებ გვერდის შესაქმნელად
მოგესალმებით! ამ ვიდეოში დანომრილი სიის ატრიბუტების შესახებ მინდა გესაუბროთ, რაც შეეხება ასეთი სიის შექმნას, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი დანომრილი და დაუნომრავი სიების შესახებ, რომელიც ამავე ვებგვერდზეა განთავსებული. დანომრილი სიის ატრიბუტად გამოიყენება type. რომელსაც შეიძლება რამდენიმე მნიშვნელობა მიენიჭოს. დააკვირდით ცხრილს დანომრილი სიის type მნიშვნელობები (თითოეული უნდა წავიკითხო) იმისთვის რომ გაიაზროთ რისი გაკეთება მოგიწევთ, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. თქვენ უნდა შექმნათ HTML კოდი, რომლის ბრაუზერში გახსნის შედეგად პირველ შემთხვევაში წელიწადის დროები დაინომრება არაბული ციფრებით, მეორე შემთხვევაში ლათინური ანბანის მთავრული სიმბოლოებით, მესამე შემთხვევაში ლათინური ანბანის ნუსხური სიმბოლოებით, მეოთხე სიტიუაციაში წელიწადის დროები რომაული მთავრული ციფრებით უნდა დაინომროს, ხოლო კიდევ ერთ შემთხვევაში რომაული ნუსხური ციფრებით Notepad++ პროგრამის გამოყენებით გახსენით მესამე გაკვეთილში არსებული HTML ფაილი list. File-Save As ბრძანებით ეს ფაილი შეინახეთ მესამე გაკვეთილის საქაღალდეში და ფაილს სახელად დაარქვით ordered list. გახსოვთ ალბათ ამ კოდში თქვენ უკვე გაქვთ არაბული ციფრების გამოყენებით დანომრილი სია, თუმცა კოდში ამისთვის რაიმე განსაკუთრებული ინსტრუქცია არ არის. ეს მოხდა იმიტომ რომ ბრაუზერი ნაგულისხმევ ვარიანტში დანომრილ სიებს არაბული ციფრებით ნომრავს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ არ ენდოთ ნაგულისხმევ კონფიგურაციას და კოდის დახმარებით აშკარად მიუთითოთ დანომვრის ტიპი. მუშაობის გასაგრძელებლად მოვაწესრიგოთ კოდი. head და title ტეგში არსებული ტექსტები შეცვალეთ ტექსტით „დანომრილი სიები“. შემდეგი კომენტარების წყვილი ასევე შეცვალეთ ისე, როგორც ეკრანზეა მითითებული. (იწყება/დამთავრდა სია არაბული ციფრებით) h3 ტეგის ტექსტი კი შეცვალეთ „დანომრილი სია არაბული ციფრებით“ წაშალეთ h3 ტეგის შემდეგ არსებული კოდი, რომელსაც წელიწადის თვეები გამოჰქონდა. როგორც გახსოვთ ul ტეგს დაუნომრავი სიები გამოაქვს, ხოლო თქვენ გინდათ დანომრილი სიების გამოტანა. ეს მარტივია და კოდში მხოლოდ ერთი სიმბოლოს შეცვლა მოგიწევთ, ოღონდ ორ ადგილას. ხვდებით ალბათ დაუნომრავი სიის გამხსნელი ul ტეგი გადაკეთეთ დანომრილი სიის ol ტეგად, ხოლო შესაბამისი დამხურავი ტეგი /ul გადაკეთეთ /ol ტეგად. კოდში საკმაოდ ბევრი ცვლილება შევიტანეთ, თუმცა სიახლე არაფერი ყოფილა. მიუხედავად ამისა გადაამოწმეთ შეტანილი ცვლილებები. დააჭირეთ დისკეტის ნახატს და შეინახეთ კოდში შეტანილი ცვლილებები. დააჭირეთ Run-Lanch in chrome. მართლაც ვებ გვერდზე წელიწადის დროების სია ჩამოთვლილია არაბული ციფრების გამოყენებით. ეს მოხდა იმიტომ რომ არაბული ციფრების გამოყენება ბრაუზერის ნაგულისხმევ ვარიანტს წარმოადგენს. დახურეთ ბრაუზერი და დაუბრუნდით კოდს. კურსორი ჩასვით დანომრილი სიის ol ტეგის შიგნით და დაამატეთ type="1" ატრიბუტი, ამის შედეგ გააკეთეთ გამხსნელ body ტეგის და დამხურავი /body ტეგის შიგნით არსებული მთელი კოდის ასლი, კურსორი გადაიყვანეთ ახალ აბზაცზე და დამახსოვრებული კოდი ჩასვით ახალ ახალ აბზაცზე 4 -ჯერ. h3 ტეგის ტექსტი გადაკეთეთ „სია ლათინური ანბანის მთავრული სიმბოლოებით“ ასევ შეასწორეთ კომენტარების ტექსტი „აქ იწყება სია ლათინური ანბანის მთავრული სიმბოლოებით“ და „აქ მთავრდება სია ლათინური ანბანის მთავრული სიმბოლოებით“ ასევე შეცვალეთ სათაურები და კომენტარები სიის ლათინური ანბანის ნუსხური სიმბოლოებით, რომაული მთავრული ციფრებით და რომაული ნუსხური ციფრებით დასანომრად. იქ სადაც სათაურია სია ლათინური ანბანის მთავრული სიმბოლოებით, კურსორი ჩასვით ol ტეგის შიგნით და დაამატეთ კოდი type="A", შემდეგ კოდში ტექსტის ლათინური ანბანის ნუსხური სიმბოლოებით გამოსატანად ol ტეგის შიგნით დაამატეთ type="a", ვინაიდან სათაურის მიხედვით შემდეგი ტექსტი რომაული მთავრული ციფრებით უნდა იყოს დანომრილი, ol ტეგს დაამატეთ კოდი type="I". და ბოლოს რომაული ნუსხური ციფრებით დასანომრად ol ტეგს დაამატეთ კოდი type="i". ვფიქრობ არაფერი გამომრჩა. დაიმახსოვრეთ კოდში შეტანილი ცვლილებები დისკეტის ნახატზე დაჭერით და ბრაუზერში შეამოწმეთ მიღებული კოდი. დააჭირეტ Run- Launch in Chrome მართლაც თქვენ ხედავთ წელიწადის დროების სიებს, რომლებიც დანომრილია არაბული ციფრებით, შემდეგი ტექსტი დანომრილია ლათინური ანბანის მთავრული სიმბოლოებით, შემდეგ აბზაცზე კი ლათინური ანბანის ნუსხური სიმბოლოებით დანომრილ სიას ხედავთ. ბოლო ორ ბაზაცზე კი წელიწადის დროები რომაული ციფრების მთავრული და ნუსხური სიმბოლოებითაა დანომრილი. დახურეთ ბრაუზერი. მე შევაჯამებ ნანახ ვიდეოგაკვეთილს სიის არაბული ციფრებით დასანომრად გამოიყენეთ ol ტეგის type ატრიბუტი type="1". თუ ol ტეგში გამოტოვებთ type ატრიბუტს, სია ასევე არაბული ციფრებით დაინომრება. სიის ლათინური ანბანის მთავრული სიმბოლოებით დასანომრად type="A", ხოლო თუ type="a", მაშინ ტექსტი ლათინური ანბანის ნუსხური სიმბოლოებით დაინომრება. type="I" და type="i" მნიშვნელობები ტექსტს რომაული ციფრების მთავრული და ნუსხური სიმბოლოებით დანომრავს. რეფლექსიისთვის ტესტები, ნიმუშები და სავარჯიშოები შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე devcom.ge. აქედანვე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ვიდეოგაკვეთილის რესურსები ასევე თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს ვიდეოგაკვეთილი დანომრილი და დაუნომრავი სიების შესახებ, რომელიც განთავსებულია ამავე ვებგვერდზე. ამით დაგემშვიდობებით

ახალი დამატებული