HTML 5

თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
თავი 1. შესავალი
თავი 2. ტექსტთან მუშაობა
თავი 3. სიები
თავი 4. ცხრილთან მუშაობა
თავი 5. სურათთან მუშაობა
თავი 6. ბმულები
HTML (Hyper Text Markup Language – ჰიპერტექსტური ინფორმაციის განლაგების ენა) არის ვებ გვერდების შესაქმნელი ენა. უშეცდომოდ ფორმატირებულ HTML დოკუმენტს ასევე ვებ გვერდს უწოდებენ. HTML შექმნა ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნს-ლი-მ დაახლოებით 1986-1991 წლებში. ამ ენის მართვას ახორციელებს W3C მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (w3c.org ხელმძღვანელია სერ ტიმოთი ჯონ ბერნს-ლი) და WHATWG (Web Hypertext Application Technology Working Group). ამ ვიდეოგაკვეთილებში ვეცდები განახოთ HTML ენის სემანატიკა და განვმარტო ტეგების გამოყენება რაც საკმარისი იქნება მარტივი ვებ გვერდის შესაქმნელად
ამ ვიდეოგაკვეთილში მინდა გესაუბროთ ბმულის ტეგის მნიშვნელოვანი ატრიბუტზე Target. ამ ატრიბუტით ბმულს მიეთითება თუ სად უნდა გაიხსნას ახალი გვერდი. Target ატრიბუტს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელობა. მათგან მე მხოლოდ _blank და _self ავღნიშნავ. დანარჩენების გამოიყენება იშვიათად ხდება. _blank გამოყენების შედეგად ბმული ჩაიტვირთება ახალ ფანჯარაში ან ტაბზე. ამ მნიშნელობას ყველაზე ხშირად იყენებენ მაშინ როცა საიტის ავტორები სხვა საიტზე ბმულს მიუთითებენ ხოლმე. მაგრამ ასეთმა ბმულებმა შეიძლება მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგან მუშაობის პროცესში ყველა ახალგახსნილი ფანჯარა ცალკე უნდა დაიხუროს. თანაც გუგლ ქრომი საკმაოდ მგრძნობიარეა ყველა ახალგახსნილ ფანჯარაზე. ხოლო თუ მომხმარებელს უნდა რომელიმე ბმულის ახალ ფანჯარაში გახსნა, ამას თაგვის მარჯვენა კლავიშით ყველა ცნობილ ბრაუზერში ისედაც მოახერხებს. რაც შეეხება _self მნიშვნელობას, ეს არის ბრაუზერისთვის ნაგულისხმევი მნიშვნელობა. ანუ თუ კოდში თქვენ გამოტოვებთ ბმულის Target ატრიბუტს, მაშინ ასეთ ბმულს ბრაუზერი იმავე ფანჯარაში გამოიტანს, სადაც ჩატვირთული იყო გვერდი, რომელმაც გამოიძახა ახალი გვერდი. იმისთვის რომ გაიაზროთ რისი გაკეთება მინდა დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. თქვენ უნდა შექმნათ კოდი, რომლის შესრულების შედეგად ბრაუზერში გამოტანილ ვებგვერდზე გაზაფხულის გვერდის ბმული გაიხსნება ახალ ფანჯარაში ან ტაბზე. ხოლო ზაფხულის ბმულზე დაჭერის შემდეგ გვერდი იმავე ფანჯარაში ჩაიტვირთება. Notepad++ პროგრამაში გახსენით index.html ფაილის კოდი. გაზაფხულის ბმულის ტეგში დაამატეთ შემეგი კოდი target="_blank", ხოლო ზაფხულის ბმულის ელემენტში დაამატეთ შემდეგი კოდი target="_self". ამ კოდმა სწორად რომ იმუშაოს ასეთივე ცვლილებები უნდა შეიტანოთ სხვა ფაილებშიც. გააკეთეთ ამ კოდის ასლი და ჩასვით დანაჩენ 4 ფაილში. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, უნდა შეცვალოთ მხოლოდ „გაზაფხული“ და „ზაფხული“ ბმულების კოდები შეამოწმეთ თქვენი კოდი. ამისთვის დისკეტის ნახატზე დაჭერით დაიმახსოვრეთ კოდში შეტანილი ცვლილებები. დააჭირეთ Run-Lunch in Chrome. თქვენ ხედავთ გვერდს, სადაც გაზაფხულის ბმულზე დაჭერისას გვერდი ჩაიტვირთება ახალ ტაბში, ხოლო ზაფხულის, ან სხვა ბმულებზე დაჭერის შემთხვევაში ახალი გვერდები იმავე ტაბში იტვირთება. თუ გახსოვთ შემოდგომისა და ზამთრის ბმულებზე ეს ატრიბუტი არც კი მიგითითებიათ. . შევაჯამოთ ნანახი ვიდეოგაკვეთილი Target ატრიბუტით შეგიძლიათ მიუთითოთ ფანჯარა სადაც უნდა ჩაიტვირთოის ბმულის შესაბამისი გვერდი. _blank მნიშვნელობის შემთხვევაში ბმულის გვერდი ჩაიტვირთება ახალ ფანჯარაში, ხოლო _self მნიშვნელობის გამოყენების შემთხვევაში მოხდება ძველი გვერდის ახლით ჩანაცვლება. გახსოვდეთ _self არის ბრაუზერის ნაგულისხმევი მნიშვნელობა, ხოლო ბმულის ახალ ფანჯარაში გამოტანა მომხმარებელს თაგვის მარჯვენა კლავიშზე დაჭერით შეუძლია. გმადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული