ანიმაციური ვიდეორგოლებისა და პრეზენტაციების შექმნა www.powtoon.com- ის საშუალებით

ანიმაციური ვიდეორგოლებისა და პრეზენტაციების შესაქმნელი ონლაინ სერვისი POWTOON.COM
ამ ვიდეო პრეზენტაციის მაგალითზე ვეცადე ყველა ის ხელმისაწვდომი ფუნქცია გამომეყენებინა რაც ონლაინ პორტალს გააჩნია და მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ მისი მოხმარება. აქ ხედავთ რომ მოცემულია რამოდენიმე სლაიდი სხვადასხვა ფონებით და გადასვლის განსხვავებული ეფექტებით, გამოყენებული მაქვს მუსიკა ფონად, ანიმირებული თუ სტატიკური პერსონაჟები, შემოტანილი სურათები, ტექსტის გამოჩენის სხვადასხვა ეფექტები. პირველ რიგში, გახსნილ პროგრამაში დავამატოთ სლაიდები. მზა ვიდეო პრეზენტაციაში გვაქვს 7 სლაიდი, ავტომატურად პროგრამა გვთავაზობს სამ სლაიდს. მათ ვამატებთ ფანჯრის მარცხენა მხარეს მოცემულ პლიუს ღილაკზე დაჭერით. სლაიდების დამატება წაშლა შესაძლებელია როგორც თავიდან ისე მუშაობის პროცესშიც. შეუცვალოთ სლაიდებს ფონი, ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში Backgrounds ბლოკში. ვხედავთ განსხვავებულ ფონებს, გარდა აქ მოცემული ვარიანტებისა შეგვიძლია შემოვიტანოთ სასურველი სურათი კომპიუტერიდან სლაიდის ფონად. ბლოკში Transitions არის სლაიდის შეცვლის სხვადასხვა ეფექტები. მთელ პრეზენტაციაზე მუსიკის დასადებად შევდივართ ინსტრუმენტ Sound - ში. გამოიტანს Sound Manager - ის ფანჯარას, მიაქციეთ ყურადღება ფანჯრის ქვემოთ მოცემულია მუსიკალური კომპოზიციების სია, თუმცა მათი უმრავლესობა ხელმისაწვდომია მხოლოდ ფასიან სერვისში, ხოლო რომელსაც აწერია Free მათი უფასოდ გამოყენება შეიძლება. მაგალითისთვის ავირჩევ კომპოზიციას რომლის მოსმენაც შეიძლება აქვე. თუ ეს მუსიკა მოგვეწონა ვაჭერთ მის გასწვრივ ღილაკს add, მუსიკა დაემატება. ამ ფანჯარაში შეიძლება პრეზენტაციას დავადოთ საკუთარი ხმა Voice Over პუნქტით. თქვენ შეგიძლიათ ხმა ჩაწეროთ სხვა პროგრამის გამოყენებით და Import File შემოიტანოთ პორტალზე ან Record -ით გაახმოვანოთ პრეზენტაცია. პირველ სლაიდზე გამოდის ორი ანიმირებული პერსონაჟი, შემდეგ ციფრი ხუთიანი, მას მოვება ტექსტი, შემდეგ ქვემოთ ხელით იწერება და დედამიწის სურათი ხელით შემოაქვს. როგორ ხდება ეს? ფანჯრის მარჯვენა მხარეს დალაგებუალია სხვადასხვა პესრსონაჟები განსხვავებული სტილით და მიმიკით, როგორც სტატიკური ისე ანიმირებული ფორმით. მე გამოყენებული მაქვს მოლაპარაკე პერსონაჟი. მიაქციეთ ყურადღება როგორც კი შემომყავს პერსონაჟი ქვემოთ დროის მაჩვენებელზე ჩნდება მონიშვნა, რომელიც გვიჩვენებს პირველ რიგში რომელ წამზე გამოჩნდება სლაიდზე და რომელ წამამდე იქნება. აქ მოცემული ბერკეტების გადაადგილებაც შესაძლებელია დროის შესაცვლელად. ამასთან შეგვიძლია ვარეგულიროთ ელემენტის გამოსვლის სტილი - ორი ისრის მეშვეობით. ამ მომენტში ჩანს რომ სტილი შემოვა მარცხნიდან, თუ დავაჭერთ ისარს ჩვენ შევძლებთ ავირჩიოთ ნებისმიერი სხვა სტილი: ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან, Fade - ტალღური გამოჩენაა, pop - კი თითქოს ჩაგდების ეფექტს ქმნის. ასევე ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ელემენტი შემოიტანოს პრეზენტაციაში ხელმა. ამისათვის მოვნიშნოთ პერსინაჟი და ფანჯრის ქვემოთ მარცხნივ არის პუნქტები Enter, Exit და Flip. Enter - ეს არის როგორ ჩნდება ელემენტი ამ შემთხვევაში ისარი დუბლირებას უკეთებს ზემო ისარს, გადახაზული ხელი კი მიგვანიშნებს რომ ელემენტი შემოვა თავისით მარცხნიდან, თუ ჩვენ გვინდა რომ იგი შემოტანოს ხელმა უბრალოდ ვაწკაპებთ მასზედა ელემენტს შემოიტანს ხელი, იგივე ითქმის გაქრობასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ გვინდა რომ ელემენტი გაქრეს უფრო ადრე ვიდრე სლაიდი დასრულდება ხელის გამოყენებით, გადმოვწევთ ბერკეტს სასურველ წამზე და Exit პუნქტში მოვნიშნავთ ხელის ფორმას. თუ გვინდა ვნახოთ შედეგი გადმოვწევთ გაშვების ღილაკს და ჩავრთავთ ჩვენებას. პრეზენტაციაში გამოყენებული მაქვს პერსონაჟის სარკის ეფექტი Flip დაწკეპებით მოხდება მისი შებრუნება. ეხლა მინდა განვიხილო ტექსტის ჩასმა პრეზენტაციაში. ამისათვის მარჯვენა კუთხეში ვირჩევ სტილს - ტექსტის ეფექტი. აქ ტექსტის შემოტანის 8 სტილია ყოველი სტილი ანიმირებულია და კურსორის მიტანით შეგიძლიათ დაინახოთ თუ როგორ გამოვა სტილი პრეზენტაციაში. მაგალითად ავირჩიოთ სტილი ტექსტის ხელით დაწერა. ვაწკაპებთ ზედ ეკრანზე გამოჩნდება ტექსტის შეყვანის ჩარჩო ვაყენებთ სასურველ ადგილზე და რომ დავარედაქტიროთ ტექსტი ვაწკაპებთ ფანქრის გამოსახულებას. რედაქტირების ფანჯარაში ავკრიბავთ ტექსტს, შვცვლით შრიფტის ფერს, ზომას, გავამუქებთ, დავხრით, გავასწორებთ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ თუ ქართულ ენაზე გვინდა ტექსტის აკრეფა მაშინ შრიფტების პუნქტში შევარჩიოთ International შრიფტს, მხოლოდ ამ შრიფტს აქვს ქართული შრიფთის მხარდაჭერა. შეგვყავს ტექსტი ვაჭერთ Apply და ვარეგულირებ რომელ მომენტში მინდა ტექსტის გამოყვანა. ერთ-ერთ სლაიდზე გამოყენებული მაქვს სურათი რომელიც შემოტანილი მაქვს პროგრამაში გარედან. რაც სტანდარტულად ასე ხდება ფანჯრის ზედა ნაწილში ვაჭერთ ღილაკს Image გამოსულ ფანჯარაში ხელმისაწვდომია სურათები, ახალი სურათის შემოსატანად ვაჭერთ Upload file და ამოვირჩევთ ფაილს თქვენი კომპიუტერიდან. შეიძლება მისი ზომების შეცვლაც და ყველა იმ მოძრაობის მოქმედების შესრულებაც რაც წინათ განვიხილეთ. ბოლოსკენ მიდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ-ერთ სლაიდზე სადაც ჩასმულია 10 ელემენტი და თითოეულზე დაწკაპებით ხედავთ თუ რომელ წამზე გამოდის ელემენტი ეკრანზე ერთმანეთის მონაცვლეობით. საბოლოოდ გამზადებული ვიდეო პრეზენტაციის შესანახად როგორც ადრე ავღნიშნეთ გამოიყენება ღილაკები Preview - წინასწარ დათვალიერება პრეზენტაციის, ხოლო Export ღილაკი მოახდენს ვიდეოს ექსპორტირებას http://www.youtube.com -ზე. აქ გამოდის მთავარი შეზღუდვა უფასო სერვისზე, რომ ექსპორტის ხარისხი იქნება 480 p. ამავე დროს პრეზენტაციის კუთხეში იქნება www.powtoon.com ლოგოტიპი. ფანჯრის ქვემოთ შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი ანგარიში http://www.youtube.com -ზე და პრეზენტაციას ავტომატურად ავტვირთავთ საიტზე Export -ზე დაწკაპებით.

ახალი დამატებული