ანიმაციური ვიდეორგოლებისა და პრეზენტაციების შექმნა www.powtoon.com- ის საშუალებით

ანიმაციური ვიდეორგოლებისა და პრეზენტაციების შესაქმნელი ონლაინ სერვისი POWTOON.COM
საიტზე POWTOON.COM რეგისტრაციის გავლის შემდეგ ავტომატურად მოვხვდებით საწყის გვერდზე. სადაც მოცემულია სხვადასხვა, თემატურად დალაგებული მზა შაბლონები. მათში ჩვეულებრივ შეგიძლიათ შეცვალოთ ტექსტები, პერსონაჟები, მოკლედ მოახდინოთ რედაქტირება თქვენი სურვილისამებრ. მაგრამ სანამ აირჩევდეთ მზა ვარიანტს გირჩევთ შექმნათ რამდენიმე პრეზენტაცია ცარიელი ფურცლიდან, რათა გაიგოთ პრინციპი თუ როგორ იქმნება ვიდეო რგოლი, როგორ ემატება ანიმაციური პერსონაჟი, ტექსტური ეფექტი, მუსიკა. შემდეგ კი უფრო გაგიადვილდებათ დაარედაქტიროთ მზა პრეზენტაციები. ასე რომ ნულიდან დასაწყებად ავირჩევთ ცარიელ ბლანკს. ჩაიტვირთება powtoon -ის რედაქტირების ძირითადი ფანჯარა და განვიხილოთ ის. ძალიან გვაგონებს PowerPoint-ის რედაქტირების ძირითად ფანჯარას, ფანჯრის მარცხენა მხარეს მოცემულია სამი სლაიდი. ზემოთ პლიუსზე დაწკაპუნებით შესაძლებელია მათი რაოდენობის გაზრდა, ხოლო მინუსი კი ამცირებს მათ რაოდენობას და შლის ზედმეტ სლაიდს. თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ფანჯრის ქვედა ნაწილზე სადაც მოცემულია დროის მაჩვენებელი და თითოეულ სლაიდს ავტომატურად დათმობილი აქვს 10 წამი, პლიუსზე დაწკაპუნებით შეიძლება გაიზარდოს ეს დრო, მინუსი კი მოუკლებს მოცემულ დროს. ფანჯრის მარჯვენა მხარეს ჩანს ის ელემენტები რომელთა დამატებაც შეგვიძლია პრეზენტაციაში, თითოეულ ელემენტზე მაუსის მიტანით, დამატებით ჩანს თუ რა ეფექტს შემოგვთავაზებს ის მას შემდეგ რაც გადმოვიტანთ ფანჯრის ძირითად არეში. რაც შეეხება ფანჯრის ზედა ნაწილს აქ წარმოდგენილია სტანდარტული ინსტრუმენტები, როგორიცაა: new - ახალი პროექტის შექმნა, Save - შენახვა, Cut - ამოჭრა, Copy - კოპირება, Paste - ჩასმა. ღილაკი Sound-ით - შესაძლებელია მუსიკის შემოტანა პრეზენტაციაში ხოლო Image კი სურათის შემოტანის საშუალებას იძლევა, ღილაკი Add Text-ით შესძლებელია ტექსტის დადება პრეზენტაციაზე, ხოლო დანარჩენი ღილაკები მისი რედაქტირებისთვის გამოიყენება, ღილაკი Preview სშუალებას გვაძლევს წინასწარ დავათვალიეროთ მოცემული პრეზენტაცია ხოლო Export კი საბოლოო შედეგს ატვირთავს youtube.com -ზე.

ახალი დამატებული