Microsoft Office PowerPoint 2013

ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
ფიგურებზე მოქმედებები
ხედი VIEW
ცხრილები PowerPoint-ში
ტექსტის რედაქტირება ფორმატირება
გრაფიკების, სურათების, დიაგრამების, ვიდეოს ჩასმა პრეზენტაციაში
Microsoft Office PowerPoint 2013 - პრეზენტაციის შექმნა/ რედაქტირება
მოგესალმებით ამ ვიდეოგაკვეთილში ნახავთ პრეზენტაციის ჩვენების და წარმართვის რეჟიმს. აგრეთვე ვეცდები განახოთ პრეზენტაციის წარმართვისას საჭირო ფუნქციები. დღეისთვის PowerPoint-ის პრეზენტაციის საჩვენებლად ყველაზე ხშირად პროექტორს გამოიყენებენ. შესაბამისად, პრეზენტაციის ჩვენების პარამეტრები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პროექტორის შესაძლებლობებზე. პრეზენტაციის ჩვენების დასაწყებად, მენიუს ზოლში, თაგვის მარცხენა კლავიშით დააჭირეთ წარწერას SLIDE SHOW. ინსტრეუმენტების დაფა შეიცვლება სლაიდების ჩვენების რეჟიმის ინსტრუმენტებით. პირველი ღილაკი არის From Biginning. ეს ღილაკი უზრუნველყოფს პრეზენტაციის ჩვენების დაწყებას პირველივე სლაიდიდან. პროექტორის მთელ ეკრანზე ნაჩვენები იქნება პირველი სლაიდი, ხოლო მონიტორზე გამოჩნდება პრეზენტაციის ჩვენების ინსტრუმენტები. პრეზენტატორის ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ნაჩვებია ღილაკი SHOW TASKBAR, რომელზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ვინდოუსის დავალებათა ზოლი. დავალებათა ზოლიდან პრეზენტატორის მაგიდაზე შეგიძლიათ გამოიტანოთ სხვადასხვა პროგრამები, ისე რომ პროექტორზე ეს მოქმედებები არ გამოჩნდება. SHARE MEETING NOTES (მხოლოდ ონლინე პრეზენტირების დროს) ღილაკი საშუალებას გაძლევთ ONE NOUTE პროგრამის დახმარებით გაააკეთოთ ჩანიშვნები ბლოკნოტში და გააზიაროთ ისინი DISPLAY SETTINGS საშუალებას იძლევა პროექტორზე არსებული გამოსახულება და პრეზენტატორის მონიტორზე არსებულ გამოსახულებებს ადგილები გავუცვალოთ. ამისთვის საჭიროა დააჭიროთ ღლაკს Swap Presenter View and Slide Show. შემდეგი ღილაკი Dublicate Slide Show მოახდენს პროექტორზე არსებული გამოსახულიბის პრეზენტატორის მონიტორზე დუბლირებას. ე.ი. პრეზენტაციის სამართავი ფუნქციები მოცილდება პრეზენტატორის მონიტორს და მსმენელები და პრეზენტატორი ერთიდაიგივე გამოსახულებას ნახავენ პროექტორზე და პრეზენტატორის მონიტორზე. END SLIDE SHOW ღილაკით შესაძლებელია ნებისმიერ სლაიდზე შევწყვიტოთ პრეზენტირება და დავუბრუნდეთ პრეზენტაციის რედაქტირების რეჟიმს. ქვედა ზოლში ნაჩვენებია პრეზენტაციის მიმდინარეობის ქრონომეტრაჟი. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, იმდენად, რამდენადაც, ყველა პრეზენტაცია დროის გარკვეულ მონაკვეთზეა გათვლილი. გაითვალიწინეთ პროფესიონალების რჩევა: სტატისტიკურად დადგენილია, რომ პრეზენტაციის დახმარებით ინფორმაციის აღქმის კოეფიციენტი 70%-ს უტოლდება. მაგრამ ეს ციფრი აქტუალურია პრეზენტირების პირველი ათი წუთის განმავლობაში. ამიტომ სასურველია მუდმივად ვაკონტროლოთ პრეზენტირების დრო და რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს საპრეზენტაციო საკითხი, პრეზენტირება ათ წუთს არ გადავაცილოთ. იქვე მოცემულია დროის დაპაუზების ღილაკი, ხოლო შემდეგი ღილაკი დროის თავიდან ათვლის (დარესტარტების) საშუალებას იძლევა. ქვედა ნაწილში ნაჩვენებია სლაიდი, რომელიც პროექტორზეა გაშვებული, ე.წ. მიმდინარე სლაიდი, ხოლო მარჯვენა მხარეზე გამოტანილია მომდევნო სლაიდის მინიატურული გამოსახულება. მინიატურული გამოსახულების ქვეშ შესაძლებელია სლაიდზე რედაქტირების დროს რაიმე სახის ჩანიშვნები გვქონდეს გაკეთებული. ეს ჩანიშვნები, რათქმაუნდა უხილავი იქნება პრეზენტაციის მსმენელებითვის და პროექტორზე არ გამოჩნდება. პრეზენტატორის მონიტორზე, პროექტორზე გასული სლაიდის ქვევით განთავსებულია ღილაკები, რომლებიც პრეზენტაციის მართვაში დაგეხმარებათ. მათ შორის: ფანქარი, სლაიდების მინიატურული გამოსახულების რეჟიმი, სლაიდის გარკვეული ნაწილის გადიდება, შავი ეკრანის დროებით ჩამოფარება და სლაიდების თანმიმდებრობის მართვის ღილაკი. განვიხილოთ ცალცალკე. ფანქარს რამდენიმე ფუნქცია გააჩნია: Laser Pointer ღილაკზე დაჭერით თაგვის კურსორი შეიცვლის ფორმას და ლაზერული მაჩვენებლის წითელი ნიშანი გახდება. მისი საშუალებით შესაძლებელია სლაიდის გარკვეულ ნაწილებზე მსმენელთა ყურადღების კონცენტრირება. Pen ფუნქციის დახმარებით, თაგვის კურსორი ფანქრის ფუნქციას შეითავსებს და ამრიგად შესაძლებლობა გვექნება სლაიდებზე გავაკეთოთ გარკვეული წარწერები, ან კორექტირება შევიტანოთ ან გამოვყოთ სლაიდის გარკვეული ნაწილი. Highlighter ლილაკზე დაჭერა თაგვის კურსორს მარკერად გადააქცევს. Ink Color საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ფანქრის ან მარკერის ფერი. Ereser ფუნქცია კი ფანქრით ან მარკერით გაკეთებული წარწერების წაშლის საშუალებას იძლევა. Erase All Ink on Slide სლაიდზე ყველა წარწერას ერთდროულად წაშლის. Arrow Options თაგვის კურსორის ფუნქციებს მართავს: ავტომატურად გამოჩნდეს ან დაიმალოს, სულ ჩანდეს ან სულ დამალული იყოს. სლაიდების მინიატურული გამოსახულების ღილაკი პრეზენტატორის მაგიდაზე გამოიტანს პრეზენტაციაში არსებულ ყველა სლიდის მინიატურულ გამოსახულებას. გამოსახულებების ზომის გადიდება ან შემცირება შესაძლებელია + და - ღილაკებზე დაჭერით. რომლიმე სლაიდის მინიატურულ გამოსახულებაზე დაჭერა პროექტორზე გამოიტანს შესაბამის სლაიდს. ხოლო პრეზენტირება გაგრძლდება არჩეული სლაიდიდან. ამ რეჟიმიდან გამოსასვლელად ზედა მარცხენა კუთხეში არსებულ მარცხნივ მიმართულ ისარს უნდა დააჭიროთ. შემდეგი ღილაკი ლუპაა. ამ ღილაკის დახმარებით შესაძლებელი პროექტორზე გამოტანილი სლაიდის 2ჯერ გადიდება და ნაწილ-ნაწილ დათვალიერება. მონიტორის გამოსახულება საშუალებას მოგცემთ დროებით შეწყვიტოთ პრეზენტირება და პროექტორზე გამოიტანოთ შავი ეკრანი. ამავე ღილაკით შესაძლებელია ამ რეჟიმის გამორთვა. წრეში ჩასმული სამწერტილის დახმარებით შეგიძლიათ ისევ დააბრუნოთ უკვე ნანახი სლაიდი, ჩართოთ ან გამორთოთ პრეზენტირების რეჯიმი ან დაასრულოთ პრეზენტირება და ა.შ. ქვედა ნაწილში მარცხენა და მარჯვენა ისრების დახმარებით შესაძლებელია სლაიდების თანმიმდევრობით ჩვენება. მარჯვენა ისარზე დაჭერით პროექტორზე გამოვა შემდეგი სლაიდი, ხოლო მარცხენა ისარზე დაჭერით პროექტორზე გამოვა უკვე ნაჩვენები სლაიდი. აქვე ნაჩვენებია მიმდინარე სლაიდის ნომერი და სლაიდების საერთო რაოდენობა. მათზე დაჭერით პრეზენტატორის მონიტორზე გამოვა სლაიდების მინიატურული გამოსახულება (იგივე, რაც ოთხკუთხედების ღილაკი), ეს ფუნქცია კი მე უკვე აღვწერე, რამდენიმე წუთის წინ. ვიდეოს ან აუდიო ფაილის ჩვენების დროს შესაძლებელია დაგჭირდეთ აუდიო-ვიდეო ფაილების მართვის ღილაკები, მათ შორის ჩართვა, დაპაუზება, წინ ან შემდეგ გადახვევა, ხმის აწევ-დაწევა. ახლა განვიხილოთ სხვა ღილაკები From Current Slide პრეზენტაციის ჩვენება დაიწყება მიმდინარე სლაიდიდან Prezent Online პრეზენტაციის ონლაინში ჩვენებაა. ამ ღილაკის გამოყენების შემდეგ ინსტრუმენტების დაფა შეიცვლება ინტერნეტში პრეზენტირების ღილაკებით. მათ შორის Send Invitations (მხოლოდ ონლინ პრეზენტირების დროს) ღილაკის დახმარებით შესაძლებელია ინტერნეტში პრეზენტირების ბმულის მიღება. შემდეგ ეს ბმული შეიძლება განთავსდეს ინტერნეტსაიტზე ან ბლოგზე, ან გაიგზავნოს ფოსტის დახმარებით, რათა მომხმარებლები ინტერნეტში ონლაინ რეჟიმში დაესწრონ პრეზენტირებას. მაგალითად, ბლოგზე შეიძლება დაანონსდეს, ონალინ პრეზენტირების დრო, ხოლო პოსტში განთავსდეს ბმული აღნიშნულ პრეზენტაციაზე. პრეზენტირების მიმდინარეობის დროს აღნიშნულ ბმულზე დაჭერით ინტერნეტმომხმარებლებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად, საკუთარ კომპიუტერებზე და სხვა დევაისებზე დააკვირდნენ მიმდინარე პრეზენტაციას. End Online Prezentation (მხოლოდ ონლინე პრეზენტირების დროს) ღილაკზე დაჭერით დასრულდება ონლაინ პრეზენტაციის მიმდინარეობა. Custom Slide Show საშუალებას იძლევა პრეზენტირებისას შევცვალოთ სლაიდების თანმიმდევრობა. Hide Slide შესაძლებელია პრეზენტირებისას არ ვუჩვენოთ რომელიმე სლაიდი Record Slide Show ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ ჩაწეროთ პრეზენტაციის მიმდინარეობა პროექტორზე Monitor Automatic ღილაკის დახმარებით შესაძლებელია პრეზენტირებისთვის ავირჩიოთ სხვადასხვა მოწყობილობები და სხვადასხვა რეჟიმები Use Presenter View თუ თოლია ჩართულია, პრეზენტატორის მონიტორზე გამოტანილი იქნება პრეზენტაციის მართვის რეჟიმი, თუ გამორთულია, მაშინ პროქტორზე და მონიტორზე ერთიდაიგივე გამოსახულება იქნება. ანუ მოხდება პროექტორის დუბლირება მონიტორზე პრეზენტირების რეჟიმი ხშირად აპარატურაზე და ვინდოუსის პარამეტრებზეც არის დამოკიდებული. პრეზენტირების სხვადასხვა რეჟიმების ასარჩევად შესაძლებელია გამოვიყენოთ ვინდოუსის ღილაკი + P. Computer Only პირველ ნახატზე დაჭერა გამოიწვევს გამოსახულების მხოლოდ მონიტორზე გამოტანას, მეორე ღილაკზე დაჭერა Duplicate -- მონიტორზე არსებული გამოსახულების პროექტორზე დუბლირებას. (მონიტორზე და პროექტორზე სხვადასხვა გამოსახულებები იქნება გამოტანილი). შემდეგი ღილაკი -- Extend არის ეკრანის გაფართოება, შესაძებელია ორივე მოწყობილობაზე სხვადასხვა გამოსახულებების გამოტანა. Projector only ღილაკის დასახელებიდანაც ჩანს რომ ამ ღილკზე დაჭერით გამოსახულება მხოლოდ პროექტორზე იქნება გამოტანილი. ეს ფუნცია მაშინ არის სასარგებლო, როცა პროქტორის და მონიტორის სამუშაო რეჟიმები შეუთავსებელია ერთმანეთთან. მაგალითად, მონიტორი მუშაობს განიერი რეჟიმში, ხოლო პროექტორი ოთხკუთხედის რეჟიმში შეგახსენებთ, რომ პრეზენტირებისას სლაიდიდან სლაიდზე გადასვლა გარდა ზემოთაღნიშნული ხერხებისა, შესაძლებელია • კლავიატურის გრძელ კლავიშაზე თითო-თითოდ დაჭერით, • კლავიშა Enter დახმარებით, • ისრების დახმარებით, • თაგვის მარცხენა კლავიშით, • თაგვის შუა კლავიშის დატრიალებით. აგრეთვე TRANSITIONS მენიუში After სექციაში შესაძლებელია სლაიდები ერთმანეთს შეენაცვლოს ავტომატურად დროის გარკვეული მონაკვეთის გასვლის შემდეგ. ეს პარამეტრი შესაძლებელია თითოეული სლაიდისთვის ინდივიდუალურად დაყენდეს. რეფლექსია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ შეგიძლიათ თუ არა პრეზენტაციის ჩვენება პირველი ან მიმდინარე სლაიდიდან. ან პრეზენტაციის ონლაინ რეჟიმში გაშვება. წარმატებულ პრეზენტირებას გისურვებთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული