პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)

Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში. პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით. პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე. პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში. პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს. ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში გაგაცნობთ პროგრამა გუგლი დედამიწას და მის შესაძლებლობებს. Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში. მაშ ასე - პროგრამა გუგლი დედამიწა წარმოადგენს დედამიწის ვირტუალურ მოდელს. სადაც ჩვენ შეგვიძლია ახლოდან დავათვალიეროთ დედამიწის ნებისმიერი წერტილი. პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება. მაგალითად თქვენ ხედავთ ქალაქ ნიუ იორკს და მის ცათამბრჯენებს, აგრეთვე შეგვიძლია თავისუფლად ვიმოგზაუროთ მის ქუჩებში. გუგლი დედამიწაში შეგვიძლია წინასწარ ვნახოთ სხვადასხვა ქალაქში რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის კუთხით, სად არის გადატვირთული მოძრაობა, და სად თავისუფალი. თქვენ ხედავთ იმავე ქალაქ ნიუ იორკში, ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირეს. შავი ფერით აშნიშნულია საცობები, წითლით - შეზღუდული მოძრაობა, ყვითელი ფერით- გახსნილი მოძრაობა, ხოლო მწვანე ფერით კი- პროგრამაში ვხდავთ, რომ მოძრაობა თავისუფალია. პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე, რომელსაც ტეხილის ფორმა ექნება. მაგალითად მარცხენა სურათზე გამოთვლილია მანძილი თბილისიდან ესტონეთის დედაქალაქ ტალინამდე, როგორც სურათზე ჩანს, ის შეადგენს დაახლოებით 2366 კილომეტრს. მარჯვენა სურათზე კი ჩანს მარშრუტი ქალაქ მცხეთიდან შიო მღვიმის მონასტრამდე, საინტერესოა, რომ პროგრამა მარშრუტის სიგრძესთან ერთად გამოსახავს გასავლელი ადგილების სიმაღლეებს ზღვის დონიდან, ეს კი ძალიან ეხმარება მარშრუტის შემდგენს, რათა მიიღოს სრულყოფილი სურათი გასავლელი მარშრუტის შესახებ. შემდეგი საინტერესო ფუნქცია, რაც გუგლი დედამიწას გააჩნია ეს არის ე.წ. დროითი ხაზი. ამ ინსტრუმენტით შვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ სხვადახვა ადგილები, და შევადაროთ როგორ გამოიყურება დღეს და როგორი იყო ის რამდენიმე ათეული წლის წინ. მაგ. თქვენ ხედავთ ქალაქ ლას ვეგასს და აგვრეთვე შეგვიძლია ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ის 67 წლის წინ, ანუ 1950 წელს, დამეთანხმებით საკმაოდ შთამბეჭდავი განსხვავებაა. პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება თანამედროვე და ადრე არსებულ საზღვრებს შორის, მაგალითად თქვენ ხედავთ ძველი საბერძნეთის რუკას, რომელიც შედარებულია თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიას. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გუგლი დედამიწას შეუძლია დაგვათვალიერებინოს ობიექტები არა მარტო 2, არამედ 3 განზომილებაში. მაგალითად პროგრამაში შეგვიძლია სივრცულად ვნახოთ თავისუფლების ქანდაკება, რაშმორის მთა. მოვაწყოთ ვირტუალური ტური ვერსალის მუზეუმში და ა.შ. გუგლი არ დაკმაყოფილდა მარტო დედამიწის მოდელით და ამავე პროგრამაში შემოგვთავაზა კოსმოსში მოგზაურობა, კერძოდ ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ადამიანის ფეხის დადგმამდე ვირტუალურად ვესტუმროთ პლანეტა მარსს. და ბოლოს, ვიდეო გაკვეთილს დავასრულებ იმ პროექტით, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია - ეს არის ე.წ. ვირტუალური რეალობის გუგლი დედამიწა. ვირტუალური რეალობა წარმოადგენს სპეციალურ სათვალეს, რომელშიც იტვირთება პროგრამა და საშუალებას აძლევს ადამიანს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებით იმოგზაუროს დედამიწის ნებისმიერ წერტილში. თუმცა ეს მომავლის ტექნოლოგიაა და მასზე ალბათ სხვა ვიდეო გაკვეთილებში ვისაუბრებ. როგორც ნახეთ, პროგრამა გუგლი დედამიწას მართლაც ამოუწურავი შესაძლებლობები გააჩნია და მისი მეშვეობით მნიშვნელოვნად შეიძლება ადამიანის თვალსაწიერის გაზრდა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება. ხოლო, თუ როგორ უნდა ჩამოვტვირთოთ პროგრამა და როგორ შევქმნათ მასში ზემოთ წარმოდგენილი და სხვა საინტერესო რესურსები, ამას მომდევნო ვიდეო გაკვეთილებში გაგაცნობთ. გმადლობთ ყურადღებისთვის.

ახალი დამატებული