პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53

00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53

00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა გადმოვიწეროთ პროგრამა გუგლი დედამიწა და როგორ დავაინსტალიროთ ის ჩვენს კომპიუტერში.
აღსანიშნავია, რომ არსებობს Google Earth პროგრამის ფასიანი ვერსიები, მაგალითად Google Earth Pro, რომელსაც დამატებითი შესაძლებლობები გააჩნია, თუმცა უფასო ვერსიაც საკმაოდ ბევრი ფუნქციითაა აღჭურვილი, ასე რომ ვიდეო გაკვეთილებში ჩვენ მხოლოდ მას განვიხილავთ.
პროგრამა Google Earth ის საინსტალაციო ფაილის ჩამოსატვირთად ინტერნეტ ბრაუზერის Google chrom-ის სამისამართო ველში ავკრიბოთ მისამართი:
earth.google.com/download-earth.html
ამის შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს Download Google Earth, ანუ პროგრამა გუგლი დედამიწის გადმოწერა, შემდეგ დავეთანხმოთ პროგრამის გამოყენების პირობებს და დავაჭიროთ ბრძანებაზე Agree and Download.
რამდენიმე წამში ჩამოიტვირთება საინსტალაციო ფაილი, რომელიც გავხსნათ მაუსის დაწკაპებით და დაველოდოთ პროგრამის სრულ ინსტალაციას.
სულ ესაა, გილოცავთ, პროგრამა გუგლი დედამიწა უკვე დაინსტალირდა თქვენს კომპიუტერში და შეგიძლიათ მის გამოყენება. შესაბამისად ეკრანზე გამოჩნდება პროგრამის პიქტოგრამა, რომლითაც შეგვიძლია გავუშვათ პროგრამა გუგლი დედამიწა.
შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში დეტალურად განვიხილავთ პროგრამის ფუნქციებს და მის ღილაკებს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.