პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
დედამიწის კონკრეტულ ადგილის მოსაძებნად ამ ადგილის დასახელება, ან კოორდინატები უნდა ჩავწეროთ Search პანელის საძიებო ველში.
მაგალითად მოვძებნოთ ქალაქი პარიზი, ამისათვის საძიებო ველში ჩავწეროთ Paris და დავაჭიროთ Search ღილაკს. მომენტალურად აღმოვჩნდებით სასურველი ადგილას, ამ შემთხვევაში ქალაქ პარიზში.
პროგრამაში აგრეთვე შესაძლებელია მოვიძიოთ ერთმანეთისაგან დაშორებული ადგილები და გამოვთვალოთ მათ შორის მანძილი და დრო სხვადასხვა ტრანსპორტის მიხედვით.
მაგალითად, ვნახოთ რა მანძილია თბილისიდან ავსტრიის დედაქალაქ ვენამდე და რა დრო დაგვჭირდება თბილისიდან ვენაში ჩასასვლელად. ამისათვის დავაჭიროთ ღილაკს Get Directions, ანუ მიმართულების მიღება და პირველ ველში ჩავწეროთ “თბილისი” შესაბამისად მეორე ველში “Vienna”. და დავაჭიროთ Enter კლავიშს.
პროგრამა გამოითვლის მანძილს ამ ორ ქალაქს შორის და გვიჩვენებს მას რუკაზე, როგორც ხედავთ საავტომობილო მანძილი შეადგენს 3202 კილომეტრს და ამ დროის დაფარვას 36 საათი დაჭირდება, აქვე შესაძლებელია იგივე ინფორმაცია ვნახოთ ავტობუსით, ველოსიპედით და ფეხით გადაადგილების შემთხვევაში.
პროგრამას რა თქმან უნდა შეუძლია პირდაპირი, საჰაერო მანძილის გამოთვლაც, თუმცა მას ჩვენ სხვა ვიდეოგაკვეთილში განვიხილავთ.
ვიდეო გაკვეთილში თქვენ გაეცანით პროგრამა გუგლი დედამიწის ძიების და ნავიგაციის ინსტრუმენტებს, მომდევნო ვიდეოში აღვწერთ, როგორ დავაფიქსიროთ გუგლი დედამიწაზე ჩვენთვის სასუველი ადგილი და შევავსოთ ის სასურველი ინფორმაციით.
გმადლობთ ყურადღებისათვის.