პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში განვიხილავთ პროგრამა გუგლი დედამიწაში საქაღალდის დანიშნულებას და მის შექმნას, აგრეთვე ვნახავთ, როგორ უნდა შევქმნათ რუკაზე ადგილმდეობარეობის მონიშვნა და როგორ შევიტანოთ მასში ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია.
სანამ პროგრამა გუგლი დედამიწაში შევქმნიდეთ სხვადასხვა ტიპის და შინაარსის რესურსს, მანამდე აუცილებელია შევქმნათ საქაღალდე, რომელშიც ყველა მათგანს ერთად შევკრებთ, ეს სამომავლოდ გაგვიადვილებს მონაცემების სრულყოფილ შენახვას. მაშ ასე, მენიუდან ავირჩიოთ ბრძანება “Add->Folder”. გაიხსნება „New“ დიალოგური ფანჯარა. Name (სახელი) ველში შევიტანოთ საქაღალდის სახელი, მაგალითად “ჩვენი სოფელი”, შემდეგ Description (აღწერა) ველში ჩავწეროთ ინფორმაცია, მაგალითად შევიყვანოთ ტექსტი, ანუ აღწერა თუ რა ტიპის
მონაცემებისთვისაა განკუთვნილი ეს საქაღალდე. ვთქვათ, აღწერაში ჩავწეროთ ტექსტი: “რესურსის შექმნის მიზანია შევაგროვოთ მონაცემები ჩვენი სოფლის ისტორიის, მისი მოსახლეობის, ფლორისა და ფაუნის შესახებ”.
ტექსტური აღწერის გარდა- საქაღალდეში შეიძლება დავამატოთ ინტერნეტ ბმული “ბრძანებით “Add link”- მაგალითად ვიკიპედიაში მოვიძიოთ ინფორმაცია მესტიის რაიონის სოფელ ფარის შესახებ და მოძიებული ბმული ჩავსვათ შესაბამის ველში https://ka.wikipedia.org/wiki/ფარი .
აღწერის ველში დამატებით შესაძლებელია ჩავსვათ სურათი პირდაპირ ინტერნეტიდან ბრძანებით “Add web image, ან დავამატოთ ჩვენს მიერ წინასწარ მოძიებული და კომპიუტერში შენახული სურათი, მაგ, ჩავსვათ იგივე სოფელ ფარის სურათი. ამისათვის დავაჭიროთ ღილაკს Add local image- გამოსულ ფანკარაში მოვძებნოთ სასურველი სურათი და დავაჭიროთ OK.
ამით ფოლდერის შექმნა დასრულებულია, საბოლოოდ დავაწყაპოთ ღილაკს “OK”, შეიქმნება საქაღალდე, რომელიც გამოჩნდება „My Places“ ძირითად საქაღალდეში.
ცვლილებების შეტანა როგორც საქაღალდეში, ისე ნებისმიერ ჩვენს მიერ შექმნილ ობიექტში შესაძლებელია მასზე კონტექსტური მენიუს გამოძახებით და Properties (თვისებები) ფუნქციის არჩევით, აქვე Delete ღილაკით შესაძლებელია მისი წაშლაც.
ამის შემდეგ, შეგვიძლია კონკრეტული რესურსების შექმნა, რომლებიც უკვე ძირითად საქაღალდეში განთავსდება.
ადგილის მონიშვნა გუგლის დედამიწაში
გუგლის დედამიწაზე სასურველი ადგილის მონიშვნა ხშირად დაგვჭირდება, რათა სხვა დროს ამ ადგილს ადვილად მივაგნოთ. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტების პანელზე არსებული ხელსაწყო Add Placemark (ადგილის სანიშნეს დამატება)
Places პანელზე გავააქტიუროთ ის საქაღალდე, რომელშიც გვინდა ამ სანიშნის შენახვა. ავირჩიოთ ხელსაწყო Add Placemark. ეკრანზე გამოვა ფანჯარა New Placemark სადაც Name ველში ჩავწეროთ სანიშნის დასახელება, მაგ “ჩემი სკოლა”, ხოლო დედამიწაზე გაჩენილი ყვეითელი ფერის ჭიკარტი მაუსით და მივიყვანოთ ზუსტად იმ ადგილზე, სადაც გვინდა მონიშვნის გაკეთება. ფანჯარაში ავტომატურად გამოჩნდება ამ წერტილის ზუსტი გრძედი და განედი.
საქაღალდის მსგავსად აქაც შესაძლებელია აღწერის დამატება, ბმულის და სურათების ჩასმა.
როგორც დააკვირდით, აღწერის დამატებისას მხოლოდ თეთრ ფონზე იწერება შავი შრიფტით, რომლის ზომაც ფიქსირებულია, ცოტაოდენი HTML-კოდის ცოდნის შემთხვევაში შესაძლებელია შევადგინოთ პროგრამული კოდი, რომელშიც მივუთითებთ ფონის ფერს, შრიფტის ზომას და სხვა ჩვენთვის სასურველ პარამეტრებს, თუ ამ კოდს ჩავსვამთ აღწერის შესაბამის ველში, ტექსტთან ერთად- ეკრანზე უკვე სასურველი ფერის და ზომის აღწერას მივიღებთ.
დამატებით შეგვიძლია შევცვალოთ სანიშნის ფერი, ფორმა, აგრეთვე შეგვიძლია დავამატოთ საკუთარი მონიშვნის პიქტოგრამა.
ადგილმდებარეობის მონიშვნის ღილაკი ერთერთი საკვანძო ინსტრუმენტია პროგრამა გუგლი დედამიწაში, შესაბამისად მას ჩვენ მომდევნო ვიდეო გაკვეთილებშიც ხშირად გამოვიყენებთ. ამჯერად ამით დავასრულოთ.
მადლობა ყურადღებისათვის.