პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით განვახორციელებთ გარკვეული მოცულობის ტერიტორიის მონიშვნას და აგრეთვე ავაგებთ სასურველ მარშრუტს.
ტერიტორიის მონიშვნა შესაძლებელია ღილაკით Add poligon (დაამატე მრავალკუთხედი).
მაგალითად, გვინდა შავი ზღვის ტერიტორიის მონიშვნა, ამისათვის საძიებო ველში ჩავწეროთ “შავი ზღვა”, შემდეგ დავაყენოთ დედამიწის გამოსახულება ისე, რომ შავი ზღვა ეკრანზე სრულად ჩანდეს, ავირჩიოთ ღილაკი Add poligon და დავიწყოთ მისი მონიშვნა რაც შეიძლება ზუსტად, უფრო მეტი სიზუსტისათვის შესაძლებელია ნებისმიერი წერტილის წაშლა, ახლის დამატება და გადაადგილება.
მონიშვნის დასრულების შემდეგ დავასათაუროთ ის, შეგვიძლია დავუმატოთ აღწერა და საბოლოოდ ok ღილაკზე დაწკაპებით შევინახოთ მონიშნული ტერიტორია.
გადავიდეთ სასურველი მარშრუტის მონიშვნაზე- მაგალითად მოვნიშნოთ, შავი ზღვის ის სანაპირო ზოლი, რომელიც ეკუთვნის საქართველოს, ამისათვის ავირჩიოთ ღილაკი add path (დაამატე ბილიკი), და ტერიტორიის მონიშვნის მსგავსად წერტილ-წერტილ წავყვეთ საქართველოს სანაპირო ზოლს, აღსანიშნავია რომ ბილიკის მონიშვნის დასრულების შემდეგ, მისი ფანჯრის Measurement (გაზომვა), ჩანართზე დაწკაპებით გავიგებთ მითითებული მარშრუტის სიგრძესაც ზომის სხვადასხვა ერთეულებში, ეკრანზე ნათლად ჩანს საქართველოს სანაპირო ზოლის სიგრძე.
ამ მარშუტზე უფრო დეტალური ინფორმაციიის მისაღებად Places პანელზე არსებულ მარშრუტზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დააწკაპუნოთ და გამოსულ კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ ბრძანება Show Elevation Profile, (გამოაჩინე შეფასების პროფილი), ფანჯრის ქვედა მხარეს გაიხსნება დიაგრამა, რომლიდანაც შეგვიძლია გავიგოთ ამ მარშრუტის სიგრძე, სიმაღლე ზღვის დონიდან მარშრუტის თითოეული წერტილისთვის, საშუალო დახრილობა და ა.შ.
აქვე არის ერთი საინტერესო ღილაკი - Play tour, თუ მას დავაჭერთ მაუსს, შესალებლობა გვაქვს ვიმოგაუროთ ამ ტურის გასწვრივ, მაგალითად ამ შემთხვევაში, რამდენიმე წამში გავყვებით საქართველოს მთელ საზღვაო სანაპირო ზოლს.
მომავალ ვიდეო გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო ინსტრუმენტზე - როგორ მოვახდინოთ სურათის და რუკის დადება დედამიწის მოდელზე.
გმადლობთ ყურადღებისათვის.