პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ვიდეო გაკვეთილში ვნახავთ დედამიწის არსებულ ტერიტორიას როგორ დავამატოთ სხვადასხვა სურათი, მაგალითად რუკა, და მოვახდინოთ მათი შედარება.
მაგალითისათვის, შევადაროთ ერთმანეთს საქართველოს დღევანდელი ტერიტორია, მასში შემავალი რეგიონების საზღვრები და ფარნავაზ მეფის დროს არსებული საქართველოს ტერიტორია და მისი სამეფო-სამთავროები.
ამისათვის, წინასწარ მოვიძიოთ სურათი: “იბერიის სამეფოს რუკა ფარნავაზის დროს” და შევინახოთ ის კომპიუტერში.
პროგრამა გუგლი დედამიწაში მასშტაბირების ინსტრუმენტებით მივუახლოვდეთ საქართველოს, ისე რომ მთლიანი საქართველოს კონტური ჩანდეს ეკრანზე.
დავაწკაპოთ ღილაკზე, Add image (სურათის დამატება). გამოსულ ფანჯარაში სურათს დავარქვათ სახელი, მაგ. საქართველო ფარნავაზის დროს. რუკის ასაჩევად დავაჭიროთ ღილაკს “browse”, სადაც გამოვა ფანჯარა, მასში ავირჩიოთ სასურველი რუკის სურათი და დავაჭიროთ Open ღილაკს, სურათი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ზუსტად დაედება არსებულ ტერიტორიას, თუმცა უფრო მეტი სიზუსტისათვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ მის კუთხეებში არსებული მწვანე ხაზები, რომლებითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ რუკის ზომა, შეგვიძლია მისი გადაადგილება და ა.შ. ამ მოქმედებების მიზანია, რომ ჩვენს მიერ დამატებული რუკის სურათი, მაქსიმალურად დაემთხვეს რეალურ ტერიტორიას.
იმისათვის რომ დამატებული სურათის, ამ შემთხვევაში ისტორიული რუკისა და თანამედროვე ტერიტორიას შორის განსხვავება უფრო თვალსაჩინო იყოს, პროგრამა გუგლ დედამიწაში შესაძლებელია დამატებული რუკის გამჭვირვალეობის შეცვლა, რათა ერთდროულად ჩანდეს ორივე ფენა, ამისათვის შეგვიძლია ვარეგულიროთ რბია, რომელიც განლაგებულია Clear (გამჭვირვალე)სა და Opaque-ს (გაუმჭვირვალე) შორის და მივიღოთ სასურველი შედეგი.
სურვილის შემთხვევაში რუკას დავამატოთ აღწერა, ბმული და სხვა დამატებითი ინფორმაცია, რის შემდეგაც საბოლოოდ დავაფიქსიროთ ის ok ბრძანებით.
ამჯერად სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისათვის.