პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ჩვენ წინა ვიდეო გაკვეთილებში განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის რესურსების შექმნა, თუმცა იმისათვის, რომ ისინი მომავალშიც გამოვიყენოთ, აუცილებელია მათი შენახვა, ამ ვიდეო გაკვეთილში სწორედ პროგრამა გუგლი დედამიწაში შექმნილი მასალის შენახვას განვიხილავთ.
გავიხსენოთ წინა ვიდეოები, სადაც ავღნიშნე, რომ თუ გვინდა ერთდროულად რამდენიმე რესურსი შეიქმნას, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ჯერ შევქმნათ საქაღალდე და შემდეგ მასში ჩავდოთ შემადგენელი რესურსები, მაგალითად შევინახოთ ჩვენს მიერ წინა ვიდეო გაკვეთილში შექმნილი რესურსი, ამისათვის გავააქტიუროთ ფოლდერი “ჩემი რესურსები”, შემდეგ შევიდეთ მენიუში File> Save>Save place as, გამოსულ ფანჯარაში დავარქვათ ფაილს სახელი და ის შევინახოთ KMZ ან KML გაფართოებითაც.
აქვე მოკლედ განვიხილოთ ფაილ მენიუს სხვა ფუნქციებიც, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს პროგრამა გუგლი დედამიწასთან მუშაობის დროს:
ეკრანზე გამოტანილი კონკრეტული რუკის სურათად შესანახად გამოვიყენოთ მენიუ File>Save> Save image და შევინახოთ სურათი.
შესაძლებელია აგრეთვე პირდაპირ პროგრამიდან ჩვენს მიერ შექმნილი რესურსი გავაგზავლოთ ელექტრონული ფოსტით, ამისათვის ავირჩიოთ მენიუს შემდეგი თანამიმდევრობა:File>Email სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ სამი ვარიანტიდან ერთერთი: გავაგზავნოთ მონიშნული ადგილი (Email Placemark), მთლიანი ხედი (Email view), და აგრეთვე სურათი (Email image).
პროგრამა გუგლი დედამიწაში შექმნილი გარკვეული რესურსები პირდაპირ შეილება გავხსნათ “გუგლის რუკების” ინტერნეტ გვერდზე.
აგრეთვე ჩვენს მიერ შექმნილი რუკა თუ მარშრუტი შეგვიძლია დავბეჭდოთ პრინტერზე, ამისათვის ავირჩიოთ ბრძანება File>print, რომელიშიც არის 2 ველი- თუ გვინდა გახსნილი ხედის ბეჭდვა, ვირჩევთ Screenshot of the current view, ან დავბეჭდოთ წინასწარი შექმნილი მთლიანი რესურსი, ბრძანებით: Selected folder.
ჩვენ ამ ვიდეო გაკვეთილებში განვიხილეთ პროგრამა გუგლი დედამიწის მხოლოდ ძირითადი ღილაკები და ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა პროგრამას კიდევ აქვთ დამატებითი შესაძლებლობები, რომლებიც შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც გამოხილოთ.
პროგრამა გუგლი დედამიწასთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო სიახლეები, მისი ინსტრუმენტების აღწერა და პედაგოგთა მიერ შექმნილი რესურსები შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე: googleearthgeo.blogspot.com, რომელიც მუდმივად განახლებად რესურსს წარმოადგენს.
მადლობა ყურადღებისათვის, იმედია ვიდეო გაკვეთილების ნახვის შემდეგი პროგრამა გუგლი დედამიწას აქტიურად გამოიყენებთ სასწავლო პროცესში, რაც თქვენს გაკვეთილებს კიდევ უფრო საინტერესოს, სახალისოს და ინტერაქტიულს გახდის, ეს კი დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემის ერთერთი მთავარი გამოწვევაა.
მომავალ შეხვედრამდე, გისურვებთ წარმატებებს.