პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53

00:02:53
00:03:15
00:03:56

00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53

00:02:53
00:03:15
00:03:56

00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში შევისწავლით როგორ ჩვწეროთ პროგრამა გუგლი დედამიწაში ვიდეო ტური, ჩვენთვის სასურველი ადგილების მითითებით.
ვიდეო ტურის ჩასაწერად დავაჭიროთ ღილაკზე “Record a tour (ტურის ჩაწერა). ეკრანის ქვედა მხარეს გამოდის ჩაწერის ინსტრუმენტები - დავაჭიროთ ჩაწერის წითელ ღილაკს, ხოლო თუ გვინდა რომ მოქმედებებთან ერთად ჩვენი ხმაც ჩაიწეროს პროგრამაში უნდა დავაჭიროთ მიკროფონის გამოსახულებას.
როგორც ხედავთ წამზომი უკვე ჩაირთი, რას იმის ნიშანია, რომ მიმდინარეობს ჩაწერა, შეგვიძლია უკვე შევასრულოთ სხვადასხვა მოქმედებები გუგლის დედამიწაზე, ჩანაწერის დასრულების შემდეგ კვლავ დავაჭიროთ წითელ ღილაკს რაც გამოიწვევს ჩაწერის დასრულებას.ბოლოს დავაჭიროთ შენახვის ღილაკს შენახვის (Save) ღილაკს.
ვიდეო ტურის ჩაწერის ინსტრუმენტი ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ამა თუ იმ ღირსშესანიშნავ ადგილების სივრცული დათვალიერების დროს.
მაგალითისთვის მოვაწყოთ ვირტუალური ტური საფრანგეთში, ვერსალის სასახლეში და თან ჩავიწეროთ ეს მოგაურობა ვიდეო ტურის სახით.
ავირჩიოთ ღილაკი Record a tour და დავაჭიროთ წითელ ღილაკს დაიწყება ჩაწერა. ამის შემდეგ საძიებო ველში ჩავწეროთ- versaille და დავაჭიროთ ძიებას.
პროგრამა მოგვიძებნის ვერსალის სასახლეს, ჯერ დავათვალიეროთ მისი ეზო, ამისათვის დავიხმაროთ ეკრანის მარჯვნივ მდებარე კაცუნა, მოვკიდოთ მას მაუსი და ჩავსვათ ვერსალის ეზოში, შემდეგ ნავიგაციის ინსტრუმენტების დახმარებ ვიმოგზაუროთ ვერსალის ეზოში და შემდეგ დავათვალიეროთ მისი ზოგიერთი ოთახი, სადაც, როგორც ხედავთ მსოფლიო შედევრებია წარმოდგენილი.
მოგზაურობის დასრულების შემდეგ კვლავ დავაჭიროთ წითელ ღილაკს და შემდეგ შევინახოთ ვიდეო ტური ok ღილაკზე დაჭერით.
ამით ჩვენი ვიდეო გაკვეთილი დასრულდა, ვფიქრობთ მსგავსი ვირტუალური ტურები ძალიან ეფექტურია და ისინი წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს ნებისმიერი ასაკის ადამიანზე.
გმადლობთ ყურადღებისათვის.