პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53

00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30

00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53

00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30

00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ჩვენს ვიდეო გაკვეთილში ვისაუბრებთ პროგრამა გუგლი დედამიწის ერთერთ ძალიან საინტერესო ინსტრუმენტზე-რომელსაც ეწოდება დროითი ხაზი.
მოგეხსენებათ, დროის მსვლელობასთან ერთად დედამიწა იცვლება, ინგრევა ან ანგრევენ ძველ შენობებს და შენდება ახალები, კეთდება ახალი ხიდები, იგება გზები, იდგმება ქანდაკებები და ა.შ. კომპანია გუგლი რეგულარულად ანახლებს სურათების ბაზას. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ქუჩა რომელიც ეს ესაა გაკეთდა გუგლის დედამიწაზე ჯერ არ ჩანს, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ (სავარაუდოდ რამდენიმე თვის მერე) გამოჩნდება. მოხდება ძველი სურათის ახლით ჩანაცვლება. თუმცა გუგლის დედამიწას საშუალება აქვს გვანახოს ძველი ბაზის სურათებიც. და მოვახდინოთ შედარება, თუ როგორია ის დღეს და როგორ გამოიყურებოდა ის რამდენიმე წლის წინ ამისათვის საჭიროა მოვიძიოთ გარკვეული ტერიტორია, ავირჩიოთ ინსტრუმენტი Time slider (დროის ხაზი), და ვამოძრაოთ ის.
მაგალითად, დავათვალიეროთ ქალაქი ლას ვეგასი. საძიებო ველში ჩავწეროთ Las vegas და ავირჩიოთ ბრანება Search. შემდეგ ავირჩიოთ ინსტრუმენტი “დროის ხაზი”. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება დროში დასაბრუნებელი რბია. გადავადგილოთ რბია და გავაჩეროთ მაგალითად 1950 წელზე. დედამიწაზე შეიცვლება გამოსახულება და გამოჩნდება ლას ვეგასი ოღონდ 1950 წელს გადაღებული სურათით. როგორც ხედავთ განსხვავება საკმაოდ შთამბეჭდავია, სრულიად ცარიელი ადილზე დღეს უკვე ამერიკის ერთერთი მეგაპოლისი დგას.
დროის ხაზთან აგრეთვე დაკავშირებულია გუგლი დედამიწის მომდევნო ინსტრუმენტი, რომელიც გვიჩვენებს დროის მოცემულ მონაკვეთში დედამიწის სხვადასხვა ადგილებზე დღეა თუ ღამე, როდის ამოდის და როდის ჩადის მზე და ა.შ.
მაგალითად ვნახოთ ქალაქი დუბაი 20 წლის წინ. 1997 წლის 15 აპრილს, ჩვენი დროით 20 საათზე.
ამისათვის, მოვძებნოთ ქალაქი დუბაი, ავირჩიოთ დროის ხაზი და შემდეგ მზის ჩასვლა-ამოსვლის ღილაკი. დროის რბია გადავწიოთ 1997 წლის დღევანდელ რიცხვზე, როგორც ხედავთ 20 წლის წინ ბევრი შენობა-ნაგებობა დუბაიში საერთოდ არ იყო და მაშინ როცა ჩვენთან საღამოა, დუბაიში უკვე ღამეა.
დროის სარეგულირებელი რბიის, საშუალებით შეგვიძლია შეცვალოთ დრო და დავაკვირდეთ დროის მიხედვით მზის მოქმედების არის ცვალებადობას. მაგალითად, შეგვიძლია დავაკვირდეთ ტოკიოში მზე რომელ საათზე ჩასულა, ან აღმვოაჩინოთ, რა დროს დაღამდება იტალიაში და ასე შემდეგ.
ვიდეო გაკვეთილში ჩვენ განვიხილეთ დროის ხაზის გამოყენება პროგრამა გუგლი დედამიწაში, ხოლო მომდევნო ვიდეოში გავცდებით დედამიწას და ვიმოგზაურებთ სხვა პლანეტაზე, რა თქმა უნდა ვირტუალურად.
მადლობა ყურადღებისათვის.