პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ვიდეოში მიმოვიხილავთ პროგრამა გუგლი დედამიწის ინსტრუმენტს “ციური სხხეულები”, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავათალიეროთ ცის გამოსახულება, ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები, მთვარე და პლანეტა მარსი.
დავაჭიროთ ციური სხეულების ასარჩევი ღილაკი, გამოდის ასარჩევი მენიუ, რომელშიც ავტომატურად აქტიურია Earth- ანუ დედამიწა. პირველ ეტაპზე ავირჩიოთ Sky (ცა).
მაგალითად გვინდა ანდრომედას ნისლეულის დავალიერება, ამისათვის “ციური სხეულების მენიუდან ავირჩიოთ sky (ცა), შემდეგ ძიების ველში ჩავწეროთ “andromeda galaxy”, პროგრამა გადაგვიყვანს ანდრომედას ნისლეულში.
ეხლა შედარებით ახლო ტერიტორია დავათვალიეროთ, მაგალითად ჩვენი პლანეტის თანამგზავრი მთვარე. ავირჩიოთ მენიუ Moon (მთვარე), ეკრანზე დედამიწის ნაცვლად გამოჩნდება მთვარის გამოსახულება. ნავიგაციის ღილაკებით შეგვიძლია ახლოდან ვნახოთ მთვარის ზედაპირი, მისი კრატერები და მწვერვალები.
აქვე არის დამატებითი ინფორმაცია, მთვარის კრატერების დასახელები, იმ საჰაერო მისიების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც ადამიანი მიიყვანა მთვარემდე და სხვა.
მაგალითად ვნახოთ, მთვარის რა ნაწილში დადგა ადამიანმა პირველად ფეხი: ამისათვის layer (ფენებში) დავაჭიროთ ბრძანებაზე Apollo Mission, მასში გამოჩნდება ამერიკის კოსმოსური სააგენტოს NASA-ს მიერ მთვარეზე განხორციელებული მისიები, ავირჩიოთ მათგან APOLLO 11 და დავაჭიროთ მაუსი 2 ჯერ, მთვარე მობრუნდება და გვიჩვენებს იმ ადგილს სადაც ადამიანმა პირველმა დადგა ფეხი მთვარეზე. აქვე შეგვიძლია 360 გრადუსით დავათვალიეროთ ის ადგილი და ვნახოთ აშშ-ს ცნობილი დროშა, რომელიც იქ ასტრონავტებმა აღმართეს.
მგონი მთვარეზე საკმარისად ვიმოგზაურეთ, ეხლა დროა მარსსაც გადავწვდეთ, როგორც უკვე იცით მარსზე უკვე რამდენიმე წელია დადის მარსმავალი და იკვლევს იქაურ გარემოს, ჩვენც დავათვალიეროთ მისი ზედაპირი, ამისათვის შევიდეთ ციური სხეულების ასარჩევ ღილაკში, და ავირჩიოთ მარსი.
მთვარის მსგავსად მარსზზეც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია მისიების შესახებ, დავათვალიეროთ მისი ზედაპირის სურათები და გავეცნოთ სხვა საინტერესო ინფორმაციას.
ეხლა კი დავუბრუნდეთ ისევ დედამიწას, ციური სხეულების მენიუდან ავირჩიოთ “Earth” და ჩვენი ვიდეო გაკვეთილი, ამით დავასრულოთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის.