პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)

Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში. პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით. პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე. პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში. პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს. ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ პროგრამა გუგლი დედამიწის ინსტრუმენტს- სახაზავს. სახაზავის გამოყენებით შეგვიძლია გამოვთვალოთ როგორც პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის, ასევე ტეხილის მანძილი, აგრეთვე საინტერესო რესურსი გამოგვივა თუ მოვახდენთ 2 ინსტრუმენტის- “ადგილის მონიშვნის” და “სახაზავის” ინსტრუმენტების კომბინაციას. მაშ ასე, განვიხილოთ სახაზავის ინსტრუმენტის ორივე ჩანართი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე. როგორც ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება ფრენები ევროპის სვცადასხვა ქალაქებში. ამოცანა ჩამოვაყალობოთ შემდეგნაირად: ავიღოთ 3 მიმართულება: ქუთაისი-ხარკოვი, ქუთაისი-სოფია, ქუთაისი-ლონდონი. სახაზავის ინსტრუმენტის გამოყენებით გამოვთვალოთ ამ ქალაქებს შორის მანძილი და განვსაზღვროთ, თუ რა დროს მოანდომებს თითმფრინავი ამ მარშრუტების დაფარვას, თუ წინასწარი ცნობილია თვითმფრინავის საშუალო სიჩქარე და ის შეადგენს დაახლოებით 870 კილომეტრს, მოცემული მონაცემების საფუძველზე პროგრამა ექსელში ავაგოთ ცხრილი და სვეტოვანი დიაგრამა. დავიწყოთ ყველაზე შორი რეისით, საძიებო ველში ავირჩიოთ მიმართულების განსაზღვრა და პირველ ველში ჩავწეროთ “ქუთაისის აეროპორტი” მეორეში კი “ლონდონი”. პროგრამა მოგვიძებნის ორივე წერტილს და წარმოადგენს მას რუკაზე. ამის შემდეგ ავირჩიოთ Ruler (სახაზავის) ინსტრუმენტი, შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი საზომი ერთეული (ამ შემთხვევაში კილომეტრი) და დავაწკაპოთ პირველად აეროპორტზე ხოლო შემდეგ ქალაქ ლონდონზე. პროგრამა გამოითვლის მათ შორის პირდაპირ სიგრძეს და ხედავთ რომ ის შეადგენს 3332 კილომეტრს, შევინახოთ მონაცემები OK-ზე დაჭერით და ანალოგიურად გამოვთვალოთ ქუთაისი-ხარკოვის და ქუთაისი სოფიას შორის საფრენოსნო მანძილები. აქვე დავაწკაპოთ “ადგილოს მონიშვნის” ღილაკს, მივიყვანოთ ის ქუთაისის აეროპორტის მანიშნებელზე და იქ წინასწარ მოიებული მცირე ინფორმაცია შევიყვანოთ ქუთაისის აეროპორტის შესახებ, აქვე დავამატოთ მისი ფოტო.შეგახსენებთ რომ უფრო დეტალურად “ადგილის მონიშვნის” ინსტრუმენტზე ჩვენ საუბარი გვქონდა შესაბამის ვიდეო გაკვეთილში. ანალოგიურად შევიყვანოთ მონაცემები სხვა ქალაქების შესახებაც. ხოლო რაც შეეხება მონაცემების გამოთვლას და ექსელში გადატანას, ეს სხვა თემაა, და მას ჩვენს ვიდეო გაკვეთილში არ შევეხებით. ანალოგიურად შესაძლებელია სხვადასხვა ტეხილის სიგრძის გამოთვლა, ამისათვის უნდა ავირჩიოთ ხელსაწყო “სახაზავი” და გავააქტიუროთ Path (ბილიკი), აქაც ავირჩიოთ სიგრძის საზომი ერთეული და მოვიქცეთ ანალოგიურად. ამით ჩვენი გაკვეთილი დასრულებულია, გმადლობთ ყურადღებისათვის.

ახალი დამატებული