პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ჩვენ წინა ვიდეო გაკვეთილში გამოვთალეთ საფრენი მანილი ქუთაისის აეროპორტსა და სხვა ქალაქებს შორის, თუმცა უფრო კარგი იქნებოდა ეს ფრენა ვირტუალურადაც განგვერხორციელებინა.
მაშ ასე, სწორედ ამ ვიდეოში, ჩვენ შევისწავლით პროგრამა გუგლი დედამიწის კიდევ ერთ საინტერესო ინსტრუმენტს- ფრენის სიმულატორის, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ავირჩიოთ სასურველი საფრენი აპარატი და ვიფრინოთ დედამიწის ნებისმიერ წერტილში, თან ისე რომ არც ფრენის გამოცდილება დაგვჭირდება და არც თვითმფრინავის ჩამოვარდნის შეგვეშინდება.
მაგალითად, ამჯერად ვიმოგზაუროთ თბილისის აეროპორტიდან სხვა მიმართულებით, ამისათვის საძიებო ველში ჩავწეროთ “თბილისის აეროპორტი” და მოვძებნოთ ის.
შემდეგ შევიდეთ მენიუში Tools (ხელსაწყოები) და ავირჩიოთ Enter Flight simulation (შემოიტანე ფრენის სიმულაცია), ეკრანზე გამოდის ფანჯარა რომელშიც ვირჩევთ თვითმფრინავს, მოდით ამ ეტაპზე ზებგერითი F-16 ისგან თავი შევიკავოთ და ავირჩიოთ შედარებით მოკრძალებული პატარა 4-ადგილიანი თვითმფრინავი SR-22.
აქვე ავირჩიოთ Current view (ანუ არსებული ხედი) და დავაჭიროთ Start Flight (ფრენის დაწყება), მაშ ასე ჩვენ უკვე თვითმფრინავის პილოტები ვართ, ისრებით ვარეგულირებთ სიმაღლეს, და მიმართულებას, არ შეგეშინდეთ თუ პირველ ჯერზე კარგად არ გამოგივათ და მოულოდნელად მიწაზე აღმოჩნდებით, რეალობისაგან განსხვავებით პროგრამაში შეგიძლიათ კიდევ სცადოთ მრავალჯერ.
როცა ამ თვითმფრინავის მართვას მივეჩვევით, შემდეგ შეგვიძლია უფრო სწრაფი F-16 საც მოვსინჯოთ. გისურვებთ წარმატებებს.
მადლობა ყურადღებისათვის.