პროგრამა Google Earth (გუგლდედამიწა)
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
00:06:10
00:02:53
პროგრამის ძირითადი ინსტრუმენტები
00:02:53
00:03:15
00:03:56
00:04:30
00:05:16
00:04:30
00:02:52
00:07:57
Google Earth - გუგლი დედამიწა, არის კომპანია გუგლის ერთერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფუნქციური პროგრამა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საგნის პედაგოგმა, მასში შექმნას მრავალფეროვანი და ინტერაქტიული რესურსი და მოახდინოს მისი ინტეგრირება სასწავლო გარემოში.
პროგრამაში შესაძლებელია ქალაქების 3 განზომილებაში დათვალიერება, შეგვიძლია ვიმოგზაუროთ მათ ქუჩებში, ვნახოთ რა მდგომარეობაა ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობის მიხედვით.
პროგრამა გუგლი დედამიწის გამოყენებით, შესაძლებელია გამოვთვალოთ პირდაპირი მანძილი 2 წერტილს შორის სხვადასხვა სიგრის საზომ ერეულებში, აგრეთვე გამოვთვალით მარშრუტის სიგრძე.
პროგრამაში შესაძლებელა აგრეთვე ისტორიული რუკების დადება არსებული ტერიტორებზე და შედარების გაკეთება, შეგვიძლია მოვაწყოთ ვირტუალური ტურები დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში.
პროგრამა საშუალებას გვაძლევს დავათვალიეროთ ცის გამოსახულება, ახლოდან ვნახოთ მთვარის კრატერები და ვესტუმროთ პლანეტა მარსს.
ზემოთჩამოთვლილ და სხვა ფუნქციებს დაწვრილებით განვიხილავთ ვიდეო გაკვეთილებში.
მოგესალმებით, ამ ვიდეო გაკვეთილში მოვახდენ პროგრამა გუგლი დედამიწის ინსტრუმენტების აღწერას.
პროგრამის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ კომპიუტერი ინტერნეტში იყოს ჩართული, იმ შემთხვევაში თუ პროგრამის გახსნის მომენტისთვის კომპიუტერი ინტერნეტში არ იქნება ჩართული, პროგრამა მაინც გაიხსნება-თუმცა გამოიტანს შეტყობინებას, რომ ინტერნეტის არქონის გამო მისი ზოგი ფუნქცია იქნება მიუწვდომელი, და ჩაიტვირთება მხოლოდ ბოლო ჯერზე გახსნილი მონაცემები.
ჩავთვალოთ, რომ კომპიუტერში არის ინტერნეტი და გავხსნათ პროგრამა გუგლი დედამიწა, მის შესაბამის პიქტოგრამაზე 2 ჯერ დაწკაპებით.
პირველ ეტაპზე, დავიწყოთ პროგრამის მთავარი ფანჯრის აღწერით:
1. Search Panel (საძიებო პანელი) – გამოიყენება დედამიწაზე სასურველი ადგილის (სახელმწიფო, ქალაქი, დასახლებული პუნქტი, ქუჩა, საავადმყოფო, კაფე და ა.შ.) მოსაძებნად;
2. 3D Viewer (სამგანზომილებიანი ხედვის არე) – ეს არის არე, სადაც ჩანს დედამიწა;
3. Toolbar Buttons (ინსტრუმენტების პანელის ღილაკები) – მოიცავს სხვადასხვა ინსტრუმენტებს, რომელთა დანიშნულებას დეტალურად შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში მიმოვიხილავთ.
4. Navigation Controls (სანავიგაციო ღილაკები) – გამოიყენება დედამიწასთან მისაახლოვებლად და დასაშორებლად, ასევე დედამიწის სხვადასხვა მხრიდან (კუთხიდან) დასანახად;
განვიხილოთ სანავიგაციო ღილაკები
სანავიგაციო ღილაკები განლაგებულია სამგანზომილებიანი ხედვის არის (3D Viewer) მარჯვენა ზედა კუთხეში. მათზე მაუსის მიყვანისას სანავიგაციო ღილაკები აქტიურდება (მკვეთრად ჩნდება), ხოლო თუ როგორც მაუსის ისარს დავაშორებთ, ისევ ფერმკრთალდება.
აქვე ერთი შენიშვნა: თუ მაუსის მარჯვენა ზედა კუთხეში მიყვანისას სანავიგაციო ღილაკები არ ჩნდება, მაშინ ის მენიუდან უნდა ჩავრთოთ, შემდეგი ბრძანებების თანმიმდევრობით:
View > Show Navigation> Automatically
იმ შემთხვევაში, თუ გვნდა რომ, სანავიგაციო ღილაკებზე მხოლოდ კომპასი ჩანდეს, მაშინ უნდა ჩავრთოთ ჩამრთველი: View > Show Navigation> Compass Only.
განვიხილოთ სანავიგაციო ღილაკები:
ჩრდილოეთი ზემოთ - დავაწკაპუნოთ ღილაკს „N“ (North - ჩრდილოეთი), დედამიწა მობრუნდება და გაჩერდება ისე, რომ ეკრანის ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულება იყოს. თუ დავაჭერთ ღილაკს „N“, აღარ ავუშვებთ და მაუსს გავამოძრავებთ, შესაძლებელია დედამიწის შებრუნებას და ისე გაჩერებას, რომ, ჩრდილოეთი იყოს სასურველი მიმართულებით.
ხედვის ჯოისტიკი - ის გამოიყენება სხვადასხვა მხარეს გასახედად, თავის მობრუნების მსგავსად. იგივე ფუნქცია აქვს ოთხივე მხარეს მიმართულ ისრებს.
გადაადგილების ჯოისტიკი - ის გამოიყენება ოთხივე მხარეს სამოძრაოდ, შესაბამის ისრებზე დაჭერით ჩვენც გადავადგილდებით შესაბამისი მიმართულებით: პირდაპირ, უკან, მარცხნივ თუ მარჯვნივ.
კაცუნა - საყურადღებოა, რომ ეს კაცუნა სანავიგაციო პანელზე მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც დედამიწას საკმარისად მივუახლოვდებით. თუ კაცუნას ხელს ჩავავლებთ, ზოგიერთი ქუჩა ლურჯად შეფერადდება. შეგვიძლია ის მივიყვანოთ რომელიმე ქუჩასთან და გავუშვათ ხელი, გუგლის დედამიწა პირდაპირ ამ ქუჩაზე ჩაგიყვანს.
როცა გვინდა დავბრუნდეთ ჩვეულებრივ რეჟიმში დავაჭიროთ ღილაკს “Exit Street view”
მასშტაბის შეცვლის რბია - რბია გამოიყენება დედამიწასთან მისაახლოებლად და დასაშორებლად. იგივე შეიძლება გააკეთდეს კლავიატურის პლიუს და მინუს ღილაკებით, ნებისმიერ ადგილზე ორჯერ დაწკაპუნებით ან მაუსის გორგოლაჭით.
5. Layer Panel (შრეების პანელი) – ამ პანელზე არის სხვადასხვა შრე, ანუ ინტერესთა სფერო, რომელთა გააქტიურებითაც (ჩამრთველის ჩართვით - ) დედამიწაზე ის ნიშნულები გამოჩნდება, რომელიც დაკავშირებულია ამ შრესთან. მაგალითად თუ ჩართავ შრეს Borders and Labels - დედამიწაზე გამოჩნდება სახელმწიფოთა და ტერიტორიულ ერთეულთა საზღვრები და დასახელებები;
6. Places Panel (ადგილების პანელი) – გამოიყენება დედამიწაზე საკუთარი მონიშვნების (ადგილის ნიშნულების, მარშრუტების, გაზომილი მანძილების) ჩასანიშნად;გუგლის დედამიწაზე ძალიან ადილია კონკრეტული წერტილის კოორდინატების გაგება. ხედვის არის ქვედა მხარეს არის საინფორმაციო სტრიქონი, სადაც იწერება იმ ადგილის კოორდინატები, რომელთანაც გაჩერებულია მაუსის მაჩვენებელი (ხელი). ამ კონკრეტული სურათის შემთხვევაში ეს კოორდინატებია:
ზღვის დონიდან სიმაღლე კი წერია კოორდინატების შემდეგ elev (elev ნიშნავს elevation-ს - სიმაღლე ზღვის დონიდან).
საინფორმაციო სტრიქონის მარჯვენა კუთხეში წერია Eye at km რაც ნიშნავს, რამდენი ფუტის სიმაღლიდან ჩანს დედამიწა.
ვიდეო გაკვეთილში თქვენ გაეცანით პროგრამა გუგლი დედამიწის ძიების და ნავიგაციის ინსტრუმენტებს, მომდევნო ვიდეოში აღვწერთ, როგორ დავაფიქსიროთ გუგლი დედამიწაზე ჩვენთვის სასუველი ადგილი და შევავსოთ ის სასურველი ინფორმაციით.
გმადლობთ ყურადღებისათვის.