კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის

კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
რჩევები კომპიუტერული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად

კიბერსაფრთხეების თავისებურებებიდან გამომდინარე არ არსებობს არავითარი რეცეპტი, რომლის დაცვაც ყველანაირად აღმოფხვრის კუბერუსაფრთხოების კოლიზიებს. აქამდე თუ შეიძლებოდა გეთქვათ აბსოლიტურად უსაფრთხო გამორთული კომპიუტერიაო, დღეისთვის ეს საკითხიც უარყოფით კონტექსში შეიძლება განვიხილოთ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანო ზაფხულის არდადეგებზე სახლში დატოვებული კომპიუტერი ჩართვისთანავე აღადგენს და სინქრონიზაციას გაუკეთებს მთელი ზაფხულის განმავლობაში გადაადგილების მარშუტს, ან ამ მოგზაურობისას თუნდაც სხვა კომპიუტერზე შექმნილ დოკუმენტებს, ტელეფონში მოძებნილ საიტებს და სხვა ინფორმაციას. მიზეზი მარტივია, თქვენ კომპიუტერში, სმარტფონებში ან სხვა გაჯეტებში სარგებლობთ ერთიდაიგივე ანგარიშით  და ამას უკვე ვერსად გაექცევით.

რისკის შესამცირებლად და, მე ვიტყოდი, მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს და ვიცავდეთ შემდეგ წესებს:

სისტემატურად გაანახლეთ ოპერაციული სისტემის, დრაივერების და ანტივირუსების ბაზები

დღეისთვის ყველა ცნობილ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც პედაგოგები იყენებენ აქვთ ავტომატური განახლების ფუნქცია. ვინდოუს 10 საერთოდაც ავტომატური ინტერნეტგანახლების მოდელზეა შექმნილი და მორგებული. ეს იმას ნიშნავს რომ უახლესი განახლების არქონა საკმაოდ კრიტიკულია თქვენი უსაფრთხოებისთვის. მეორეს მხრივ ყველა პროგრამის განახლების მოდულის მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის დამუშავების სისწრაფეს ვინაიდან მუდმივად მოიხმარეს კომპიუტერის ისეთ კომპონენტებს როგორიცაა ოპერატიული მახსოვრობა, პროცესორი და ვინჩესტერი. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ ავტომატური განახლების ფუნქცია, მაგრამ ეს რაციონალური გადაწყვეტილება ვერ იქნება. ყველა შემთხვევაში გარკვეული პერიოდულობით პროგრამული პაკეტების და დრაივერების განახლება მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი უსაფრთხოების მაჩვენებელს.

არასდროს გამორთოთ ოპერაციულის სიტემის, ანტივირუსის, ფაირვოლის, ოფისის და ბარუზერების ავტომატური განახლებები. დარწმუნდით, რომ გაქვთ უახლესი patch-ები.

1. არ იაროთ უცნობ ან ნაცნობ ვარეზ, პორნო, gambling და სხვა ასეთი ჯურის საიტებზე. იქ ინფიცირების შანსი ყველაზე მაღალია. გამოიყენეთ მხოლოდ უსაფრთხო და სანდო ვებ-გვერდები.

2. წერილის გახსნამდე დარწმუნდით რომ ის საფრთხეს არ შეიცავს. მართალია, დღევანდელი პოპულარული საფოსტო ყუთები (Gmail, Yahoo, AOL)საკუთარი ანტივირუსით ამოწმებენ ყველა წერილს და არც კლიენტის ანტივირუსები ტოვებენ მათ უყურადღებოდ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა ;–) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ ფაილს, რომელსაც თანდართული ფაილი ახლავს. შეიძლება გამომგზავნი მეგობარი ან თანამშრომელი იყოს. მაგრამ მან სულაც არ იცოდეს ამის შესახებ. (ანუ შეიძლება მისი სისტემა ინფიცირებულია) ყო¬ველთვის განახორციელეთ ასეთი თანდართული ფაილების სკანირება მანამ, სანამ გახსნით. · არასოდეს არ გახსნათ ფაილი ან არ დაწკაპუნოთ საეჭვო ან უცნობი გამომგზავნის ბმულზე.

3. არ ენდოთ IM–ით (მესინჯერებით) გამოგზავნილ არცერთ ფაილს, თუნდაც ის კარგად ნაცნობი ადამიანისგან იყოს გამოგზავნილი. ალბათ ბევრ თქვენთაგანს მიუღია უხამსი შეტყობინება ისეთი ადამიანისგან, რომლისგანაც მსგავსი შინაარსის შეტყობინება ლოგიკურად არ უნდა მოსულიყო? არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ და არ გახსნათ ბმულები, არ ჩამოტვირთოთ ან დაათვალიეროთ მსგავსი სურათები

გამოიყენეთ ცნობილი ფირმის ბრაუზერები, როგორიცაა მაგალითად Google Chrome. და არ შეამციროთ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვის დონე.

თუ თქვენს ბრაუზერში პირველი გვერდის დაყენების ფუნქცია თქვენ არ გემორჩილებათ, ეს ნიშნავს რომ თქვენი უსაფრთხოება დარღვეულია. შეამოწმეთ რომელი საძიებო სიტემა არის ნაგულისხმევ რეჟიმში არჩეული? შემთხვევით ეს mail.ru ხომ არ არის? თქვენ დააყენეთ? სცადეთ პირველი გვერდის და ნაგულისხმევი საძიებო სისტემის მნიშვნელობები შეცვალოთ. ასევ დაინფიცირებული ბრაუზერის ნიშანია ჩართვისას სხვადასხვა საიტების გახსნა, რომელიც თქვენ არ მოგითხოვიათ. ანდა ისეთი ბანერების ჩვენება, რომლებიც საიტზე საერთოდ არ არის.

დააკვირდით, ბრაუზერში ჩართულია თუ არა მოხტუნავე ბანერების დაბლოკვა? თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ინსტალაცისას ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. (მაგალითად გომ პლაიერ) ხშირად ხდება რომ რაიმე საჭირო პროგრამასთან ერთად ავტომატურ რეჟიმში დამატებითი პროგრამებიც ინსტალირდება ხოლმე. აქ UAC ფუნქცია უკვე უძლურია. თქვენ უკვე მიეცით პროგრამას თანხმობა რომ შეუძლია დააყენოს კონკრეტული აპლიკაცია. თუმცა რათქმაუნდა მხოლოდ ერთ პროგრამას გულისხმობდით. რა მოხდება მაშინ, როცა ასეთი ინსტალაციის დროს თქვენს დაუკითხავად კიდე სხვა აპლიკაცია დაყენდება?  ბრაუზერს არ მიცეთ უფლება დაიმახსოვროს პაროლები.

მაქსიმალურად შეზღუდეთ მზა ჩანაწერების ვადები და აქტივობები

მნიშვნელოვანია გამოიყენოთ მავნე პროგრამებისგან დაცვის სხვადასხვა საშუალებები, როგორიცაა: ანტივირუსები, ანიტჯაშუშური, ჭიების საწინააღმდეგო პროგრამები და დამცავი ეკრანები.

არ ისარგებლოთ ღია უსადენო Wi-Fi ქსელის მომსახურებით

საზოგადოებრივი თავშეყრის ძალიან ბევრ ადგილას, იქნება ეს სამარშრუტო ტაქსი, კაფე, ან თუნდაც ქალაქი, უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ დაუკავშირდეთ ღია უსადენო ქსელს. კიბერდანაშაულის ყველაზე დიდი წილი სწორედ ასეთ ქსელის გამოყენებით ხდება.

Google Chrome თაგვის კურსორის ბმულთან ახლოს მიყვანის შემთხვევაში სტატუსის ზოლში უჩვენებს ბმულის მისამართს, თუ სად მოხდება გადამისამართება. თუ არსებობს ბმულის მიმართ რაიმე ეჭვი, უმჯობესია არ დააჭიროთ ბმულს.

ნუ გამოაქვეყნებთ პერსონალურ ინფორმაციას სოციალური ქსელის ანგარიშზე

პირადი ცხოვრების დეტალების გამოაშკარავებამ შესაძლოა ჰაკერებს ხელი შეუწყოს თქვენს ფინანსურ ოპერაციებთან წვდომაში. ამავე მიზეზით, შეამოწმეთ შვილების სოციალური მედიის ანგარიშის აქტივობები და დარწმუნდით, რომ ისინი არ შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს „პიშინგთავდასხმების“ განსახორციელებლად.

არ დაგავიწყდეთ „გამოსვლის“ ფუნქციაზე დაწკაპუნება ფინანს

ური ოპერაციის დასრულების შემდეგ ნუ დაკმაყოფილდებით ბრაუზერის დახურვით, აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ ონლაინ-ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ არ დააწკაპუნებთ „გამოსვლის“ ფუნქციას, განსაკურებით, საჯარო ადგილას, მაღალია იმის ალბათობა, რომ კიბერდამნაშავე თქვენს ანგარიშს დაეუფლება.

თუ თქვენ გამომძალველი პროგრამის მსხვერპლი გახდით, დაუყოვნებლივ ნუ გადაიხდით თანხას. პირველ რიგში აცნობეთ ამის შესახებ პოლიციას. აგრეთვე თქვენი ქსელის ადმინისტრატორს. დაინფიცირებული კომპიუტერი გამორთეთ ქსელიდან. არ ისარგებლოთ ყველა იმ გარე მოწყობილობით (ვთქვათ ფლეშ, USB ან მობილური მოწყობილობა), რომელსაც შეხება ჰქონდა დაინფიცირებულ კომპიუტერთან. ფაილების აღსადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტის მეთოდი. ანუ დარწმუნდით, რომ თანხის გადახდის შემდეგ მოახერხებთ ფაილების აღდგენას. გაითვალისწინეთ, პოლიციის მიმართვის შემდეგ ეს ოპერაციები კიდევ უფრო გართულდება.

და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: „კიბერშეტევების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად ჩვენი საკუთარი აზროვნება მუშაობს“.

შევაჯამოთ ნანახი ვიდეო

არ არსებობს უნივერსალური რჩევა კიბერთავდასხმის მოსაგერიებლად, თუმცა ამ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება საკმაოდ მნიშვნელოვანია

ახალი დამატებული