კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის

კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
თაღლითური სქემები

გარდა

ინტერნეტში არსებობს საკმაოდ ბევრი, სხვადასხვა ტიპის თაღლითური ვებგვერდი, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ უსაფრთხოდ შეიძლება გამოიყურებოდეს. აქ თქვენ შეიძლება მრავალი სიურპრიზი შეგხვდეთ, მაგალითად შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოიგეთ დიდძალი თანხა, ან თქვენ ამ გვერდზე მემილიონე მომხმარებელი ხართ და 5 წუტის განმავლობაში უნდა შეავსოთ განაცხადი. დროის ათვალ კი დაწყებულია.

როგორც წესი, თაღლითურ ვებგვერდებს არ აქვთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, არ გააჩნიათ კონფიდენციალობის განაცხადი, მომხმარებელს სთავაზობენ გაურკვეველი ტიპის ფაილების ავტომატურ რეჟიმში გადმოტვირთვას, შეიცავენ ცრუ „ახალ ამბებს“, საეჭვო ტიპის სარეკლამო ბანერებს და ა.შ.

ამავე ვიდეოში მინდა შევეხო ონალინ სესხების თემას. პედაგოგების პირადი ნომერი ან უკეთეს სიტუაციაში თუნდაც პირადობის მოწმობის ასლი ზოგიერთ ქართულ ონლაინ სესხების საიტზე საკმარისია სესხის ასაღებად. დარწმუნებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ბევრ თქვენთაგანს მოსდის შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე ონლაინ საბანკო კომპანიებისგან სესხის დამტკიცების შესახებ. ხშირ შემთხვევაში ამას თვითონ ეს ორგანიზაციები აკეთებენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება კიბერ კრიმინალების აქტივობის შედეგი იყოს. არსებობს დადასტურებული ფაქტები მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზოგიერთ მომხმარებელს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სთხოვდნენ მათ ანგარიშზე ამ მომხმარებლების მიერ ჩარიცხული თანხის სხვა ანგარიშზე გადარიცხვას.

გაითვალისწინეთ: არ გადარიცხოთ უცხო პირის დავალებით მის მიერ მოთხოვნილ ანგარიშზე თანხები. ეს არის მორიგი თაღლითური სქემა. ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლებელია თქვენი ანგარიშებიდანაც გაქრეს თანხები. ასევე, მოგიწოდებთ:

1) არ გაანდოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი სხვა პირებს; 2) არ დატოვოთ კომპიუტერი/მოწყობილობა კონტროლის გარეშე, თუ თქვენ ავტორიზებული ხართ რომელიმე საბანკო სერვისის ინტერნეტ ბანკინგის პირად პროფილში

3) არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, PIN კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურ ტელეფონში;

5) არ გაგზავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია (საბანკო ანგარიშის დეტალები) ელ. ფოსტით. არცერთი ბანკი არასდროს მოგთხოვთ მსგავსი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით;

თუ თქვენ მიიღეთ მსგავსი მოთხოვნის შემცველი წერილი დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მომსახურე ბანკს

ახალი დამატებული