კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
შესავალი
00:04:51
საფრთხეები
00:10:27
00:03:59
00:02:47
00:12:52
დაინფიცირება
00:03:47
წამლები
00:07:17
00:09:31
რეკომენდაციები
00:06:53
00:03:59
00:07:20
კონფიდენციალობა
00:05:06
რეფლექსია
00:02:05
შესავალი
00:04:51
საფრთხეები
00:10:27
00:03:59
00:02:47
00:12:52
დაინფიცირება
00:03:47
წამლები
00:07:17
00:09:31
რეკომენდაციები
00:06:53
00:03:59
00:07:20
კონფიდენციალობა
00:05:06
რეფლექსია
00:02:05
კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
ტრადიციულად სოციალურ მედიაში იგულისხმება ისეთი ცნობილი სოციალური
ქსელები, როგორებიც არის Facebook, LinkedIn, MySpace, Twitter, YouTube, Flickr, WordPress, Blogger, Typepad, LiveJournal, Wikipedia, Wetpaint, Wikidot, Second Life, Del.icio.us, Digg, Reddit, Lulu, ასევე საქართველოში პოპულარული ოდნოკლასსნინი, ვ კონტაქტე, მაილ.რუ. 2016 წლის მონაცემებით მთლიანად ინეტრნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 3.4 მილიარდია ანუ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის ნახევარი. და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრება. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ფეისბუკი რომ ქვეყანა იყოს, დემოგრაფიული თვალსაზრისით ყველაზე მეტი მოსახლეობა ეყოლებოდა 1,94 მილიარდი 2016 წლის მონაცმებით. გაითვალისწინეთ საქართველოს მოსახლეობა სულ რაღაც 3 720 400 ადამინაია.
ჰაკერები ამბობენ, რომ ყველაზე ადვილად იყენებენ ინფორმაციას, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით აწვდიან აპლიკაციის შემქმნელებს. მაგალითად ისეთ ტიპის, როგორიცაა "როგორი ხასიათი გაქვს", "ჰოლივუდის რომელ ვარსკვლავს გავხარ" "იპოვე ორეული" და ა.შ. ამ ტიპის აპლიკაციები შეიცავენ უწყინარ დეტალებს, რომლის მეშვეობით ჰაკერები იღებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა გქონდეთ გამოყენებული პაროლში, ან მისი აღდგენისთვის მითითებული.
უსაფრთხოების თვალსაზრისით თქვენი პროფილის მონაცემებიდან უნდა წაშალოთ შემდეგი სახის ინფორმაცია
დაბადების თარიღი თქვენს სახელსა და გვართან ერთად უკვე არის მნიშვნელოვანი მონაცემი საბანკო ანგარიშებსა და პირად ინფორმაციასთან წვდომისთვის. გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა რომ სოციალურ ქსელებზე რეგისტრაციისას ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი მონაცემია, შესაძლებელია მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენებაც
არ მიუთითოთ ღიად ტელეფონის ნომერი. ტელეფონის ნომერიც რეგისტრაციის დროს თითქოს აუცილებელი ატრიბუტია, მაგრამ ის ასევე მნიშვნელოვანია საბანკო ოპერაციების შესასრულებლად ან ანგარიშზე წვდომის მოსაპოვებლად. უმეტესობა სოციალურ ქსელებში შესაძლებელია ტელეფონის ნომერი საჯაროდ არ იყოს ხილული.
დააწესეთ სანიტარული დღე და წაშალეთ ე.წ უცნობი „მეგობრები“, ჯგუფები და თამაშები, ან სხვა სახის თქვენთვის ცნობილი ან უცნობი აპლიკაციები, რომლებსაც არ იყენებთ.
სოციალურ ქსელებში უამრავი გასართობი ხასიათის ტესტი თუ აპლიკაციაა. მაქსიმალურად მოერიდეთ ასეთი აპლიკაციებზე და შემოთავაზებებზე დაჭერას. უმეტეს სიტუაციაში ეს ტროას ცხენის პრინციპით მომუშავე მავნე პროგრამული უზრუნველყოფაა. ხომ იცით, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია
არ დათაგოთ, არ გააზიაროთ, არ მონიშნოთ და არ განათავსოთ თქვენი მოსწავლეების სურათები თქვენს პროფილზე ან თუნდაც ე.წ. სკოლის ფეისბუკ გვერდზე. არასრულწლოვანთა სურათების გამოქვეყნება მშობლებსაც ეკრძალებათ. სამყარო ჩვენ გარშემო სულ უფრო და უფრო აგრესიული და არაპროგნოზირებადი ხდება.
5. სოციალურ ქსელებში და ბლოგებზე არ განათავსოთ ე.წ. კლასის სურათი .
ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახშირებულია სექსუალური ძალადობის შემთხვევები, მათ შორის მოზარდებზე. ამიტომ, უსაფრთხოების დაცვისთვის, მოერიდეთ მოზარდის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად გაამჟღავნოთ საჯაროდ, სად არის, როდის და რატომ. 13 წლამდე მოსწავლის სურათი არანაირად არ უნდა იყოს გატანილი სოციალური ქსელის საჯარო სივრცეში. თუ ამბობთ, რომ უამრავი ასეთი სურათი დევს. ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს მარლთზომიერი ქცევაა. არც ის არგუმენტი გამოგადგებათ, რომ აბა რატომ აქვს სურათების გამოქვეყნების ფუნქცია? თუ ყურადღებით წაიკითხავთ მომსახურეობის პირობებს, აღმოაჩენთ, რომ 13 წლამდე ადამიანი სოციალური ქსელის მომსახურებით ვერ ისარგებლებს. მეურვესაც არ აქვს უფლება, გამოაქვეყნოს 13 წლამდე მოზარდის სურათი საჯარო სივრცეში. შესაბამისად არც პედაგოგებს არ შეუძლიათ მათი გამოქვეყნება თუნდაც რაიმე ღონისძიების ამსახველ კადრებში ვთქვათ ე.წ. სკოლის ფეისუკ გვერდზე.
ძალიან ბევრ თქვენთაგანს უყვარს სხვადასხვა ადგილებში საკუთარი ყოფნის აღნიშნვა . სოციალური ქსელები ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფუნქციას ახალისებენ კიდეც. ანდროიდებისა და აიფონების ადგილმდებარეობის განსაზღვრის ფუნქცია აქვს
მობილურების ეს ფუნქცია ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, რაც ბუნებრივია თქვენს შესახებ ინფორმაციას აწვდის გარეშე პირებს. მაიამზე და ჰოლივუდში გახშირდა ბინების გაქურდვის შემთხვევები ამ ინფორმაციის გამოყენებით... შეიკავეთ თავი თაგისა და ჩექინისგან - პირადი ინფორმაციის დაცულობისთვის. თქვენ გასცემთ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, სად იმყოფებით, რა მისამართზე და ვისთან ერთად.
ინფორმაცია თქვენი შვებულების შესახებ ჯობია საჯაროდ არ გამოფინოთ. წინააღმდეგ შემთხვეაში შვებულებიდან დაბრუნებულს შეიძლება სიურპრიზი დაგხვდეთ.
არიან ადამიანები, ვისაც უყვარს ინტერნეტში თავის მოწონება ახალთახალი ვიზებით, პასპორტებითა და სხვა დოკუმენტებით. დოკუმენტებში არსებული პირადი მონაცემებით მარტივი გასაგებია, სად სწავლობს და ცხოვრობს ბავშვი.
. იმედი მაქვს ყველა თქვენთაგანი აცნობიერებს, რომ საკრედიტო ბარათის არცერთი მონაცემის სოციალურ ქსელში გამოქვეყნება არ შეიძლება. ასეთი მონაცემები არ გაუგზავნოთ თუნდაც თქვენს უახლოეს ადამიანებს: თქვენ არ იცით მეორე მხარს რეალურად ვინ ზის.
სოციალურ ქსელში არ გამოაქვეყნოთ ისეთი ფოტო, რომელიც პასპორტში შეიძლება გამოყენებული იქნეს პასპორტში.
აქ არის ფაილები ღრუბლებში 12 საფრთხე
ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება ფაილები ღრუბლებში გამოყენების დროს. ასეთი სერვისებია GoogleDrive, Onedrive, Dropbox, iCloud. ასევე ძალიან ბევრია ფაილების სპეციალიზირებული საცავები, მაგალითად პიკასა, იუთუბი, საუნდქლაუდ. ყველა მსხვილ პროგრამულ დეველოპერს ფაილების თავის საცავი აქვს. ფაილები შეიძლება განთავსებული იყოს წვდომის სამ დონეზე: პირადი, საზიარო და საჯარო. ამ საცავებზე წვდომას ასევე სხვადასხვა ტიპის დევაისები ახორციელებენ.
თანამედროვე რეალობაში, ბავშვები უფრო მეტად იყენებენ ონლაინ რესურსებს, ვიდრე პედაგოგები, თუმცა, ხშირად, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ უსაფრთოებასთან და თაღლითურ სქემებთან დაკავშირებულ საფრთხეებს, სწორედ ამიტომ:
აუხსენით ბავშვებს, რომ არ უნდა განათავსონ ინტერნეტში ისეთი მონაცემები, როგორიცაა სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პაროლი და სხვა; განუმარტეთ მათ, რომ ქსელში უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია სახიფათოა (უცნობი შეიძლება იტყუებოდეს და მალავდეს რეალურ ასაკს, ვინაობას). აუხსენით ბავშვებს, რომ მეურვის თანხმობისა და მეთვალყურეობის გარეშე ინტერნეტ სივრცის გარეთ უცნობ ადამიანებთან შეხვედრა; დაარწმუნეთ ბავშვები, რომ არ უნდა გახსნან უცხო პირებისგან მიღებული ელექტრონული წერილები და ბმულები, რადგან ისინი შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე კოდს;
გააფრთხილეთ ბავშვები, რომ სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას არ უნდა მონიშნონ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი (remember me/remember password) და უნდა გამოვიდნენ პროგრამიდან/ქსელიდან (log out) მისი გამოყენებისთანავე;
საგაკვეთილო პროცესში სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია გარკვეულ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვა და ინტერნეტ სივრცეში თქვენი მოსწავლეების აქტივობების შეზღუდვა.