კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის

კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
მოგესალმებით ვებ გვერდები, მოწყობილობები და პროგრამები ყოველწუთს აგროვებენ თქვენს შესახებ მონაცემებს, როგორც თვითონ ამბობენ მხოლოდ იმისთვის, რომ სერვისები კიდევ უფრო სასარგებლო იყოს.

მონაცემები საჭირო დროს თქვენს შეკითხვებზე საჭირო პასუიხს გთავაზობთ

ისინი ნებისმიერ ენაზე სწორი სიტყვების შერჩევაში დაგეხმარებათ

მათი საშუალებითა A წერტილიდან B წერტილში, შემდეგ კი C წერტილში დროულად მოხვედრა არის შესაძლებელი

მათი გამოყენებიტ ტქვენ პოულობთ სახალისო ვიდეობს და ახალ მუსიკას არმოაჩნენთ ხოლმე

თქვენს ახლობლებს კი ისინი თქვენს მიერ გადაღებული ნებისმიერი ფორტოს ნახვას უადვილება

ამ ყველაფერმა კი კარგად რომ იმუშაოს, აუცილებელია მონაცემთა შეგროვება

ჯერ გავარკვიოთ რა სახის ინფორმაციის შეგროვება ხდება (სიმართლე გითხრათ ყველაფერი) მაგრამ მაინც ვეცდები შეგროვებული მონაცემები სამ ტიპად დავყო

პირველი

ის რასაც ააკეთებთ

როცა რომელიმე საძიებო სიტემის დახმარებით ინფორმაციას ეძებთ, ან რომელიმე ვიდეოპორტალზე კლიპს უყურებთ, ამ სერვისების თქვენზე მოსარგებად მონაცემების შეგროვება ხდება. მასში შეიძლება შედიოდეს

• თქვენი ძიებები

• თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტები

• თქვენ მიერ ნაყურები ვიდეოები

• რეკლამა, რომელზეც აწკაპუნებთ ან ეხებით

• თქვენი მდებარეობა

• ინფორმაცია მოწყობილობების შესახებ

• IP მისამართი და ქუქი-ჩანაწერები მონაცემები

მეორე

ის, რასაც ქმნით

დღეისთვის, სანამ სისტემაში მუშაობას დაიწყებდეთ, აუცილებელია თქვენი იდენტიფიკაცია. სხვადასხვა სერვისების მეშვეობით, ხდება თქვენ მიერ შექმნილ კონტენტის შენახვა. მასში შეიძლება შედიოდეს:

• ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული და გაგზავნილი წერილები

• თქვენ მიერ დამატებული კონტაქტები

• კალენდარში არსებული მოვლენები

• თქვენ მიერ ატვირთული ფოტოები და ვიდეოები

• ფაილები ღრუბლებში ტექნოლოგიით შექმნილი და არსებული დოკუმენტები,

ელცხრილები და სლაიდები, სურათები, აუდიო ან ვიდეოჩანაწერები

ის, რაც უნიკალურს გხდით

როდესაც ამა თუ იმ სერვისზე რეგისტრირდებით, თქვენ სახვადასხვა სახის ინფორმაციას უთითებთ:

• სახელი

• ელფოსტის მისამართი და პაროლი

• დაბადების თარიღი

• სქესი

• ტელეფონის ნომერი

• ოჯახური მდგომარეობა

• ჯანმრთელობა

• ფინანსები

• პოლიტიკური შეხედულებები

• რელიგიური მრწამსი

• ადგილმდებარეობა

• გენეტიკურ და ბიომეტრიულ მონაცემებს

ეს ყველაფერი თქვენი პერსონალური მონაცემებია. ამ მონაცემების დამუშავება ხდება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.

თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ რომ მონაცემთა დამუშავება ხდება კანონზომიერად ადამიანის ღირსების შეულახავად.

მონაცემები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის, და პროპორციული მოცულობით.

მონაცემთა მიმღები ვალდებულია დაიცვას მონაცმთა მთლიანობდა და უსაფრთხოება.

მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ განსაზღვრული ვადით.

მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ თქვენი თანხმობით ან კანონით განსაზღვრული სხვა საფუძველით.

დაუშვებელია მონაცმეთა გადაცემა მესამე პირებზე

თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ რა სახის ინფორმაცია მუშავდება თქვენს შესახებ, რა მიზნით და რა საფუძვლით. შეგიძლიათ დარწმუნდეთ ვისზე გაიცა და რა საფუძვლით თქვენს შესახებ ინფორმაცია. რა სახით შეგროვდა ეს ინფორმაცია. შეგიძლიათ მოითხოვოთ არაზუსტი ან არასწორი მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა

როგორც ავღნიშნე, ვებ გვერდები, მოწყობილობები და პროგარმები აგროვებენ თქვენს შესახებ მონაცემებს,

იმას რასაც აკეტებთ, იმას რასაც ქმნით და იმას რაც უნიკალურს გხდით. ამ მონაცემთა უსაფრთხოებისთვის უნდა გამოიყენოთ სპეციალური ინსტრუმენტები. გთხოვთ ნახოთ შემდეგი ვიდეოგაკვეთილი

ახალი დამატებული