კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის

კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
მოგესალემებით

ამჯერად მაგალითის სახით მინდა შემოგთავაზოთ გუგლის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის ინსტრუმენტები. ნახავთ თუ როგორ შეიძლება შეაფასოთ შესვლისა და უსაფრთხოების ფუნქციები, კონფიდენციალობის პარამეტრები და ანგარიშები

კონფიდენციალურობის პარამეტრების გასაკონტროლებლად შედით სექციაში „ჩემი ანგარიში“

სულ რამდენიმე წუთის დათმობით, თქვენ შეძლებთ Google-ის მიერ შეგროვებული ინფორმაციის ტიპების მართვას, მეგობრებთან გაზიარებული ან საჯარო პერსონალური ინფორმაციის განახლებასა და Google-ის მეშვეობით თქვენთვის ხილული რეკლამის მორგებას. ამ პარამეტრების შეცვლა ნებისმიერი სიხშირით შეგიძლიათ.

დაიცავით თქვენი ანგარიში უსაფრთხოების შემოწმების მეშვეობით

გადაამოწმეთ გუგლში შესვლის პარამეტრები

დასაწყისისთვის გადაამოწმეთ თქვენი უსაფრთხოების პარამეტრები. ნახეთ არის თუ არა მითითებული ტელეფონის ნომერი ან ელ ფოსტის სათადარიგო მისამართი, რომელზედაც საეჭვო მოქმედებების შემთხვევაში დაგიკავშირდებიან. ამ ფუნქციასთან ურთიერთობა თქვენ ძალიან ხშირად გიწევთ. ეს ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია იმით რომ შეიძლება პაროლის შეყვანა შეგეშალათ, ან არასწორი ელ ფოსტა მიუთითეთ, ან სხვა ქსელზე გადახვედით და ა.შ. თქვენი ანგარიშის ავი ზრახვების მქონე პირებისგან დასაცავად, გუგლი თვალყურს ადევნებს უჩვეულო აქტივობას და გატყობინებთ, როცა რაღაც რიგზე არ არის. მაგალითად, თქვენს ანგარიშში უცნობი მოწყობილობიდან შესვლის მცდელობისას, ან თქვენი ანგარიშის აღდგენის ინფორმაციის ცვლილებისას, გუგლი დაუყოვნებლივ დაგიკავშირდებით, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ნამდვილად თქვენ იყავით. როგორც წესი, შეტყობინებები ელფოსტით იგზავნება, თუმცა, სურვილისამებრ, შეგიძლიათ მიიღოთ ტექსტური შეტყობინებები ტელეფონზეც. ამ ველში სწორედ სათადარიგო ელ ფოსტა და ტელეფონი უნდა გადაამოწმოთ. . მონაცემების შეტანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შესრულდა.

ამის შემდეგ შეამოწმეთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული მოწყობილობები. ამ სიაში ჩამოთვლილია ყველა ის მოწყობილობა, რომლითაც მოხდა თქვენი ანგარიშის გამოყენება. დაკავშირების დრო და ა.შ.. თუ ყველაფერი სწორია დააჭირეთ ღილაკს ყველაფერი რიგზეა, წინააღმდეგ შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს რაღაც არასწორია. (ამ უკანასკნელ შემთხვევაში პაროლის შეცვლას გირჩევენ)

მე დავაჭერ ღილაკს ყველაფერი რიგზეა და ამის შემდეგ მოხდება ანგარიშის ნებართვების შემოწმება. აქ ჩამოთვლია ყველა ის აპლიკაცია, რომლებსაც თქვენს მონაცემებზე წვდომის უფლება მიეცით. შეგიძლიათ დეტალურად დაათვალიეროთ რომელი აპლიკაცია გუგლის რომელ პროდუქტს იყენებს, როდის გამოიყენეთ და ა.შ.

ამავე დაფაზე შეგიძლიათ წაშალოთ ნებისმიერი თქვენთვის არასასურველი აპლიკაცია. თუ ამ სიაში აღმოაჩენთ ისეთ აპლიკაციას, რომელიც არ გეცნობათ, თამამად შეგიძლიათ წაშალოთ.

ამის შემდეგ უსაფრთხოების პარამერებზე მწვანე ფერის თოლია გამოჩნდება იმის ნიშნად, რომ ყველაფრი რიგზეა.

ამავე გვერდზე შეგიძლიათ დააზღვიოთ თქვენი ტელეფონი და თავიდან აიცილოთ პრობლემები დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. უბრალოდ დააჭირეთ წარწერას იპოვეთ თქვენი ტელეფონი და მიყევით ინსტრუქციას. მნიშვნელობა არ აქვს, Android გაქვთ თუ iOS მოწყობილობა, საიტზე განთავსებული ხელსაწყოების დახმარებით თქვენ შეძლებთ ტელეფონის მდებარეობის დადგენას, ჩაკეტვას, პაროლის შეცვლას, მთავარ ეკრანზე სასურველი შეტყობინების დამატებას და მასზე არსებული ყველა მონაცემის ამოშლასაც კი. დამერწმუნეთ, ჩემისთანა გულმავიწყი ხალხისთვის საკმაოდ კარგი სერვისია. კიდევ უფრო მყარდება ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძალიან მალე არაფრის დამახსოვრება არ დამჭირდება.

ახლა კი შეამოწმეთ უშუალოდ გუგლში შესვლის უსაფრთხოება. აქვე განთავსებულია სერვისი, რომელიც საშუალებას მოგცემთ კომპიუტერში ან სხვა სისტემაში პაროლის გარეშე შეხვიდეთ, დააკვირდით ანიმაციას და ადვილად მიხვდებით, ტელეფონის დახმარებით როგორ შეიძლება შეხვიდეთ თქვენს ანგარიშებზე სხვა მოწყობილობებიდან.

ამავე გვერდზე შეგიძლია ჩართოთ ანგარიშის ორფაზიანია დადასტურების მექანიზმი. ამ შემთხვევაში პაროლის შეყვანის შემდეგ სისტემა ტელეფონზე გამოგიგზავნით 6 ციფრიან კოდს, რომლის გარეშეც თქვენ ანგარიშზე წვდომა შეუძლებელი იქნება. ასეთი ავტორიზაცია საიმედო დაცვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ასევე ფიშინგისგან უფრო ძლიერი დაცვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უსაფრთხოების გასაღები, რომელიც თქვენი კომპიუტერის USB პორტს უერთდება.

აქვე გთხოვთ გადახედოთ ანგარიში აღდგენის ვარიანტებს. არ გაგიკვირდეთ, რამდენიმე წუთის წინ თქვენ ნახეთ გვერდი სადაც უნდა მიგეთითებინათ ანგარიშზე წვდომის აღდგენის პარამეტრები, აქ კი უნდა მიუთითოთ ანგარიშზე წვდომის აღდგენის მეთოდები. ეს ორი გვერდი სხვადასხვაა, თუმცა ერთმანეთს გავს. ასევე მნიშვნელოვანი ფუნქციაა Chrome-ის ჩაშენებული პაროლების მმართველის გამოყენება. თუ ქრომს ვებსაიტების პაროლების დამახსოვრების უფლებას მისცემთ, გუგლის განცხადებით „თითოეული ვებსაიტისთვის ძლიერი და უნიკალური პაროლის გამოყენებას უფრო მარტივად მოახერხებთ“. ეს განცხადება ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ზოგად პრინციპებს. განსაკუთრებით სკოლის გარემოში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს ფუნქცია, ვინაიდან სკოლის კომპიუტერზე მარტო თქვენ არ მუშაობთ. ხოლო ამ ფუნქციის გამოყენებით, თქვენს შემდეგ მოსულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება თქვენი ანგარიშის სრულად გამოყენება. თუ შემთხვევით დააჭირეთ ამ ფუნქციას, ან აღმოაჩინეთ, რომ თქვენი პაროლი ავტომატურად იწერება პაროლების ველში, გთხოვთ გაასუფთაოთ ბრაუზერის ქეშ მეხსიერება.

მაგალითად. გუგლ ქრომში ეს შემდეგნაირად ხდება მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ სამწერტილს Settings ->Advance Settings… ->Privacy-> Clera browsing data -> ჩამოშალეთ მენიუ და დააჭირეთ the beginning of time. თოლია ჩართეთ Password და ყველა დანარჩენ პუნქტებზეც. დააჭირეთ Clear browsing data

ასევე დაამატოთ Password Alert — Chrome-ის გაფართოება, რომელიც ფიშინგ-შეტევებისგან დაგიცავთ და გაგაფრთხილებთ, თუ თქვენს Google პაროლს ისეთ ვებსაიტზე შეიყვანთ, რომელიც Google-თან კავშირში არ არის.

გუგლის განხადებით

„სახელმწიფო ორგანოებს თქვენს მონაცემებზე პირდაპირი წვდომა არ ეძლევათ ჩვენ არასოდეს გავცემთ „შემოვლითი გზით“ წვდომის ნებართვას თქვენს მონაცემებზე თუ იმ სერვერებზე, რომლებზეც ისინი ინახება, და აქვე სვამთ წერტილს. ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთ სახელმწიფო ორგანოს — იქნება ეს აშშ-ში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში — ჩვენი მომხმარებლების ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა არ აქვს. არსებობს შემთხვევები, როცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომხმარებელთა მონაცემების თაობაზე მოთხოვნებს ვღებულობთ. ამ ტიპის მოთხოვნებს ჩვენი იურისტთა გუნდი განიხილავს და არ აკმაყოფილებს მათ, თუ მოთხოვნა მეტისმეტად ზოგადი ან დადგენილი წესების დარღვევითაა წარმოდგენილი. ჩვენს გამჭვირვალობის ანგარიშში მონაცემთა ამგვარი მოთხოვნები მაქსიმალურად ღიად არის განხილული.“ აღნიშნულია გუგლის საიტზე.

ახლა გაგაცნობთ გუგლის ზოგიერთი პროდუქტის ინსტრუმენტებს, რომელებიც კიბერუსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. გუგლის ყველა სერვისი დაცვის საშუალებებით არის აღჭურვილი ავტომატური განახლების ფუნქციით დაწყებული და სპამის დამბლოკველებით დამთავრებული, Google-ის ყველა სერვისი დაცვის საშუალებების საფუძველზე მუშაობს.

Gmail-ის დაშიფვრის ფუნქცია ელფოსტის კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს

Gmail-ის სპამისგან დაცვის საშუალება საეჭვო ელფოსტას ფილტრავს

Chrome ავტომატურად აახლებს თქვენი ბრაუზერის დაცვის საშუალებებს

Google Play თქვენს ტელეფონს პოტენციურად საზიანო აპებისგან იცავს

Google მავნე და შეცდომაში შემყვან რეკლამას ბლოკავს.

თქვენს ანგარიშში უჩვეულო აქტივობის შემთხვევაში ფოსტაზე ან ტელეფონზე მოგდით შეტყობინება.

ამის შემდეგ შეგიძლიათ შეამოწმოთ კონფიდენციალურობის პარამეტრები, რომელიც მოიცავს პირადი ხასიათის ინფორმაციის მართვას, გუგლში აქტივობების მართვას, რეკლამის ჩვენების პარამეტრებს, თქვენი მიერ შექმნილი ან არსებული კონტენის მართვის მექანიზმები

ასევე ამავე გვერდზე განთავსებულია ანგარიშის პარამეტრები, რომელიც მოიცავს ენისა და შეყვანის ინსტრუმენტებს, მეხსიერების საცავის მართვას და საერთოდაც ანგარიშის წაშლას.

ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ გუგლის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის ინსტრუმენტები

გამდლობთ, რომ დაინტერესდით ამ თემით.

ახალი დამატებული