კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის

კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
პრობლემის დასმა

მოგესალმებით ვიდეოგაკვეთილებზე კიბერსუსაფრთხოება პედაგოგებისთვის

მე იმედი მაქვს, თქვენ ამ კურსით რაიმე კონკრეტული პრობლემის გამო არ დაინტერსდით, როგორც არ უნდა იყოს, გპირდებით, კურსის შედეგად თქვენ მნიშვნელოვან უნარებს შეიძენთ, თუმცა

დღეს ჩვენ მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ინფორმაციის შეგროვება, დაცვა და გადაცემა საუკუნეების მანძილზე ადამიანებისა და მთელი ერების ბედს წყვეტდა. ოდესღაც მთის წვერზე აშენებულ საგუშაგო კოშკში დანთებული ცეცხლი ან საფოსტო მტრედი საშუალებას იძლეოდა მტრის მოახლოება დროულად შეეტყობინებინათ მოკავშირეებისთვის. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო წარმატების მოსაპოვებლად. მაგრამ დღეს ელექტრონული წერილი ერთი კონტინენტიდან მეორეში წამის მეასედებში გადაეცემა. ღრუბლოვანი სისტემები ინახავენ ინფორმაციის გიგანტურ მოცულობებს, და მობილური ტელეფონების რიცხვმა მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობას უკვე ბევრად გადააჭარბა. ტელეფონები და გაჯეტები მის მფლობელზე სულ უფრო და უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას ფლობენ.

ახალი ინფორმაციული რესურსების შექმნამ არა მარტო ინფორმაციის ადვილად მოპოვება გახადა შესაძლებელი, არამედ გააადვილა ისეთი ინფორმაციის შექმნა რომელიც კონკრეტული პირების ან საზოგადოების ფენებზე ზეგავლენის მოსპოვების შესაძლებლობას იძლევა.. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება არამარტო ცხოვრების დონის ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ იწვევს ჯერარნახული საფრთხეების შექმნას.

ძალიან სწრაფად შეიცვალა სამყარო და თუ რამდენიმე წლის წინ პროგრამა „ირმის ნახტომის“ სკოლებში დანერგვის დროს აქტიურად განიხილებოდა პრობლემა „წიგნი თუ კომპიუტერი“ დღევანდელი სასკოლო გარემოს გამოწვევამ ონლაინ სასწავლო კურსებიდან ვირტუალური სასწავლო რესურსების შექმნისა და გამოყენებისკენ გადაინაცვლა. დღეს სკოლაში მოდის ბუკების თაობა (სიატი ბუკიჯე), რომლებიც დაბადებიდანვე სელფს იღებენ და ინტერნეტში მიძვრებიან. (ჩემი პრომო) მათთან ტრადიციული სასწავლო გარემოს (ცარცი და დაფა) გამოყენება ეფექტური ვერ იქნება. ამ თაობამ მშვენივრად იცის ინტერნეტის სიკეთეები (ჰარვარდის კურსი) 4 შესაბამისად პედაგოგებს სულ უფრო ახალი და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური ინსტრუმენეტების ათვისება და გამოყენებს უწევთ (რობოტიკის კურსები) მოსწავლეებში 21-ე საუკუნის შესაბამისი უნარების განსავითარებლად. (ინტელის კურსის შესავალი) რაც მეტია ამ ტექნოლოგიების გამოყენების სიღრმე, მით მეტია კიბერ საფრთხეების წინასწარ გათვალისწინების აუცილებლობა

რამდენად შეუძლია რიგით პედაგოგს მსგავსი შეტევისაგან თავდაცვა, თუკი ამას სახელმწიფოს მეთაურებიც ვერ ახერხებენ? (კლინტონის სურათი და ამერიკის არჩევნები) სად იკარგება ჩვენი მონაცემები საკრედიტო ბარათებიდან ონლაინ გადახდების დროს? ვინ დგას საჯარო სამსახურებზე და მსხვილ კომპანიებზე განხორციელებული შეტევების უკან? რა წერია სოციალური ქსელების იმ ხელშეკრულებეში, (ფაცე, გმაილ) რომელსაც წაუკითხავად ვეთანხმებით, როგორ უნდა მოიქცეთ თუ დირექტორმა (ჩემი ცოლის დაქალები) თქვენი ელექტრონული ფოსტის ან ფეისბუკის პაროლი მოგთხოვათ? როგორ შეიძლება მოსწავლეთა კიბერ უსაფრთხოების დაცვა? რა საფრთხეები არსებობს სასკოლო გარემოში და როგორია მათი გადაწყვეტის გზები?

შეერთებული შტატების კონტროლის პალატის მასალებში განხილულია კიბერსაფრთხეების სახეობები, კერძოდ:

მონაცემთა მთლიანობა

კიბერშეტევების დროს შეიძლება გამოყენებული იყოს ჰაკერული მეთოდები, რომლის მიზანია მონაცემთა მთლიანობის განადგურება ან მათი დამახინჯება და ცვლილებების შეტანა.

დაშვება

სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, სისტემის ლეგიტიმურ მომხმარებელს ექმნება ისეთი პირობები, რომ მას არ შეუძლია სისტემაში შესვლა და აღარ აქვს დაშვება სისტემის მიერ შემოთავაზებულ რესურსებზე, ან ასეთი დაშვება არის გართულებული.

კონფიდენციალობა

კიბერშეტევების სამიზნე შეიძლება იყოს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროები და ის ძირითადად ხორციელდება შემდგომში დანაშაულის ჩადენის მიზნით.

როდესაც შემდეგ ვიდეოებს მოუსმენთ, შეიძლება უმწეობის გრძნობაც დაგეუფლოთ, იფიქროთ რომ გამოსავალი არ ყოფილა, თითქოს სამყაროში მხოლოდ ვირუსები თაღლითები და ჰაკერები არიან. არა, ნამდვილად ასე არ არის. ნახეთ ვიდეოგაკვეთილები და

თქვენ შეძლებთ თქვენი კიბერ საფრთხეების შეფასებას,

დაასკვნით, თუ რამდენად საიმედოა თქვენი პაროლები

რეკომენდაციას გაუწევთ მოსწავლეებს კიბერუსაფრთხოების თემებთად დაკავშირებით

დეტალურად შეისწავლით იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება არსებობდეს საფოსტო სერვისების გამოყენების დროს, სოც ქსელებში და ღრუბლებში

გაგაცნობთ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მითებს.

შემოგთავაზებთ წამლებს და გადაწყვეტილებებს, რომელთა დაცვა შეამცირებს უსაფრთხოების რისკებს...

სანამ სხვა ვიდეოების ნახვას დაიწყებდეთ, გირჩევთ გაიაროთ ტესტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ თქვნი ცოდნა და უნარები კიბერუსაფრთხოების კუთხით.

ტესტის მისამართი მოცემულია ვიდეოს ტექსტის აღწერაში. შეგიძლიათ დააჭიროთ ბმულს და უპასუხოთ კითხვებს. ტესტირების დასრულების შემდეგ დააჭირეთ Sumbit ღილაკს და ნახავთ ტესტის სწორ პასუხებს

ვიდეოგაკვეთილების ნახვის დასრულების შემდეგ ასევ შემოგთავაზებთ ტესტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ კურსის გავლის შედეგად შეძენილი ცოდნა და უნარები.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: ამ ვიდეოგაკვეთილებში მოტანილი მასალები მხოლოდ სადემონსტრაციო ხასიათისაა და მიზნად პედაგოგებისთვის კიბერუსაფრთხოების სიტუაციის შეფასებასა და საფრთხეების აცილებას ისახავს....

გისურვებთ უსაფრთხო კიბერ გარემოს

ახალი დამატებული