კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის

კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის
დაინფიცირება

მოგესალმებით. ამ ვიდეოში გაგაცნობთ პროგრამულ მექანიზმებს, თუ როგორ შეიძლება თქვენი სისტემა დაზიანდეს. აქვე შემოგთავაზებთ ზოგიერთ პრევენციულ ზომას.

სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძლებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, რა შეიძლება ღირდეს ვინდოუსი? რამდენად მნიშვნელოვანი გქონდეთ ლიცენზირებული პროგრამული პაკეტები?

ზოგიერთი საფრთხის შესახებ წინა ვიდეოგაკვეთილებში გესაუბრეთ, ამ ვიდეოში კი მხოლოდ ისეთ საფრთხეებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სხვა ვიდეობში არ ყოფილა აღწერილი

მავნე პროგრამები ვრცელდება კოდების, სკრიპტების, აქტიური შიგთავსის ან სხვა პროგრამების სახით. ასეთი გავრცელების ყველაზე დიდი წყაროს წარმოადგენს არალიცენზირებული პროგრამული პაკეტებით სარგებლობა.

პროგამული პაკეტების ფასიანია. შეიძლება ბევრ თქვენთაგანს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ ვინ 10 145$ ღირს. ოფისი პაკეტის მიხედვით 400$ ზე მეტია. ის რაც საქართველოში 20 ლარად იყიდება არის გატეხილი ვერსია. როცa თქვენ თანხმდებით 20 ლარიანი პაკეტის შეძენას 600$ ნაცვლად, ალბათ უნდა ხვდებოდეთ, რომ ეს გატეხილი ვერსიაა და შესააბამისად უსაფრთხოებაზე პრეტენზიაც არ უნდა გქონდეთ.

რაც შეეხება პედაგოგებს, მათთვის გახსნილია ანგარიშები, რომლის გაგებაც შეგიძლიათ დირექციაში ან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზზე. შედეგად თქვენ გექნებათ office 365 საგანმანათლებლო ვერსიის უფასო ვარიანტი. ამ ვერსიაში უამრავი თქვენთვის საინტერესო ფუნციაა, ჩართული. 5 ვინდოუსი და ოფისის დესკტოპ ვერსიები მთლიანად უფასო არ არის, მაგრამ როგორც მაიროსოფტი, ასევე სხვა სოფტვეარ დეველოპერი კომანიები ამზადებენ ე.წ. საგანმანათლებლო ვერსიებს. არსებობს სტუდენტური ლიცეზიებიც. ასევე მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ბუკების პროგრამით გადაცემულ კომპიუტერებში ჩაწერილია ლიცნეზირებული ვინდოუსის და ოფისის ვერსიები. ამიტომ თუ პროგრამა დაზიანდება, გთხოვთ მიმართოთ სკოლის IT პერსონალს და ასეთ კომპიუტერებზე არ ჩააწერინოთ ე.წ. 20 ლარიანი ვერსიები.

სკოლის კომპიუტერებზეც ჩაწერილი ვერსიები ლიცენზირებულია. კომპიუტერის ყიდვისას ასევ უნდა გაითვალისწინოთ, კომპიუტერთან ერთად ყიდულობთ თუ არა ლიცენზირებულ ვერსიას. თუ ყიდვის დოკუმენტში წერია Free OS, ეს ნიშნავს რომ ცალკე უნდა იყიდოთ ოპერაციული სისტემა, საოფისე და სხვა პროგრამული პაკეტები.

ინტერნეტში ვებ საიტებზე, სოციალური ქსელის აპლიკაციებით, ელექტრონული ფოსტაზე გამოგზავნილ წერილში მოთავსებული ფაილით ან ბმულით შეიძლება თქვენი სისტემა დაზიანდეს, დაიკარგოს, განადურდეს, შეიცვალოს ინფორმაცია. ასევ შესაძლებელია სხვადასხვა ტექნოლოგიური მანიპულაციების საშუალებით მოიპარონ თქვენი პერსონალური მონაცემები. შესაძლებელია გამოძალვის ან თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდეთ. ან შესაძლებელია თქვენი კომპიუტერი სულაც ბოტნეტის ნაწილია.

დაინფიცირება შესაძლებელია, ინტერნეტიდან, ფლეშ, მახსოვობებიდან, ტელეფონებიდან, cd და DVD დისკებიდან. ანუ ინფორმაციის მატარებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან.

ამ დროისთვის ინფორმაციის დაკარგვისგან დაზღვევის საუკეთესო საშულებაა ფაილები ღრუბლებში ტექნოლოგიის გამოყენება

სანამ შევაჯამებდეთ ვიდეოს, გთხოვთ დაუბრუნდეთ დასმულ კითხვას: რატომ არის მნიშვნელოვანი გქონდეთ ლიცენზირებული პროგრამული პაკეტები?

მადლობა რომ დაინტერესდით აღნიშნული თემით.

ახალი დამატებული