ტესტირება
00:02:42
2. ახალი ტესტის შექმნა
00:04:33
00:09:37
2.2 კითხვების სახეები
00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43
00:07:55
00:04:48
00:01:47
00:08:08
00:04:22
პასუხები
00:05:13
00:01:32
00:02:42
2. ახალი ტესტის შექმნა
00:04:33
00:09:37
2.2 კითხვების სახეები
00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43
00:07:55
00:04:48
00:01:47
00:08:08
00:04:22
პასუხები
00:05:13
00:01:32
ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.2.1 მოკლე პასუხის ველი
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფორმებში მოკლე პასუხის ველის დამატებას. ასევე გაიაზრებთ მოკლე პასუხის ველის პრაქტიკულ დანიშნულებას და ნახავთ ამ ველის გამოყენების ვარიანტებს.
სანამ უშუალოდ წინამდებარე ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ შეილება გამოიყენოთ მოკლე პასუხიანი ველი თქვენს ტესტში
როდესაც გუგლის ტესტირების ინსტრუმენტის დადებით და უარყოფით მხარებზე გესაუბრეთ, იქ აღვნიშნე, რომ მოსწავლეებს ტესტის გასავლელად რეგისტრაცია არ სჭირდება. მსგავსი ტესტების გამოყენება შეიძლება დაგჭირდეთ ვთქვათ დიაგნოსტიკური ტესტებისთვის, წინარე ცოდნის შესაფასებლად ან ა.შ. როცა კონკრეტული მოსწავლის პასუხს მნიშვნელობა არ აქვს, ან როცა ტესტირება სულაც ანონიმურია, მაგრამ უმეტეს სიტუაციაში აუცილებელია მოსწავლეთა იდენტიფიცირება.
მოსწავლეთა იდენტიფიცირება შეიძლება ორნაირად გაკეთდეს. პირველი როცა პარამეტრებში ჩართავთ ელ ფოსტის მისამართების შეგროვების რეჟიმს. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება მოსწავლე დარეგისტრირებული იყოს გუგლის სერვისებზე, გაიაროს ავტორიზაცია და ამის შემდეგ დააჭიროს ტესტირების ბმულს.
ვინაიდან გუგლის სერვისებზე წვდომა მხოლოდ 13 წლის ზევით არის შესაძლებელი, ტესტირების ამ მეთოდის გამოყენება შეუძლებელი იქნება 13 წამდე ასაკის ბავშებისთვის. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა იდენტიფიცირება შესაძლებელია მეორე მეთოდით. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოკლე პასუხის ველი.
ეს შემდეგნაირად ხდება: გახსენით თქვენს მიერ უკვე შექმნილი ტესტი. ტესტში უკვე არის დამატებული შეკითხვის ბარათი რომლის ტიპი არის რამდენიმე სავარაუდო პასუხი. დააჭირეთ ამ წარწერას. მიღებულ ჩამონათვალში დააჭირეთ პირველ წარწერას მოკლე პასუხი. კითხვის ველში გამოსახულება შეიცვლება. შეკითხვაში ჩაწერეთ ტექსტი თქვენი სახელი. ასევე გვარისთვის დაგჭირდებათ ახალი კითხვის ბარათის დამატება. ახალი კითხვის დასამატებლად დააჭირეთ ტესტის მარჯვენა მხარეზე არსებულ პლიუს გამოსახულებას. მიღებულ ბარათზე დააჭირეთ რამოდენიმე სავარაუდო პასუხის წარწერას და ჩამონათვალში დააჭირეთ წარწერას მოკლე პასუხი. შეკითხვაში ჩაწერეთ გვარი. ამ შეკითხვებში იგულისხმება რომ მოსწავლეს ტესტის გავლამდე მოუწევს შეიყვანოს სახელი და გვარი იდენტიფიცირებისთვის.
თუ კლასში ორი მოსწავლე გყავთ ერთიდაიგივე გვარით ამ შემთხვევაში მოსწავლეთა იდენტიფიცირებისთვის შეგიძლია დაამატოთ ახალი მოკლე პასუხი შეკითხვით პირადი ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი. ორივე მონაცემი უნიკალური იქნება და შეძლებთ მოსწავლეთა ნამუშევრების იდენტიფიცირებას.
რა თქმა უნდა მოკლე პასუხის ველის ვარიანტი მოსწავლეთა იდენტიფიცირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 13 წლის ზევით მოსწავლეებთანაც. თუ რომელი მეთოდის გამოყენება დაგჭირდებათ, დამოკიდებულია კონკრეტულ საჭიროებაზე
რაც შეეხება მოკლე პასუხის ველის ტესტად გამოყენებას, ვეცდები ინსტრუმენტი აღვწერო:
პასუხების შესაფასებლად მოკლე პასუხის ტესტში დააჭირეთ კითხვის ბარათის მარჯვნივ მდებარე ვერტიკალურად განლაგებულ სამ წერტილს.
ხოლო ჩამოშლილ მენიუში ჩართეთ პასუხის შეფასება. კითხვის ბარათს დაემატება ინსტრუმენტები., რომლებიც საშუალებას მოგცემთ მიღებული პასუხი დაახარისხოთ ტიპების მიხედვით. პასუხი შეიძლება იყოს
რიცხვი
ტექსტი
სიგრძე, და
რეგულარული გამოსახულება
თითოეული ტიპის შეფასება შეიძლება დამატებითი if (თუ) ფუნქციებით.
რიცხვის შემთხვევაში ეს ფუნქციები შეიძლება იყოს
მეტი ვიდრე
მეტია ან უდრის
ნაკლები, ვიდრე
ნაკლები ან უდრის
დიაპაზონში
სცილდება ფარგლებს
რიცხვია, და
მთელი რიცხვი
მაგალითად შეკითხვაში ჩაწერეთ ნებისმიერი რიცხვი. ამ ტესტში მოსწავლემ უნდა შეიყვანოს ნებისმიერი რიცხვი 10 დან უსასრულობამდე, სწორი პასუხის შესაფასებლად ველში ნომერი, ჩაწერეთ 9, ხოლო ველში შეცდომის მორგებული ტექსტი აკრიფეთ ტექსტი: შეიყვანეთ მხოლოდ რიცხვი
გაითვალისწინეთ, სისტემა ვერ გაარჩევს ლოგიკურ შეცდომებს, მაგალითად მოცემულ ტესტში თუ მეტია ვიდრეს ნაცვლად მონიშნეთ ნაკლებია ვიდრე, სწორ შედეგს ვერ მიიღებთ
თუ პასუხის შეფასებაში აირჩევთ ტექსტურ ტიპს, საშუალება გექნებათ პასუხებში შეაფასოთ რაიმე ტექსტი (მასკა). ამ თვისების საშუალებით მოსწავლის პასუხი
ან უნდა შეიცავდეს
ან, არ უნდა შეიცავდეს თქვენს მიერ დაწერილ სიტყვას.
ასევე ამ თვისების გამოყენებით შესაძლებელია პასუხი იყოს მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი. ეს თვისება გამორიცხავს ელექტრონული ფოსტის არასწორი ფორმატით შეყვანას.
მაგალითად ასეთ ველში თუ შეიყვანთ dato.malania@gmail ან სხვა სახის შეცდომიან ელექტრონულ ფოსტას, სისტემა წითელ ფონზე გამოიტანს შეტყობინებას საჭიროა ელ ფოსტის სწორი მისამართი.
გაითვალისწინეთ, სისტემა ვერ მიხვდება ორთოგრაფიულ შეცდომას. მაგალითად მისამართი dto.malania@gmail.com სისტემისთვის ელექტრონული ფოსტის მისაღები მისამართია.
URL თვისება ელფოსტის მსგავსად აკონტროლებს რომ ველში შეყვანილი იყოს ვებ გვერდის მისამართი გარკვეული ფორმატით. სამწუხაროდ ეს თვისება მხოლოდ იმას აკონტროლებს, რომ ველში შეყვანილი მისამართი http:// ფორმატით იწყებოდეს. ამიტომ http://dato მისამართი მისთვის მისაღებია. შეიძლება ამიტომაც არ არის შეზღუდული ნაციონალური დომენების გამოყენება. მაგალითად, http://რეგისტრაცია.გე სისტემისთვის მისაღები მისამართია.
კვლავ ვიმეორებ, რომ სისტემა ვერ გაარჩევს ორთოგრაფიულ შეცდომებს
ახლა განახებთ თვისებას სიგრძე. ამ თვისების არჩევის შემთხვევაში საშუალება გაქვთ გააკონტროლოთ შეტანილი სიმბოლოების მაქსიმალური რაოდენობა. სასურველი ციფრი უნდა მიუთითოთ პარამეტრში ნომერი, ხოლო ზედმეტი სიმბოლოების აკრეფის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პარამეტრი შეცდომის მორგებული ტექსტი.
მოკლე პასუხის ველის დახმარებით ასევე შეგიძლიათ მოსწავლის პასუხი დაახარისხოთ რეგულარული გამოსახულების პარამეტრის საშუალებით. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგრამ უდაოდ საინტერესო. მაგალითისთვის ამ თვისებით შესაძლებელია ვთქვათ ტელეფონის ნომრის მოდელირება. მოსწავლემ მოკლე პასუხში უნდა შეიყვანოს 7 ციფრიანი მობილურის ნომერი რომელიც აუცილებლად უნდა იწყებოდეს ციფრით 5, და ყოველი მომდევნო ორი ციფრი ერთმანეთისგან დეფისით უნდა იყოს გამოყოფილი, შეკითხვის შაბლონი ასე უნდა გამოიყურებოდეს [5]-[1-9][0-9]-[0-9][0-9]-[0-9][0-9]. ამ შეკითხვის პასუხი ვერ იქნება 5-04-44-44, მაგრამ იქნება 5-14-44-44.
რეგულარული გამოსახულების ნიმუშში მითითებულ გამოსახულებაზე შეიძლება გამოყენებული იყოს შემდეგი ლოგიკური თვისებები
შეიცავს
არ შეიცავს
შეესატყვისება (ტოლია)
არ შეესაბამება (არ უდრის)
უფრო დეტალურად რეგულარული გამოსახულებების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ მოკლე ბმულზე არსებული ინფორმაცია
ვინაიდან ეს თემა უკვე ცდება გუგლის ფორმების შესახებ ინფორმაციას
ყურადღება მიაქციეთ რომ მოსწავლე მოკლე პასუხში ვერ შეძლებს არასწორი პასუხის დაწერას, ვინაიდან სისტემა თვითონ ამოწმებს შეტანილი პასუხის კორექტულობას და შეცდომის შემთხვევაში გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება. ამრიგად ტესტის ავტორთან გამოგზავნილი პასუხი ყოველთვის ჭეშმარიტი იქნება. ვფიქრობ, ამ სახის ტესტი მხოლოდ სასწავლო მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს და არა შეფასებისთვის. ანუ თვითონ ასეთი ტესტი ასწავლის რა არის სწორი პასუხი.
მოკლე პასუხის ვარიანტით შესაძლებელია ღია ტიპის ტესტის შედგენა.
ღია ტიპის მაგალითად, გთხოვთ დაახასიათოთ თანამედროვე ზღაპრის გმირი.
პასუხების გასაღების დახმარებით შესაძლებელია სწორ პასუხს მიენიჭოს ქულა, ვთქვათ ერთი ან ასე შემდეგ
ასეთი კითხვის პასუხი მხოლოდ სრულად წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ ხელით შეაფასოთ და მიანიჭოთ თქვენთვის სასურველი ქულა. უფრო დეტალურად ამ საკითხზე ნახეთ ვიდეო
პასუხების შეფასება
ამრიგად ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ ფორმებში მოკლე პასუხის ველის დამატება. ასევე მოკლე პასუხის ველის პრაქტიკულ დანიშნულება და ამ ველის გამოყენების ვარიანტები. შეგახსენებთ, რომ მოკლე პასუხი შეიძლება გაიფილტროს
რიცხვითი მნიშვნელობის
ტექსტური გამოსახულების
ელექტრონული ფოსტის
ან ვებ გვერდის სახით
გირჩევთ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი რამდენიმე სავარაუდო პასუხის დამატების ველის შესახებ
გმადლობთ ყურადღებისათვის