ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.2.2 abzaci ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტესტში აბზაცის ტიპის კითხვის დამატებას. ასევე გაიაზრებთ აბზაცის ტიპის კითხვის პრაქტიკულ დანიშნულებას და ნახავთ ამ ტიპის კითხვის გამოყენების ვარიანტებს. სანამ უშუალოდ წინამდებარე ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ შეილება გამოიყენოთ აბზაცის ტიპის კითხვა თქვენს ტესტში

მე კი გეტყვით რომ ტესტში აბზაცის თვისების გამოყენება შესაძლებელია მაღალი სააზროვნო უნარების შესაფასებლად. მაგალითად სტიმული ასე შეიძლება ჩამოაყალიბოთ დაასრულეთ მოთხრობა.... ან ახსენით, თუ რატომ ვერ ვრცელდება ვაკუუმში ხმა?

რა თქმა უნდა მასწავლებელს პასუხების გასწორება და ქულის დაწერა ხელით მოუწევს.

რაც შეეხება აბზაცის ტიპის კითხვის ტესტად გამოყენებას, ვეცდები ინსტრუმენტი აღვწერო:

ტესტის მარჯვენა მხარეზე არსებული პლიუს ღილაკის დახმარებით დაამატეთ კითხვის ახალი ბარათი. დააჭირეთ წარწერას რამოდენიმე სავარაუდო პასუხი და შეცვალეთ აბზაცით. შეკითხვის ველში ჩაწერეთ ტესტის სტიმული — „ახსენით, თუ რატომ ვერ ვრცელდება ვაკუუმში ხმა?“? დააჭირეთ მარჯვენა კუთხეში არსებულ სამ წერტილს და დააჭირეთ პასუხის შეფასებას. პასუხის შესაფასებლად შეგიძლიათ შეზღუდოთ ტექსტის სიგრძე ტექსტის მინიმალური ან მაქსიმალური მნიშვნელობით. რიცხვის ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ ვთქვათ 200. თუ დატოვებთ თვისებას, სიმბოლოთა მინიმალური რაოდენობა, მაშინ ეს რიცხვი იმის აღმნიშვნელი იქნება, რომ მოსწავლემ მინიმუმ 200 სიმბოლო მაინც უნდა გამოიყენოს, თუ დააჭერთ სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა, მაშინ მოსწავლემ 200 სიმბოლოზე მეტი არ უნდა გამოიყენოს.

რეგულარული გამოსახულების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ დამატებითი ბმული

goo.gl/19q9RY ან ვიდეო მოკლე პასუხის შესახებ.

პასუხის გასაღების დახმარებით შეგიძლიათ სწორ პასუხს მიანიჭოთ მაქსიმალური ქულა. ვთქვათ 3. ამისთვის დააჭირეთ პასუხის გასაღებს. მარჯვენა ზედა კუთხეში სამკუთხედების დახმარებით 0 ნაგულისხმევი მნიშვნელობა გაზარდეთ 3მდე. პასუხის გამოხმაურების დამატების თვისების დახმარებით კი შეგიძლიათ მოსწავლეებს მიაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული დავალების შესახებ. გამოხმაურება შეიძლება იყოს როგორც ტექსტი, ასევე URL ანუ ვებ გვერდის მისამართი.

ცვლილების შეტანის შემდეგ დააჭირეთ შენახვის ღილაკს. ხოლო ფორმის რედაქტირების რეჟიმში დასაბრუნებლად დააჭირეთ წარწერას შეკითხვის რედაქტირება.

რო გორც მოკლე პასუხის შემთხვევაში, აქაც სისტემა ქულას არ ანიჭებს მიღებულ პასუხს და მოგიწევთ ქულის ხელით მინიჭება. უფრო დეტალურად ამ საკითხზე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი პასუხების ანალიზის შესახებ

ამრიგად ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ ფორმებში აბზაცის ტიპის კითხვის დამატება. ასევე აბზაცის ტიპის კითხვის პრაქტიკულ დანიშნულება და ამ კითხვის გამოყენების ვარიანტები. შეგახსენებთ, რომ აბზაცი შეიძლება გაიფილტროს სიგრძის და რეგულარული გამოსახულების თვისების გამოყენებით

გირჩევთ ნახოთ შემდეგი ვიდეოგაკვეთილი რომელიც ფაილის ატვირთვის თვისებას ეხება.

გმადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული