ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.2.2 რამდენიმე სავარაუდო პასუხის ველი

ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფორმებში დაამატოთ რამოდენიმე სავარაუდო პასუხიანი ველი. ასევე გეცოდინებათ რამდენიმე სავარაუდო პასუხიანი ველის შემცველი ტესტის შექმნა და აწყობა. თქვენ ყველაზე ხშირად ამ ტიპის ტესტებს შექმნით

იმისთვის რომ გაიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. თქვენ ეკრანზე ხედავთ დახურული ტიპის ტესტურ დავალებას რომელსაც ერთი სწორი პასუხი აქვს. მოსწავლეს საშუალება აქვს შემოხაზოს მხოლოდ ერთი სავარაუდო პასუხი, ხოლო შემდეგ სისტემა ამ პასუხს შეაფასებს და მასწავლებელს და მოსწავლეს მისცემს უკუკავშირს.

მარტივია ქულების მინიჭება

შემთხვევითი პასუხის ამოცნობის ალბათობა მცირეა

მეტნაკლებად დაცულია ობიექტურობა

ამ ტიპის ტესტების უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს

ტესტის შედგენას დიდი დრო სჭირდება

დისტრაქტორების ფორმულირება რთულია

ძალიან ხშირად დახურული ტიპის ტესტებში ერთი სწორი პასუხია ხოლო დისტრაქტორების რაოდენობა 3ის ტოლია. მსგავს ტესტებს ასეც ეძახიან: დახურული ტიპის ტესტური დავალება ოთხი სავარაუდო პასუხით.
ახლა კი განახებთ თუ როგორ შეიძლება რამოდენიმე სავარაუდო პასუხიანი ბარათის დამატება ტესტში. თქვენ როგორც კი ახალ ტესტს შექმნით, ნაგულისხმევ რეჟიმში კითხვის ბარათის ტიპად სისტემა რამდენიმე სავარაუდო პასუხის ტიპს შემოგთავაზებთ,

ყველა ახალი შეკითხვის დამატების შემთხვევაშიც ნაგულისხმევი რეჟიმში რამდენიმე სავარაუდო პასუხის ტიპი იქნება შემოთავაზებული.



შეკითხვის თვისებაში ჩაწერეთ სტიმული, მაგალითად რომელი ლექსი ეკუთვნის გალაკტიონს? ხოლო ვარიანტი 1 ჩაწერეთ დისტრაქტორი ან სწორი პასუხი. მაგალითად ელეგია. შემდეგი დისტრაქტორის ან სწორი პასუხის დასამატებლად თაგვით დააჭირეთ ვარიანტის დამატებას და ისევ აკრიფეთ დისტრაქტორი ან სწორი პასუხი. (ელეგია, მერი, არწივი, მერანი )

წარწერა: როგორც წესი დისტრაქტორების რიცხვი ყველაზე ხშირად 3ის ტოლია. ხოლო სწორი პასუხი არის ერთი. თუმცა ეს დოგმა არ არის. გირჩევთ დისტრაქტორების მთელ ტესტში ერთი და იგივე რაოდენობის დისტრაქტორები შეარჩიოთ. თუ საჭირო აღმოჩნდება განსხვავებული რაოდენობის დისტრაქტორის შექმნა, მაშინ ინსტრუქციებში მოსწავლე წინასწარ უნდა გააფრთხილოთ.

თუ გინდათ, რომ სწორი პასუხი შეფასდეს ქულით ყველა დისტრაქტორის შეყვანის შემდეგ უნდა მიუთითოთ პასუხის გასაღები ანუ სწორი პასუხი. ამისათვის დააჭირეთ წარწერას პასუხის გასაღები. დააჭირეთ სწორ პასუხს. მიაქციეთ ყურადღება რომ სწორ პასუხად შეიძლება მიუთითოთ რამდენიმე პასუხი. შემთხვევით მონიშნული არასწორი პასუხის გასაუქმებლად შეგიძლიათ ისვე დააჭიროთ დისტრაქტორს. ყურადღებით იყავით, ეს სისტემის ბაგია, და იმედია მალე გამოსწორდება.

ქულების მოსამატებლად მარჯვენა ზედა კუთხის თვისებაში ქულები დააჭირეთ ზევით მიმართულ ისარს ქულის მოსამატებლად, ხოლო დასაკლებად, დააჭირეთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს.

აღსანიშნავია რომ ამ სისტემაში შეუძლებელია არასწორი პასუხის შემთხვევაში მინუს ქულის დაწერა

პასუხზე გამოხმაურების თვისება დეტალურად არის აღწერილი ვიდეოში პასუხების გასაღების შექმნის შესახებ..

როცა დაასრულებთ სწორი პასუხების მითითებას, ქულის მინიჭებას და პასუხზე გამოხმაურების დამატებას, დააჭირეთ შეკითხვის რედაქტირებას და დაუბრუნდებით რამდენიმე სავარაუდო პასუხიანი ტესტის შედგენის რეჟიმში.

ამ რეჟიმში კვლავ მარტივად შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილება ტესტის დიზაინში. მაგალითად შეგიძლიათ წაშალოთ რომელიმე დისტრაქტორი, ან დაარედაქტიროთ სტიმული ან სწორი პასუხი. დაამატოთ კითხვის ახალი ბარათი დ ა ა.შ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას დახურული ტიპის ტესტების შედგენის დროს

სწორი პასუხის პოზიცია სხვადასხვა პირობაში სხვადასხვა უნდა იყოს. ან გამოიყენეთ კითხვების თანმიმდევრობის არევის თვისება

რიცხვი დისტრაქტორები სასურველია კლების ან ზრდადობის მიხედვით დაალაგოთ

დისტრაქტორი არ უნდა იყოს ნაწილობრივ სწორი

უფრო დეტალურად ფორმის დუბლირების, წაშლის, სავალდებულო თვისების, აღწერის, პასუხზე დაყრდნობით სექციაზე გადასვლის ან პარამეტრების არევის თვისების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ სპეციალური ვიდეო. ამ ვიდეოს მოკლე ბმულს თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ.

ამრიგად ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ რამდენიმე სავარაუდო პასუხიანი ველის დამატება,

გირჩევთ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი პასუხების გასაღების შექმნის შესახებ

გმადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული