ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.2.3 მოსანიშნი ველები

ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფორმებში დაამატოთ მოსანიშნ ველებიანი ტესტი. ასევე გეცოდინებათ რამოდენიმე მოსანიშნი ველების შემცველი ტესტის შექმნა და აწყობა. ამ სახის ტესტი წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ დახურულკითხვიანი ტესტის შესაქმნელად. განსაკუთრებით მაშინ როცა კითხვას აქვს ერთზე მეტი სწორი პასუხი

სანამ ვიდეოს ყურებას გაგრძელებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ მოსანიშნი ველების შემცველი ტესტები.

ახლა კი განახებთ თუ როგორ შეიძლება მოსანიშნი ველების დამატება ტესტში. ამისთვის დააჭირეთ ფორმის მარჯვენა მხარეზე არსებულ პლიუს გამოსახულებას — შეკითხვის დამატება. ტესტს დამეტება რამდენიმესავარაუდო პასუხიანი ბარათი. დააჭირეთ წარწერას რამდენიმე სავარაუდო პასუხი და ჩამონათვალში დააჭირეთ მოსანიშნ ველებს და ტესტი შეიცვლება მოსანიშნი ტიპის ფორმით.

შეკითხვა თვისებაში ჩაწერეთ სტიმული, მაგალითად რომელი ნაწარმოები ეკუთვნის გალაკტიონს? ხოლო ვარიანტი 1 ჩაწერეთ დისტრაქტორი ან სწორი პასუხი. შემდეგი დისტრაქტორის ან სწორი პასუხის დასამატებლად თაგვით დააჭირეთ ვარიანტის დამატებას და აკრიფეთ დისტრაქტორი ან სწორი პასუხი.

ვინაიდან ამ სიტმულში 2 სწორი პასუხია ინსტრუქციებში მოსწავლე წინასწარ უნდა გააფრთხილოთ ამის შესახებ.

გაითვალისწინეთ: მოსანიშნი ველების შემთხვევაში რამდენიმე სავარაუდო პასუხიანი ტესტისგან განსხვავებით კითხვაზე შეიძლება რამდენიმე სწორი პასუხი არსებობდეს. მაგალითად რომელი ნაწარმოები ეკუთვნის გალაკტიონს?

მესაფლავე

ფიქრნი მტკვრის პირას

უსიყვარულოდ

არწივი

როგორც ხედავთ ეს კითხვა ორ სწორ პასუხს შეიცავს. ასეთი ტესტის შესაფასებლად მხოლოდ მოსანიშნი ველების თვისება გამოგადგებათ. თუმცა ტესტირების პრაქტიკაში უფრო ხშირად რამდენიმე სავარაუდო პასუხიან დავალებებს იყენებენ, რომელსაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხი აქვს.

მოსწავლეებს შეიძლება იმის მოლოდინი ჰქონდეთ, რომ ერთი შეკითხვას ერთი სწორი პასუხი აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია აღწერაში გააკეთოთ მინიშნება. მაგალითად ეს კითხვა ერთზე მეტ სწორ პასუხს შეიცავს

როცა ყველა დისტრაქტორს შეიყვანთ უნდა მიუთითოთ პასუხის გასაღები ანუ სწორი პასუხი ან პასუხები. ამისათვის დააჭირეთ წარწერას პასუხის გასაღები. დააჭირეთ სწორ პასუხებს.

ამის შემდეგ სწორი პასუხის შესაფასებლად დაგჭირდებათ ქულის მინიჭება. ქულების მოსამატებლად მარჯვენა ზედა კუთხის თვისებაში ქულები დააჭირეთ ზევით მიმართულ ისარს ქულის მოსამატებლად, ხოლო დასაკლებად, დააჭირეთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს.

პასუხზე გამოხმაურების თვისება დეტალურად არის აღწერილი ვიდეოში პასუხების გასაღების შექმნის შესახებ..

როცა დაასრულებთ სწორი პასუხების მითითებას, ქულის მინიჭებას და პასუხზე გამოხმაურების დამატებას, დააჭირეთ შეკითხვის რედაქტირებას და დაუბრუნდებით ტესტის შედგენის რეჟიმს.

ამ რეჟიმში კვლავ მარტივად შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილება ტესტის დიზაინში. მაგალითად შეგიძლიათ წაშალოთ რომელიმე დისტრაქტორი, ან დაარედაქტიროთ სტიმული ან სწორი პასუხი. დაამატოთ კითხვის ახალი ბარათი და ა.შ.

გირჩევთ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი ჩამოსაშლელი მენიუს დამატების შესახებ

გმადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული