ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.2.5 ჩამოსაშლელი

ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ფორმებში დაამატოთ ჩამოსაშლელი მენიუს ტიპის შეკითხვა. ხოლო ტესტის პასუხებიდან გამომდინარე გადახვიდეთ სხვადასხვა სექციაზე.

ვფიქრობ ამ ტიპის ფორმის გამოყენება ტესტში მხოლოდ რაიმე საორგანიზაციო მნიშვნელობით იქნება შესაძლებელი

სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ჩამოსაშლელი მენიუ ტესტების შექმნის დროს.

მე კი სიმულაციის ფარგლებში ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ. გთხოვთ ნახოთ დასრულებული ვარიანტი. ამ სიმულაციაში თქვენ ხედავთ ტესტს სადაც პირველი შეკითხვა შემდეგნაირად გამოიყურება აირჩიეთ საფეხური, ხოლო მოსწავლეს პასუხის არჩევის შემდეგ შეუძლია ამოირჩიოს საკუთარი კლასი. თუ მოსწავლე საბაზო საფეხურზეა, მას შემდეგ შეკითხვაში მხოლოდ საბაზო საფეხურის კლასები შეხვდება. ამავე თვისების საშუალებით შესაძლებელია მერვეკლასელ მოსწავლეს მერვე კლასის შესაბამისი კითხვები შეხვდეს, ხოლო მეცხრე კლასელს მეცხრე კლასისთვის გათვალისწინებული კითხვები. დამეთანხმებით ეს საკმაოდ საინტერესო თვისებაა

ახლა კი განახებთ თუ როგორ შეიძლება ჩამოსაშლელი მენიუს დამატება ტესტში.

გადადით დრაივის საქაღალდეში შექმენით ახალი ფორმა და ფაილს დაარქვით სახელი ჩამოსაშლელი მენიუ. ფორმას კი დაარქვით კლასის არჩევა

დააჭირეთ უსათაურო შეკითხვის ბარათს. დააჭირეთ წარწერას რამდენიმე სავარაუდო პასუხი ჩამონათვალში დააჭირეთ ჩამოსაშლელი. ტესტში შეიცვლება ფორმის ტიპი.

უსათაურო შეკითხვის ველში ჩაწერეთ აირჩიეთ საფეხური. ვარიანტი 1 შეცვალეთ

დაწყებითი დააჭირეთ ახალი ვარიანტის დამატება ჩაწერეთ დაწყებითი

საბაზო

დაამატეთ ახალი ვარიანტი და ჩაწერეთ

საშუალო

ამით ჩამოსაშლელი მენიუს ტიპის ფორმა გამზადებულია. ეს ფორმა მოსახერხებელია იმ შემთხვეაში როდესაც ჩამონათვალი ძალიან დიდია და რამდენიმე სავარაუდო პასუხის ფორმის გამოყენება მზანშეწონილი არ არის

დაამატეთ ახალი სექცია. დაარქვით დაწყებითი საფეხური. შეკითხვის ველში დაწერეთ აირჩიეთ კლასი. პირველ ვარიანტად დავწერ მეოთხეს. (იგულისხმება რომ ტესტირება ტარდება მეოთხე კლასის ზევით). მეორე ვარიანტში მეხუთე და მესამე ვარიანტში მეექვსე.

შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ სექციის დუბლიკატი. ამისათვის დააჭირეთ ბარათის მარჯვნივ მდებარე ზედა სამ წერტილს. დააჭირეთ დუბლიკატი სექცია. დაწყებითი შეცვალეთ საბაზო, ასევე კლასებიც შეცვალეთ, მეშვიდე, მერვე, მეცხრე.

იმედია საშუალო საფეხურის სექციის დამატება არ გაგიჭირდებათ.

ამის შემდეგ დაუბრუნდით პირველ სექციას კლასის არჩევა. დააჭირეთ მარჯვენა მხარეზე არსებულ სამ წერტილს და დააჭირეთ სექციაზე გადასვლა პასუხზე დაყრდნობით. ვარიანტების გასწვრივ დაგემატებათ წარწერები შემდეგ სექციაზე გადასვლა. დააჭირეთ დაწყებითის გასწვრივ არსებულ ჩამოსაშლელ მენიუს მიღებულ დაფაზე დააჭირეთ გადასვლა სექციაზე 2 (დაწყებითი საფეხური.) ასევე საბაზო საფეხურისთვის აირჩიეთ გადასვლა სექციაზე 3 (საბაზო) 13:34 დამოუკიდებლად მოიფიქრეთ, საშუალო საფეხურის არჩევის შემთხვევაში როგორ შეიძლება გადავიდეს საშუალო კლასების სექციაზე

ამავე მენიუდან შეგიძლიათ აირჩიოთ თვისება შემდეგ სექციაზე გადასვლა ან ფორმის გაგზავნის თვისება.

გაითვალისწინეთ, თითოეული სექციის შემდეგ არ დაგავიწყდეთ მითითება სექციის შემდეგ სად გადავიდეს მოქმედება. თუ ფორმა მხოლოდ კლასების დაზუსტებას ითვალისწინებს, მაშინ სავარაუდოდ ფორმის გაგზავნის თვისება დაგჭირდებათ, ან იმ სექციაზე გადასვლა, რაც უნდა მოხდეს, კლასი დაზუსტების მერე. მაგალითად ისევ შესაბამისი კლასის ტესტზე გადასვლა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თვისებაა იმისთვის რომ ტესტმა სწორად იმუშაოს...

თუ თქვენ გაინტერესებთ ფორმის დუბლირება, წაშლა, სავალდებულო, აღწერის და პარამეტრების არევის თვისების დეტალური გაცნობა, იხილეთ შესაბამისი გაკვეთილი

ამრიგად ამ ვიდეოში თქვენ ნახეთ ფორმებში ჩამოსაშლელი ველის დამატება

თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ სექციების გამოყენების თვისებები გირჩევთ ნახოთ ვიდეოგაკვეთილი სექციების შესახებ.

გმადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული