ტესტირება
00:02:42

00:04:33
00:09:37

00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43

00:04:48
00:01:47
00:08:08
00:04:22

00:05:13
00:01:32
00:02:42

00:04:33
00:09:37

00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43

00:04:48
00:01:47
00:08:08
00:04:22

00:05:13
00:01:32
ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.3 პასუხის გასაღების შექმნა
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტესტების სწორი და არასწორი პასუხის გაანალიზების ინსტრუმენეტის მართვას
იმისთვის რომ გაიაზროთ რისი გაკეთება გვინდა, დააკვირდით საბოლოო პროდუქტს. თქვენ ეკრანზე ხედავთ ტესტირების შედეგებს ტესტის ავტორისთვის და მოსწავლისთვის. პედაგოგი ტესტის დამთავრების შემდეგ ხედავს ტესტირების შედეგებს მთელი კლასის და კონკრეტული მოსწავლეების მიხედვით, ხოლო მოსწავლეს საშუალება აქვს ნახოს საკუთარი ნამუშევრის შეფასება და მიიღოს განმავითარებელი შეფასება დამატებითი ინსტრუქციების საშუალებით ამ ყველაფერმა რომ იმუშაოს, უნდა გამოიყენოთ პასუხის გასაღების თვისება. ამ თვისების ჩართვა პარამეტრებში ტესტად გადაკეთების შემდეგ ხდება. ნებისმიერი ტიპის კითხვაზე შეგიძლიათ ჩართოთ ქულის მინიჭების თვისება. იქნება ეს მოკლე პასუხი, აბზაცი თუ სხვა.
მაგრამ ქულების ავტომატურად დათვლა მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო პასუხიანი, მოსანიშნი ველების და ჩამოსაშლელი ტიპის ფორმებშია შესაძლებელი. ღია კითხვებში კი ქულები ხელით უნდა მიანიჭოთ. ქულების დათვლის შესახებ ნახეთ ცალკე ვიდეოგაკვეთილი პასუხების შეფასება.
მე გახსნილი მაქვს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების შესახებ ტესტი და ვეცდები რამოდენიმე სავარაუდო პასუხიანი კითხვის შეფასების მაგალითზე განახოთ პასუხის გასაღების თვისებები. (რომელი ლექსი ეკუთვნის გალაქტიონს? ელეგია, მერი, არწივი, მერანი
კითხვაზე ქულის მისანიჭებლად დააჭირეთ წარწერას პასუხის გასაღები. დისტრაქტორებიდან დააჭირეთ სწორ პასუხს. სწორი პასუხი მწვანედ მოინიშნება და მის გასწვრივ თოლიის ნიშანი გამოჩნდება. თუ კიდევ დააჭერთ, მონიშვნა გაუქმდება.
ქულების მოსამატებლად მარჯვენა ზედა კუთხის თვისებაში ქულები დააჭირეთ ზევით მიმართულ ისარს ქულის მოსამატებლად, ხოლო დასაკლებად, დააჭირეთ ქვევით მიმართულ სამკუთხედს.
გუგლის ფორმებს ტესტის ქულების დათვლის გარდა კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვთ. ეს არის უკუკავშირის ფორმა. დააჭირეთ წარწერას პასუხზე გამოხმაურების დამატება
ამ დაფაზე არასწორი და სწორი პასუხისთვის ცალცალკე შეგიძლიათ მიუთითოთ ტექსტი ან ბმული, რომელსაც მოსწავლე ნახავს ტესტირების გავლის შემდეგ პასუხებში.
ნაგულისხმევ რეჟიმში არჩეულია არასწორი პასუხის შემთხვევაში რაიმე ტექსტის ან URL გამოტანის თვისება. მე ამ ველს შემდეგნაირად შევავსებ: არაუშავს, ელეგია ილია ჭავჭავაძემ დაწერა, არწივი — ვაჟა-ფშაველამ, მერანი კი ნიკოლოზ ბარათაშვილმა. ნახეთ შესაბამისი ბმულები. შემდეგ კი ბმულის პიქტოგრამის დახმარებით დავამატებ თითოეული ნაწარმოების ვიდეოს youtube არხიდან
პირველი ბმულის ჩასასმელად დააჭირეთ ბმულის გამოსახულებას. ველში გადასასვლელი ბმული, ჩასვით ვიდეოს მისამართი იუთუბის არხიდან. საჩვენებელ ტექსტში ჩაწერეთ ილია ჭავჭავაძე, ელეგია. არ გამოგრჩეთ დააჭიროთ ღილაკს დამატება. ამის შემდეგ ბმული დანარჩენი ორი ლექსითვისაც შეგიძლიათ ანალოგიურად მოიქცეთ.
ბმული ასევე შეიძლება იყოს ვიკიპედია, ბლოგი ან ნებისმიერი გვერდი.
ახლა დააჭირეთ სწორ პასუხს. გამოხმაურების ტექსტში შეგიძლიათ მოსწავლეს მისცეთ განმავითარებელი შეფასება და დამატებითი მასალა. მაგალითად ყოჩაღ, თქვენი პასუხი სწორია. გირჩევთ დამატებით გაეცნოთ ბმულზე არსებულ მასალას.
შემდეგ დააჭირეთ ბმულის გამოსახულებას, გადასასვლელ ბმულში აკრიფეთ www.galaktion.ge , ხოლო საჩვენებელ ტექსტში დაწერეთ გალაქტიონ ტაბიძის ვებ გვერდი. არ დაგავიწყდეთ დააჭიროთ ღილაკს დამატება. ასევე შესაძლებელია ბმულის სახით გამოყენებული იყოს თქვენს ბლოგზე განთავსებული პოსტების მისამართები. ანუ თითოეული კითხვისთვის სასურველი იქნება რომ ცალ-ცალკე პოსტები გქონდეთ მომზადებული....
მაგალითად პითაგორას თეორემაზე დასმული კითხვისთვის სწორი პასუხის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული სადაც მოთავსებულია დავალებები რეფლექსიისთვის, ხოლო არასწორი პასუხის შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო ვიდეოგაკვეთილი სამკუთხედის თვისებების შესახებ.
ყველა მოქმედების შემდეგ დააჭირეთ შენახვას. თქვენს მიერ შეტანილი ცვლილებები აისახება შეკითხვის ბარათზე, ფანქრის დახმარებით შეგიძლიათ დაარედაქტიროთ რომელიმე მნიშვნელობა, ხოლო სანაგვე ყუთის დახმარებით, წაშალოთ სწორი ან არასწორი პასუხის გამოხმაურებები.
ამავე გვერდზე შეგიძლიათ გადაამოწმოთ სწორად მუშაობს თუ არა ბმულები
მუშაობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დააჭიროთ შეკითხვის რედაქტირებას და დაუბრუნდებით ტესტების რედაქტორის გვერდს.
მიაქციეთ ყურადღება რომ სწორის პასუხის გასწვრივ მწვანე ფერის თოლიის ნიშანი გაჩნდა.
გმადლობთ ყურადღებისათვის