ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.4 სექციის დამატება

ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტესტებში სექციის დამატებას. გაითვალისწინეთ პასუხის მიხედვით სექციაზე გადასვლის თვისება მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო კითხვიანი და ჩამოსაშლელი ტიპის ფორმებს აქვთ.

სანამ უშუალოდ წინამდებარე ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ სექციაზე გადასვლის თვისება თქვენს ტესტში

ვთქვათ, გჭირდებათ ტესტი რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთელი სკოლის მოსწავლეები. ხოლო ტესტები უნდა განსხვავდებოდეს საფეხურების მიხედვით. მაგალითად კითხვა პერსონალური კომპიუტერის აგებულების შესახებ დაწყებით კლასში შემდეგნაირად ჟღერს „რისგან შედგება კომპიუტერი? დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მხოლოდ კომპიუტერის ძირითადი მოწყობილობების ცოდნა მოეთხოვებათ, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა თითოეული კომპონენტის შემადგენლობა უნდა აღწერონ, ხოლო საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ლაზერული პრინტერის მუშაობის პრინციპიც უნდა იცოდნენ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეს ტესტი მხოლოდ ტესტირების ფუნქციების გასაცნობად არის შედგენილი და შესაბამისად შინაარსობრივ მხარეზე გთხოვთ ნუ გაამახვილებთ ყურადღებას..

დააკვირდით საბოლოო პროდუქტს: თავდაპირველად მოსწავლემ უნდა გაიაროს სტანდარტული პროცედურა, აკრიფოს სახელი და გვარი.

შემდეგ კი მიუთითოს, თუ რომელ საფეხურზე სწავლობს....

ამგვარი ტესტის შესაქმნელად შექმენით ახალი ტესტი, როგორც წინა ვიდეოებშია ნაჩვენები და დაამატეთ სათანადო ველები. სიმულაციის მიზნით მე უკვე შექმნილი მაქვს ტესტი. ჩემს მიერ შექმნილ ტესტში ერთი ველია, სადაც მოსწავლე სახელს და გვარს ჩაწერს, შემდეგ კი შექმნილია რამდენიმე სავარაუდო პასუხიანი ველი, სადაც ჩამოთვლილია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურები.

ახლა სწორედაც დროა თითოეული საფეხურისთვის დაამატოთ ცალ-ცალკე სექცია.

სექციის დასამატებლად კურსორი ჩასვით ბოლო შეკითხვის ველში. დააჭირეთ ტესტი მარჯვენა მხარეზე არსებულ ორად გაყოფილ ბოლო ნახატს. თქვენს მიერ უკვე შექმნილ ფორმას იასამნისფერ ფონზე გაუკეთდება წარწერა სექცია 1/2-დან, ხოლო უკვე არსებული ფორმის ბოლოში შეიქმნება ახალი სექცია 2/2 დან და გაჩნდება წარწერა სექცია 2/2-დან. უსათაურო სექცია. ამ სექციას გაუკეთეთ სათაური დაწყებითი. ამ სექციაში კი უკვე შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა კითხვები.

მიაქციეთ ყურადღება სექციის ბოლოს არის წარწერა სექციაზე გადასვლა. ამ თვისებას მოგვიანებით ავხსნი

კიდევ დაამატეთ ახალი სექცია უკვე აღწერილი მეთოდით და დაარქვით სახელი საბაზო

და ასევე დაგვჭირდება მესამე სექცია საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტს. თითოეულ სექციას ცალ-ცალკე სათაური აქვს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მიმართოთ. ასევე ყველა სექცია დამოუკიდებელი ტესტი შეგიძლიათ გახადოთ. კითხვების დამატება მარჯვენა მხარეს ა რსებული პლიუს ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ.

დააკვირდით, ჩემი ფორმა ამ ეტაპზე შემდეგნაირად გამოიყურება. სულ მაქვს 4 სექცია. ერთი მთავარი და კიდევ სამი საფეხურების მიხედვით. თითოეულ სექციაში დამატებულია საფეხურის შესაბამისი სტიმული, დისტრაქტორები და სწორი პასუხები. აგრეთვე სწორ პასუხებზე ქულები (10) არის მინიჭებული. ყველა ეს პროცედურა აღწერილია წინა ვიდეოებში

კურსორი გადაიყვანეთ პირველ სექციაში და დააჭირეთ რამდენიმე სავარაუდო პასუხიან კითხვას (რომელ საფეხურზე სწავლობთ). ამ ველის მარჯვენა ქვედა კუთხეში დააჭირეთ სამ წერტილს. მიღებულ დაფაზე ჩართეთ სექციაზე გადასვლა პასუხზე დაყრდნობით. (ამავე ნაწილიდან შეგიძლიათ ამ თვისების გამორთვა).

თითოეული სავარაუდო პასუხის გასწვრივ გაჩნდება წარწერა შემდეგ სექციაზე გადასვლა. პირველი პასუხის გასწვრივ დააჭირეთ აღნიშნულ წარწერას. ჩამონათვალში დააჭირეთ წარწერას გადასვლა სექციაზე 2 (დაწყებითი). საბაზოს გვერდით ისევ დააჭირეთ შემდეგ სექციაზე გადასვლას და ჩამონათვალში დააჭირეთ გადასვლა სექციაზე 3 (საბაზო). იმედია დამოუკიდებლად შეძლებთ საშუალო საფეხურის არჩევის შემთხვევაში მეოთხე სექციაზე გადასვლის მითითებას.

ამის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ პირველი სექციის შემდეგ არსებულ წარწერას შემდეგ სექციაზე გადასვლა. ვინაიდან ამ ეტაპზე შეკითხვები განაწილებული იქნება სექციებზე, პირველი სექციის შემდეგ ფორმა უნდა გამოიგზავნოს. ამისთვის დააჭირეთ წარწერას შემდეგ სექციაზე გადასვლა და ჩამონათვალში დააჭირეთ ფორმის გაგზავნას.

ასევე გააკეთეთ ყველა სხვა დანარჩენი სექციებისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეს მოუწევს ყველა საფეხურის კითხვებზე პასუხის გაცემა. რაც სასურველი არ არის და არც ჩაფიქრებული ყოფილა.

მოდით ერთად გადავხედოთ როგორ მუშაობს ტესტი:

დააჭირეთ გადახედვის ღილაკს. მართლაც სახელის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ დაწყებითი საფეხურის ღილაკს. დააჭირეთ წარწერას შემდეგი. მიიღებთ დაწყებითი კლასი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ტესტს. მონიშნეთ სავარაუდო სწორი პასუხი და უკვე დააჭირეთ წარწერას გაგზავნა.

სიმულაციის ამ მოდელში მე ჩაფიქრებული მაქვს რომ თითოეული სექცია ამოწურავს ტესტებს და მეტი შეკითხვის დასმა საჭირო არ არის, ანუ ამა თუ იმ საფეხურის სექციაზე გადასვლის შემდეგ ტესტირება უნდა დამთავრდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მე-4 სექციის შემდეგ კიდევ დაემატოს ახალი სექცია. მაგალითად ტელეფონის ნომერი და პირველი სექციიდან მიეთითოს, რომ გადასვლა მოხდეს მე-5 სექციაზე. ამ შემთხვევაში დანარჩენ სექციებზეც ტექსტი ფორმის გაგზავნა უნდა შეცვალოთ გადასვლა სექცია 5 (ტელეფონი).

გადახედეთ შეტანილ ცვლილებებს. ნახავთ რომ დაწყებითი სექციის კითხვების დამთავრების შემდეგ მოხდება ტელეფონების სექციაზე გადასვლა

ამრიგად სექციის დამატება საშუალებას გაძლევთ პასუხებზე დაყრდნობით სხვადასხვა სირთულის ტესტების შედგენაში. ასევე ეს თვისება შეგიძლიათ გამოიყენოთ ტესტების დასახარისხებლად. მაგალითად თითო სექციაში შეგიძლიათ იყოს 10 სტიმული რომელიც რაიმე თემას ეხება, ხოლო პირველ სექციაში უბრალოდ ამ თემების ჩამონათვალი იქნება და მოსწავლეს შეეძლება სხვადასხვა ტესტის გავლა. ასევე ამ თვისების დახმარებით შესაძლებელია მოსწავლეთა დახარისხება რეგიონების მიხედვით. მაგალითს თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ.

გაითვალისწინეთ პასუხის მიხედვით სექციაზე გადასვლის თვისება მხოლოდ რამდენიმე სავარაუდო კითხვიანი და ჩამოსაშლელი ტიპის ფორმებს აქვთ. მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ სექციის დამატება ხდება იმ ადგილას სადაც კურსორი დგას

თუ თქვენ გაქვთ რამდენიმე კითხვიანი ტესტი, კურსორი უნდა დააყენოთ იქ სადაც გინდათ სექცია გაიყოს

ვთქვათ მეორე და მესამე კითხვების შემდეგ. თუმცა თუ შემთხვევით არასწორად გააკეთებთ შეგეძლებათ სექციის გადადგილება.

ასევე სექციის დუბლიკატის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო......

გმადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული