ტესტირება
00:02:42

00:04:33
00:09:37

00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43
00:07:55
00:04:48

00:08:08
00:04:22

00:05:13
00:01:32
00:02:42

00:04:33
00:09:37

00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43
00:07:55
00:04:48

00:08:08
00:04:22

00:05:13
00:01:32
ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2.5 საერთო თვისებები,
მოგესალმებით
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ არსებულ ტესტში ცვლილების შეტანას, სურათის დამატებას, დუბლირებას, სავალდებულო კითხვად გადაკეთებას, კითხვის გადატანას, აღწერის დამატებას და ა.შ. ამ ვიდეოში თავი მოვუყარე ყველა ისეთ თვისებას, რომელიც საერთოა ყველა ტიპის კითხვისთვის.
სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ რაში შეიძლება გამოიყენოთ სურათის შეტანის ან სავალდებულო კითხვის თვისება ტესტების შედგენის დროს
სიმულაციის მიზნით მე უკვე შექმნილი მაქვს ტესტი.
ველში სიტყვის დამატება ან რედაქტირება ადვილია. ალბათ ხვდებით რომ ეს სიმულაციაა. მარტივად დავამატებ გამორჩენილ სიტყვას. ასევე ადვილია ახალი ვარიანტის დამატება, ან რომელიმე ვარიანტის წაშლა,
ვარიანტის გადაადგილება შესაძლებელია მარცხენა მხარეზე განლაგებული წერტილების დახმარებით. თაგვის კურსორი ამ წერტილებზე უნდა მიიყვანოთ, როგორც კი კურსორი ფორმას შეიცვლის, ჩაეჭიდეთ და კითხვა გადაიტანეთ სასურველ ადგილას.
ზოგიერთი ტიპის კითხვას შეიძლება დაემატოს სურათი. სურათის დამატებაც მარტივად და ჩვეული მეთოდებით ხდება
შეგიძლიათ ტესტში ატვირთოთ თქვენს კომპიუტერში ან დრაივზე შენახული სურათი. აგრეთვე შესაძლებელია სურათები ინტერნეტშიც მოიძიოთ. მაგალითად პრინტერის სურათი.
ხოლო კომპიუტერში არსებული სურათის ატვირთვის სიმულაციის მიზნით განახებთ თუ როგორ შეძლება მათემატიკური ფორმულის ჩასმა ტესტში. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დისკს ფორმულების ჩასმის ინსტრუმენტი არ აქვს. გთავაზობთ პრობლემის ჩემეული გადაწყვეტის ვარიანტს
ვორდში აკრიფეთ ფორმულა სრულად. PrtSc კლავიშის დახმარებით გადაიღეთ სურათი, გადაიტანეთ პეინტში, ამოჭერით მხოლოდ ფორმულა და შეინახეთ .pgn ფორმატში ვთქვათ სამუშაო მაგიდაზე. შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაილის ატვირთვის ფუნქცია.
სურათის ასატვირთად დააჭირეთ ფორმის გვერდზე არსებულ სურათის ატვირთვის პიქტოგრამას. მიღებულ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს ასატვირთი ფოტოს არჩევა. ადგილმდებარეობაში მიუთითეთ სამუშაო მაგიდა. მოძებნეთ და დააჭირეთ ფორმულის ნახატს. დააჭირეთ ღილაკს გახსნა. ფაილი აიტვირთება ფორმაში
საბოლოო სტიმული ასე შეიძლება გამოიყურებოდეს
ნებისმიერი ფორმის დუბლირებისთვის დააჭირეთ დუბლირების პიქტოგრამას, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები.
ზედმეტი ველების წასაშლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ სანაგვე ყუთის პიქტოგრამა. გაითვალისწინეთ, ამ ვებ გვერდს არ გააჩნია საოფისე პროგრამებისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების დაფა, ამიტომ შესრულებული დავალების გაუქმება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში შეგეძლებათ მარცხენა ქვედა კუთხეში გამოსული შეტყობინების დახმარებით. შემდეგ უკვე შეგიძლიათ Ctrl+Z და Ctrl+U კლავიშების კომბინაციის გამოყენება.
რომელიმე კითხვის ზევით ან ქვევით გადაადგილება მარტივად შეიძლება, თუ თაგვის მარცხენა კლავიშით ჩაეჭიდებით ველს და თითის აუღებლად გადაიტანთ ან ზევით ან ქვევით.
ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ გადააკეთოთ სავალდებულო ველად. ამისთვის საკმარისია გადამრთველი გადაწიოთ მარჯვენა მხარეს. ყველა ასეთ ველს მოსწავლემ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი. ტესტის აღწერის შემდეგ გაჩნდება წითელი ფიფქი და წარწერა აუცილებელი. ხოლო იმ ველებს, რომლებზეც სავალდებულო თვისებას ჩართავთ, ბოლოში წითელი ფიფქი დაემატება.
თუ მოსწავლე ამ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე შეეცდება ტესტის გაგზავნას, სისტემა წითლად გამოიტანს შეტყობინებას ეს აუცილებელი შეკითხვაა და ტესტი არ გამოიგზავნება მანამ სანამ ამ კითხვაზე პასუხი არ იქნება გაცემული
ამ ვიდეოში თქვენ ნახეთ ტესტში სურათის დამატება, სავალდებულო კითხვად გადაკეთება, კითხვის გადატანას და ა.შ.
გისურვებთ წარმატებას