ტესტირება
00:02:42
2. ახალი ტესტის შექმნა
00:04:33
00:09:37
2.2 კითხვების სახეები
00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43
00:07:55
00:04:48
00:01:47
00:08:08
00:04:22
პასუხები
00:05:13
00:01:32
00:02:42
2. ახალი ტესტის შექმნა
00:04:33
00:09:37
2.2 კითხვების სახეები
00:10:00
00:03:56
00:03:24
00:05:18
00:04:06
00:05:43
00:07:55
00:04:48
00:01:47
00:08:08
00:04:22
პასუხები
00:05:13
00:01:32
ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
3 გაგზავნა.
მოგესალმებით. წინა ვიდეოებში ნახეთ ტესტის მომზადების პროცესი. ახლა კი დროა გამზადებული ტესტი გაუგზავნოთ მოსწავლეებს და გაიაზროთ ის პრობლემები, რაც ამ პროცესთან არის დაკავშირებული.
ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ ტესტის მოსწავლეებზე გაგზავნას სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით.
სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძლებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება ტესტები მიაწოდოთ თქვენს მოსწავლეებს?
ტესტის გასაგზავნად დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ წარწერას გაგზავნა
ტესტი სამი სახის აპლიკაციით შეგიძლიათ გააგზავნოთ
ელ ფოსტის
ბმული ან
ჩაშენების მეთოდით
ასევე ტესტი შეგიძლიათ გააზიაროთ სოციალურ ქსელებში, G+, ფეისბუკი, ტვიტერი. თუმცა ეს სამივე სერვისი სკოლაში მიუწვდომელია.
ელ ფოსტით გაგზავნის დროს საჭიროა ვის ველში მიუთითოთ თქვენი მოსწავლეების ელექტრონული ფოსტის მისამართები. სხვადასხვა მისამართები ერთმანეთისაგან მძიმით უნდა გამოყოთ
თემაში შეგიძლიათ ჩაწეროთ თუ რა თემაზეა ტესტი, ხოლო შეტყობინებაში შეგიძლიათ წერილის ტექსტი განათავსოთ. ალბათ აქ უნდა იყოს განმარტებული ტესტირების მიზანი და მოკლე ინსტრუქცია. თოლიის დახმარებით კი ტესტი შეგიძლიათ ჩასვათ წერილში.
გაგზავნის ღილაკზე დაჭერით ვის ველში მითითებულ ყველა მოსწავლეს წერილი ერთდროულად გაეგზავნება. ამ ეკრანზე შეგიძლიათ დააკვირდეთ, რომ გაგზავნაზე დაჭერა და წერილის მიღება თითქმის ერთდროულად ხდება. მიზეზი ადვილი მისახვედრი უნდა იყოს: ელ ფოსტის სერვისი და დისკი ერთ სერვერზეა განთავსებული.
თუ რომელიმე მოსწავლე დროულად ვერ მიიღებს ტესტის შემცველ წერილს, ეს შეიძლება მხოლოდ ამ მოსწავლის დაბალი ხარისხის ინტერნეტკავშირით აიხსნას ან შეიძლება მისამართის აკრეფაში დაუშვით შეცდომა.
ელ ფოსტით გაგზავნილი ტესტი ასე გამოიყურება მიმღების ფოსტაზე კი არის ჩაშენებული ვარიანტი
ელ-ფოსტის დახმარებით ასევე შეგიძლიათ კოალაბორაციისთვის (ანუ ტესტზე ერთობლივი მუშაობისთვის) მოიწვიოთ თქვენი კოლეგები და ერთდროულად დროისა და სივრცის შეუზღუდავად შექმნათ ტესტი. მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ტესტი კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც სწავლების სამი საფეხურის მიხედვით იყო დაყოფილი. ამ ტესტზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ იმუშაონ დაწყებითის, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებმა.
მათ ასევე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ შეაფასონ და გაანალიზონ ტესტირების შედეგებიც.
ტესტი ბმულის სახით შეგიძლიათ ჩასვათ ბლოგზე ან ნებისმიერ ვებ გვერდზე. ამისთვის დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა და ფორმის გაგზავნის დაფაზე დააჭირეთ ბმულის პიქტოგრამას. წარწერა ბმულის ქვევით გამოჩნდება დისკზე არსებული დოკუმენტის უნიკალური URL მისამართი, რომლის წაკითხვა ან დაფაზე დაწერა საკმაოდ მოუხერხებელია. ტექსტი 110-ზე მეტი სიმბოლოსგან შედგება. სადაც მთავრული და ნუსხური სიმბოლოები გაირჩევა. მსგავს ტექსტზე მხოლოდ კოპირების ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ. URL-ის შემოკლებაც არც ისე ეფექტურია როგორც ეს ვთქვათ goo.gl სერვისზე.
ახლა კი განახებთ ტესტი როგორ გამოაქვეყნოთ ბლოგზე ბმულის დახმარებით. ბმულის მისამარტის დასამახოვრებლად დააჭირეთ ღილაკს კოპირება. ელ ფოსტიდან ან ქრომის ახალი დაფის გამოყენებით ჩართეთ ბლოგი. ბლოგზე შექმენით ახალი პოსტი სათაურით ტესტირება. დაწერეთ შემდეგი შინაარსის ტექსტი
გთხოვთ გაიაროთ ტესტი კომპიუტერულ მოწყობილობებზე.
მონიშნეთ სიტყვები ტესტი კომპიუტერულ მოწყობილობებზე. დააჭირეთ წარწერას Link. მიღებულ დაფაზე ცარიელ ველში დააჭირეთ თაგვის მარცხენა კლავიშით. მიღებულ მენიუში დააჭირეთ Paste წარწერას. დააჭირეთ ღილაკს OK. ამის შემდეგ შეგიძლიათ პოსტი გამოაქვეყნოთ. დააჭირეთ Publish წარწერას., View blog წარწერის დახმარებით შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება თქვენს მიერ შექმნილი ტესტი ბლოგზე.
ამავე წესით ტესტი შეგიძლიათ ჩასვათ ნებისმიერ ვებ გვერდზე.
ჩაშენების მეთოდით ტესტის ბლოგზე ან ვებ გვერდში ჩასაშენებლად დააჭირეთ ღილაკს გაგზავნა და ფორმის გაგზავნის დაფაზე დააჭირეთ ჩაშენების პიქტოგრამას. თქვენ მიიღებთ ჩაშენების კოდს, რომელიც HTML ენაზეა შექმნილი. შეგიძლიათ დაარეგულიროთ ფორმის სიგანე და სიმაღლე. დააჭირეთ ბმულის კოპირებას. ამით ჩაშენების კოდი ბუფერში დამახსოვრებულია.
დამახსოვრებული კოდი შეგიძლიათ ჩასვათ ნებისმიერ ვებ გვერდზე როგორც დამოუკიდებელი მოდული, სადაც მხარდაჭერილია IfFrame რეჟიმი. მაგალითისთვის განვიხილოთ ბლოგი. ბლოგზე შექმენით ახალი პოსტი სათაურით ტესტირება. ვინაიდან ჩაშენების კოდი HTML ენაზეა დაწერილი, საჭიროა გამოიყენოთ პოსტის რედაქტირების HTML რეჟიმი. დააჭირეთ წარწერას HTML. ცარიელ ადგილას დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით და მიღებულ დაფაზე დააჭირეთ Paste წარწერას. ამის შემდეგ დამახსოვრებული კოდი ჩაისმება პოსტში. რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაამატოთ ტესტის აღწერა ან სხვა ინსტრუქციები.
ამისთვის გადადით Compose რეჟიმში და გააგრძელეთ პოსტზე მუშაობა
პოსტის მომზადების დამთავრების შემდეგ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ პოსტი. საბოლოოდ კი View blog წარწერის დახმარებით შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება თქვენს მიერ შექმნილი ტესტი ბლოგზე. ამ სახით ნახავენ მას მოსწავლეები.
ახლა კი განახებთ ბმულის გაგზავნას მოკლე ბმული სახით. დავამატოთ ბმულს დაამატეთ ახალი დაფა. აკრიფეთ მისამართი goo.gl. შესაძლებელია შესვლა მოგთხოვონ. ცარიელ ველში დააჭირეთ თაგვის მარჯვენა კლავიშით და ჩასვით დამახსოვრებული ბმული. დააჭირეთ ლურჯ ღილაკს, Shorten Url (შეიძლება გთხოვონ თოლია ჩასვათ რობოტი არ ვარ გამოსახულებაში). მიიღებთ მოკლე ბმულის გამოსახულებას. დააჭირეთ ღილაკს done. შეგიძლიათ ეს ბმული დააკოპიროთ და შემდეგ ანახოთ მონიტორით, პროექტორით ან დაწეროთ დაფაზე ან ფლიპჩარტზე. გაითვალისწინეთ და მოწავლეებიც გააფრთხილეთ რომ მთავრული და ნუსხური სიმბოლოები ერთმანეთისაგან გაირჩევა
თუ ტესტს ფოსტით გააგზავნით, მოსწავლეებს ელ-ფოსტა უნდა ჰქონდეთ, ისინი მხოლოდ ფოსტაზე შესვლის შემდეგ ნახავენ ტესტს ამრიგად, ელ ფოსტის მისამართით ტესტის გაგზავნის თვისება შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეებს აქვთ ელექტრონული ფოსტა, ხოლო ბმულის და ჩაშენების თვისების გამოყენებით ტესტი შეგიძლიათ ჩასვათ ვებ გვერდებზე. ასეთ სიტუაციებში მოსწავლეებს არ სჭირდებათ ჰქონდეთ ელექტრონული ფოსტა.
ალბათ საინტერესო იქნებოდა გენახათ ვიდეო თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები ტესტირების გასავლელად
გმადლობთ ყურადღებისთვის!