ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
5 პასუხების ნახვა ანალიზი

ამ ვიდეოგაკვეთილში ნახავთ ტესტირების შედეგების ანალიზის ინსტრუმენტებს.

გარკვეული დროის შემდეგ ტესტირება უნდა დამთავრეს და უნდა ინახოს პასუხები. სწორედ ამ თემაზე გესაუბრებით ამ ვიდეოგაკვეთილში.

ტესტირების დამთავრების შემდეგ დააჭირეთ პასუხებს. პირველ რიგში ალბათ უკვე უნდა გამორთოთ პასუხების მიღება. ეს იმას ნიშნავს რომ პასუხების მიღება დამთავრებულია. შესაბამს შეტყობინებას მიიღებს ყველა ის მოსწავლე, რომელიც პასუხების მიღების ღილაკის გამორთვის შემდეგ შეეცდება ტესტირების ბმულით სარგებლობას.

მარცხენა კუთხეში ციფრი მიუთითებს ტესტირება გავლილ მოსწავლეთა რაოდენობას. იგივე რაოდენობა ჩანს წარწერა პასუხების გასწვრივაც. მწვანე ღილაკის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ პასუხების ცხრილი.

პასუხები შეგიძლიათ სამ ვარიანტში ნახოთ

რეზიუმე
შეკითხვები
ინდივიდუალური

განვიხილოთ ცალცალკე

რეზიუმეში თავმოყრილია მთელი ტესტის ანალიზის ინტრუმენტები: გამოთვლილია საშუალო ქულა, მედიანა და დიაპაზონი. შემდეგ კი მოდის სხვადასხვა ხასიათის დიაგრამები, რომლეთა დახმარებითაც ადვილი შესაძლებელია შეაფასოთ მოსწავლეთა მზაობა ამა თუ იმ საკითხში. მაგალითად გალაკტიონის დაბადების თარიღი და ადგილი, როგორც ჩანს ყველა მოსწავლემ ძალიან კარგად იცის, 4 მაგრამ მეშვიდე კითხვაზე პასუხის გაცემა მოსწავლეთა 36,4%-ს უჭირს.

შეკითხვების რეჟიმში თითოეული შეკითხვის მიხედვით შეგიძლიათ დაათვალიეროთ მოსწავლეთა მიერ გაცემული პასუხები.

მარჯვნივ მდებარე სამკუთხედის დახმარებით შეგიძლიათ გახვიდეთ ნებისმიერ კითხვაზე, პარამეტრების ნახვის ღილაკით შეგიძლიათ დაათვალიეროთ შეკითხვის თვისებები. იმავე ღილაკით შეგიძლიათ დამალოთ ეს პარამეტრები. ფანქრის დახმარებით შეგიძლიათ დაარედაქტიროთ პასუხზე გამოხმაურების ტექსტები.

შეტანილი ცვლილების შენახვისათვის არ დაგავიწყდეთ დააჭიროთ შენახვის ღილაკს. აქვე არის ბმული, რომლითაც შეგეძლებათ კონკრეტული მოსწავლის ნამუშევარზე გადახვიდეთ, (იგივე რაც ინდივიდუალური)

ინდივიდუალური ვარიანტის არჩევისას ეკრანზე გამოვა კონკრეტული მოსწავლის ნამუშევარი, სადაც ინდივიდუალური მონაწილეების მიხედვით ჩამოწერილია ტესტის კითხვები, მოსწავლის მიერ გაცემული პასუხის შესაბამისად სწორად გაცემული პასუხები მწვანე თოლიითაა აღნიშნული, ხოლო არასწორი პასუხები — წითელი იქს ნიშნით.

დახურულ კითხვებზე ქულები ავტომატურად არის მინიჭებული, ხოლო ღია კითხვების შეფასება თქვენ მოგიწევთ. ამისთვის უნდა წაიკითხოთ პასუხი და ისრების დახმარებით პასუხს მიანიჭოთ ქულა.

თუ ეს შეფასება დაემთხვევა მაქსიმალურ ქულას, მაშინ შენახვის ღილაკის გამოყენების შემდეგ პასუხი გამწვანდება, ხოლო თუ თქვენი შეფასება ნაკლებია, მაშინ შეფასება წითლად იქნება გამოყოფილი.

ინდივიდუალური კავშირის დახმარებით როგორც ჩანს შესაძლებელია კონკრეტულ მოსწავლეს მისცეთ განმავითარებელი შეფასება.

რომელიმე ველში ცვლილების შეტანის შემდეგ გამოდის შეტყობინება ცვლილების შენახვის თაობაზე. დასაწყისში წერია მოსწავლის ინდივიდუალური ქულა და ქულების მაქსიმალური რაოდენობა.

თითოეული პასუხი შეიძლება დაიბეჭდოს პრინტერით ქაღალდზე ან წაიშალოს. მთელი პასუხების ბოლოში ნაჩვენებია გამოგზავნის თარიღი,

ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულია მარცხნივ და მარჯვნივ მიმართული ისრები, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ დაათვალიეროთ თითოეული მოსწავლის პასუხი, წაიკითხოთ და შეაფასოთ თითოეული მათგანი.

ასევე შეგიძლიათ ჩაწეროთ კონკრეტული ნომერი ან მომატება დაკლების ისრების დახმარებით დაათვალიეროთ ამა თუ იმ მოსწავლის ნამუშევრები.

ამავე გვერდზე შეგიძლიათ ჩართოთ შემდეგი თვისებები

ახალი პასუხებისთვის ელ-ფოსტის შეტყობინების მიღება
პასუხების ცხრილისთვის შეგიძლიათ მიუთითოთ განსხვავებული საქაღალდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტის პასუხების ცხრილი იმავე საქაღალდეში შეიქმნება, სადაც ტესტი წერია
შეგიძლიათ გააუქმოთ ფორმის ბმული
შეგიძლიათ პასუხები ჩამოტვირთოთ ან დაბეჭდოთ ქაღალდზე

აქვე არის ფუნქცია ყველა პასუხის წაშლა. მიაქციეთ ყურადღება. ეს ფუნქცია გამოგადგებათ მაშინ როცა გინდათ მოსწავლეებმა ეს ტესტი ხელახლა გაიარონ.

გირჩევთ ნახოთ ვიდეო ტესტის პასუხების შექმნის შესახებ

ამრიგად თქვენ ამ ვიდეოგაკვეთილში ნახეთ ტესტირების შედეგების ანალიზის ინსტრუმენტები

გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული