ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
5.2 პასუხების ცხრილის შექმნა

ამ ვიდეოგაკვეთილში ნახავათ თუ როგორ უნდა მოხდეს პასუხების ცხრილთან მუშაობა. ტესტირების დამთავრების შემდეგ დააჭირეთ პასუხებს.

პასუხების ელექტრონული ცხრილის მისაღებად დააჭირეთ მწვანე პიქტოგრამას ელ ცხრილი.

მიღებულ დაფაზე ნაგულისხმევ რეჟიმში იმავე საქაღალდეში სადაც მდებარეობს ტესტი, შეიქმნება ახალი ელექტრონული ცხრილი ტესტის ანალოგიური სახელწოდებით. ანუ თუ ტესტს ერქვა tabidze, პასუხების ცხრილის სახელიც იქნება tabidze. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც ცხრილის სათაური, ასევე ადგილმდებარეობა. ასევე ცხრილისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე არსებული ცხრილი.

ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ შექმნას უნდა დააჭიროთ.

ამ ცხრილის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ექსელის ფორმატში, მაგრამ ამავე ცხრილშიც შეგიძლიათ მრავალფეროვანი გრაფიკები ააგოთ ამა თუ იმ მონაცემზე დაყრდნობით.

ასევე შეგიძლიათ მონაცემები გაფილტროთ და ა.შ. ანუ მონაცემებზე იმუშაოთ ექსელის ცხრილის ინსტრუმენტების გამოყენებით

გირჩევთ ნახოთ ვიდეო ტესტის პასუხების გვერდის შესახებ

გმადლობთ ყურადღებისთვის!

ახალი დამატებული