ტესტირება

ამ ვიდეოგაკვეთილებში თქვენ ნახავთ Google drive ფორმს ინსტრუმენტს ტესტები. ვიდეო ნახვის შემდეგ შეძლებთ ელექტრონული ტესტების შექმნას, მოსწავლეთა ავტომატურ შეფასებას და ტესტირების გრაფიკულ ანალიზს
2. 1.2 ახალი ტესტის შექმნა ამ ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ თქვენ შეძლებთ გუგლის დისკზე ახალი ტესტის შექმნას. ასევე გაეცნობით ფორმის ტესტად გადაკეთებას სანამ უშუალოდ წინამდებარე ვიდეოს ყურებას გააგრძელებდეთ, გთხოვთ დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ტესტები საკლასო გარემოში

ახალი ტესტური ფორმის შესაქმნელად შეგიძლიათ შექმნათ ახალი საქაღალდე. ეს ოპერაცია ფორმის შექმნის პროცესშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. მე სწორედ ამ მეთოდს გირჩევთ.

დააჭირეთ ლურჯ ღილაკს ახალი. ჩამონათვალში დააჭირეთ ღილაკს მეტი. დააჭირეთ იისფერ პიქტოგრამიან წარწერას google forms. რამდენიმე წამში მიმდინარე საქაღალდეში შეიქმნა დაუსათაურებელი ფორმა. დააჭირეთ ამ წარწერას და ფორმის ფაილს დაარქვით სახელი. სხვა სისტემებთან თავსებადობის მიზნით გირჩევთ გამოიყენოთ ლათინური სიმბოლოები და არაბული ციფრები.

ალბათ იცით რომ დისკზე ფაილების რედაქტირებისას დამახსოვრება არ სჭირდება. ავტომატური დამახსოვრების შემდეგ გამოჩნდება საქაღალდის პიქტოგრამა. ამ პიქტოგრამის დახმარებით შეგიძლიათ შექმნილი ფაილი გადაიტანოთ მისთვის განკუთვნილ საქაღალდეში ან შექმნათ ახალი საქაღალდე და მომავალი ტესტის ფაილი გადაადგილოთ იქ

ტესტს გაუკეთეთ სათაური ქართულ ენაზე, ვთქვათ გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედება. შეგიძლიათ დაამატოთ აღწერა. ზოგადად აღწერაში უნდა იყოს ტესტის შევსების ინსტრუქცია. მაგალითად. 5:04 შემაჯამებელი ტესტი გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ მე9 ??? კლასში. შესაძლებელია ტესტში შეგხვდეთ კითხვა ორი სწორი პასუხით. გისურვებთ წარმატებას

ტესტად გადაკეთება

თქვენს მიერ ჯერჯერობით შექმნილი დოკუმენტი არის ფორმა და ნიშნის (შეფასების) დაწერის ინსტრუმენტი არ გააჩნია. ამ ფუნქციის დასამატებლად დააჭირეთ მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ღილაკს პარამეტრები. მიღებულ დაფაზე სამი პარამეტრია,

ზოგადი,

პრეზენტაცია და

ტესტი

ზოგადი პარამეტრების გვერდზე თუ ჩართავთ ელ ფოსტის მისამართების შეგროვების თვისებას, მაშინ მოსწავლეებს მოუწევთ ელ-ფოსტაზე შევიდნენ და შემდეგ გაიარონ ტესტირება. შედეგად ტესტს ავტომატურად დაემატება ერთი სავალდებულო შეკითხვა ელ-ფოსტის მისამართი.

ამ ფუნქციის გამოყენება აგრეთვე შეგიძლიათ მოსწავლეთა იდენტიფიცირებისთვის. ასევე შესაძლებელია ტესტის პასუხები მოსწავლეებმა ელ ფოსტაზე მიიღონ. 6:41 ამისთვის თოლია ჩასვით პასუხების მიღება ელ-ფოსტით.

შეგიძლიათ ჩართოთ ფუნქცია შეზღუდვა 1 პასუხით, 7: 26 რაც გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებს მხოლოდ ერთხელ შეეძლება ტესტის გავლა. ეს თვისება შეგიძლიათ გამოიყენოთ დიაგნოსტიკური ტესტირების შემთხვევაში, ხოლო სასწავლო ტესტების შემთხვევაში ალბათ ჯობია ისე დატოვოთ როგორც არის, ანუ გამორთული.

ამავე გვერდზე შეგიძლიათ მოსწავლეებს საშუალება მისცეთ განახორციელონ რედაქტირება გაგზავნის შემდეგ. ანუ მოსწავლე შეძლებს არასწორი პასუხის სწორი პასუხით ჩანაცვლებას. ეს თვისება გამოგადგებათ სასწავლო ტესტების შედგენის დროს, მაგრამ არა დიაგნოსტიკური ტესტებისთვის.

მოსწავლეებს ასევე შეეძლებათ იხილონ შემაჯამებელი დიაგრამები და ტექსტური პასუხები. თუ სხვა ცვლილებების შეტანა არ გინდათ დააჭირეთ ღილაკს შენახვა, ხოლო თუ შეტანილი ცვლილებები არ გინდათ გათვალისწინებული იყოს დააჭირეთ გაუქმებას.

პრეზენტაცია

ამის შემდეგ შეგიძლიათ პრეზენტირების რეჟიმში შეიტანოთ ცვლილებები. ამისთვის დააჭირეთ წარწერას პრეზენტირება.

თუ ჩართავთ თვისებას პროგრესის ზოლის ჩვენება, მოსწავლეს შეეძლება დააკვირდეთ თუ რომელ სექციაზე მუშაობს და კიდევ რამდენი აქვს დარჩენილი.

კითხვების თანმიმდევრობის თვისების ჩართვით კითხვები აირევა. რაც საშუალებას მოგცემთ ყველა მოსწავლეს ტესტი სხვადასხვა თანმიმდევრობით მიუვიდეს. შედეგად მოსწავლეები ერთმანეთისგან ნომრების დახმარებით ვერ გადაიწერენ. ანუ კითხვა „მეათე კითხვის პასუხი რა არის“ აზრს დაკარგავს. მაგრამ შედეგად შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ სტიმულის, „რა დაწერა გალაკტიონ ტაბიძემ?“ შემდეგ „როდის დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე“ კითხვა, უხერხულად ჟღერდეს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ არსებობს კიდევ სხვა სახის ტესტები, სადაც კითხვების თანმიმდევრობის არევა სწორედაც რომ მიზანშეწონილია. მაგალითად ისეთი ტესტები რომლებიც გამრავლების ტაბულას შეეხება. მოსწავლისთვის ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს ჯერ რას უდრის 9X9 კითხვoს პასუხს დაწერს და შემდეგ 2X2 –ზე დაფიქრდება..

სასწავლო ტესტების შემთხვევაში სასურველია ჩართოთ სხვა პასუხის გასაგზავნად ბმულის ჩვენება. შედეგად მოსწავლეს საშუალება ექნება კიდევ ერთხელ გაიაროს ტესტი. მაგრამ დიაგნოსტიკური ტესტებისთვის ეს თვისება გამორთული უნდა იყოს.

მონაწილეებს ყოველთვის აინტერესებთ დასტური იმის შესახებ, რომ ტესტი გაგზავნილია თუ არა. ამიტომაც სასურველია დაწეროთ დადასტურების შეტყობინება, ამისათვის ველში, დადასტურების შეტყობინება, შეგიძლიათ შემდეგი ტექსტი ჩაწეროთ: თქვენი ტესტი გაგზავნილია. გისურვებთ წარმატებას.

ტესტი ახლა დააჭირეთ წარწერას ტესტები. ამ თვისების დახმარებით ფორმა შეგიძლიათ ტესტად გადააკეთოთ. ეს კი იმას ნიშნავს რომ ტესტად გადაკეთების შემთხვევაში ფორმას დაემატება თვისება პასუხების გასაღები. ეს თვისება ტესტის ელექტრონული შეფასებისა და ანალიზის საშუალებას იძლევა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პედაგოგიური ტესტების შედგენის თვალსაზრისით.

იმისთვის, რომ ფორმა ტესტი გახდეს გააქტიურეთ გადამრთველი ტესტად გადაკეთება. ამის შემდეგ გააქტიურდება მთელი რიგი ფუნქციები. ტესტის შესაფასებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი რეჟიმი, თუ ჩართულს დატოვებთ თვისებას დაუყოვნებლივ შეფასება. მოსწავლეები თავიანთ შეფასებას ტესტის გავლის შემდეგ დაუყოვნებლივ ნახავენ. ეს თვისება შეგიძლიათ დახურული კითხვებით შედგენილი ტესტებისთვის გამოიყენოთ, მაგრამ თუ ტესტი შეიცავს ღია კითხვებს, მაშინ ტესტის შეფასება ხელით უნდა მოახდინოთ. ამისთვის დააჭირეთ წარწერას მოგვიანებით, ხელით განხილვის შემდეგ.

ამ თვისების გააქტიურება გამოიწვევს ელექტრონული ფოსტის შეგროვების რეჟიმს. აქედან გამომდინარე 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებთან ამ თვისებას ვერ გამოიყენებთ.

ამავე გვერდიდან მოსწავლეებს შეგიძლიათ საშუალება მისცეთ ნახონ

გამოტოვებული პასუხები (არასავალდებულო პასუხები)

სწორი პასუხები და

ქულების მნიშვნელობები (ანუ ქულების საერთო რაოდენობა და ცალ-ცალკე მნიშვნელობა).

ყველა ამ პარამეტრის ცვლილებების შემდეგ თუ არ გინდათ შეტანილი ცვლილებების გამოყენება, დააჭირეთ ღილაკს გაუქმება. ხოლო შეტანილი ცვლილებების გამოყენებისთვის დააჭირეთ შენახვის ღილაკს.

შენახვის ღილაკზე დაჭერის შემდეგ შეტანილი ცვლილებები ფორმაში დაუყოვნებლივ აისახება.

ამით ახალი ტესტი შექმნილია, ახლა ისღა დაგრჩენიათ დაამატოთ კითხვის ველები

ამრიგად ამ ვიდეოგაკვეთილში თქვენ ნახეთ ახალი ფორმის შექმნა და ტესტად გადაკეთება. მსგავს ტესტებს შეიძლება ჰქონდეს სწავლების, დიაგნოსტიკის ან შეფასების მიზნები.

გირჩევთ ნახოთ ვიდეოგაკვეთილები ფორმაში ველების დამატების შესახებ

გმადლობთ ყურადღებისათვის

ახალი დამატებული