იუთუბი პედაგოგებისთვის


















მოგესალმებით!
როცა კითხვას დავსვამ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იუთუბი განათლებაში?
ალბათ ყველა მიპასუხებთ, ეს მარტივი კითხვააა
თითქოს ნაცნობი თემაა..., რომ შესაძლებელია ვიდეოგაკვეთილის ჩაწერა, შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდის გამოყენება... დისტანციური სწავლება და ა.შ.
მაგრამ მე ვეცდები გაცილებით მეტი დაგანახოთ იუთუბში. და მაინც რა?
მოდით სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდე, მანამდე გეტყვით თუ
რა უნდა გავითვალისწინოთ, იუთუბთან მუშაობის დროს
- იუთუბი არის საძიებო სისტემა
- ჩამოტვირთვა არ შეიძლება
- აუცილებლად უნდა დაიცვათ საავტორო უფლებები. მინიმუმ ეს იმას ნიშნავს რომ თუ თქვენს ვიდეოში გამოყენებულია საავტორო უფლებით დაცული კომპოზიცია, თქვენი ვიდეო დადუმდება, მანამ, სანამ ამის შესახებ შეტყობინებაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებთ.
- იუთუბში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მოსწავლე ვერ გადააწყდება სექსუალურ კონტექსტის შემცველ მასალას
- ასევე ცალსახად აკრძალულია ძალადობის შემცველი ვიდეოკონტენტის განთავსება
- იუთუბი ხელმისაწვდომია ნებისმიერ ციფრულ მოწყობილობაზე ტელევიზორების ჩათვლით ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაში, რომელიც ინტერნეტშია ჩართული
- იუთუბის ვიდეოს მორგება ხდება მომხმარებლის ინტერნეტის სიჩქარეზე
ახლა იუთუბზე ვისაუბრებ. იუთუბი პირდაპირ უკავშირდება ციფრული ამბის თხრობის უნარის განვითარებისთვის შერჩეული აქტივობას. Digital story teling უკვე ტრენდია ბაზარზე და იუთუბი ამის საუკეტესო ინსტრუმნეტია.
ასევე ძალიან კარგი აქტივობაა იქნებოდა არგუმენტირებული ესსეს ვიდეო ვერსია
ელემენტარულად, იმის მაგივრად რომ ვთქვათ წაკითხულის შინაარსის 48 ფურცლიან რვეულში დაწერა შესთავაზოთ მოსწავლეებს, გაცილებით ეფექტური იქნება სთხოვოთ მოკლე ვიდო ამბავი ჩაწერონ იგივე თემაზე. ეს აქტივობა გაცილებით მეტ უნარს განავითარებს, ვიდრე 48 ფურცლიან რვეულში შინაარსის წერა. ამასთან ბავშვები ამ დავალებას გაცილებით ხალისთ შეასრულებენ ვიდრე 48 ფურცლიან რვეულში წერაა... თუ იკითხავთ, რას? გეტყვით: ვიდეოს მომზადებისთვის მოსწავლეს დასჭირდება როგორც თემის კარგად ცოდნა, ასევე არტისტული უნარები, ტექნოლოგიური უნარები, დიზაინის და მუსიკალური უნარების ფლობა ქუდის მოსამზადებლად. გინდათ ეს ყველაფერი ფიზიკასთან დავაკავშირო? მარტივია... ხმის გავრცელებას ხომ ფიზიკა შეისწავლის?...
მათემატიკა და იუთუბი? – დღეს პირველკლასელებიც ვთქვათ ათის ფარგლებში დათვლას თანატოლებს ასწავლიან თვიანთი იუთუბ არხიდან, ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ ამავე ვიდეოს გვერდზე შეიძლება შეგხვდეთ 3blue1brown ის არხი თითქმის 2 მილიონამდე გამომწერით ვთქვათ იგივე დიფერენციალურ განტოლებებზე ან ალგებრულ ტოპოლოგიაზე.
ყველაზე პრიმიტიული და თითქოს აბსურდული მაგალითი სუბტიტრების დამატება ან ქართულად თარგმნა შეიძლება იყოს, ან ქართული ტექსტის ინგლისურად თარგმნა. ამ მოსაზრებამ შეიძლება ის აზრი გაგიჩინოთ, რომ მხოლოდ ფილოლოგებს შეუძლიათ იუთუბის ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში, მაგრამ სულაც არა. ვთქვათ ბიოლოგიის პედაგოგმა შეიძლება ბავშვებს სთხოვოს უჯრედის შესახებ ინგლისურენოვან ვიდეოს გაუკეთონ ქართული სუბტიტრები. გაითვალისწინეთ, რომ ეს პროცესი რამდენიმე მოსწავლემ კოალაბორაციულად შეიძლება გააკეთოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სივრცეში.
ფიქრობთ ფიზკულტურის მასწავლებელი ვერაფერში გამოიყენებს იუთუბს? ცდებით, სპორტის მასწავლებელს საშუალება აქვს ანახოს სხვადასხვა საბავშვო ფიზიკური ვარჯიშები, ვთქვათ რომელი ვარჯიში რომელ კუნთს ავითარებს, შეუძლია სთხოვოს რომელიმე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის განხილვა მოაწყონ. შეუძლია სთხოვოს ბავშვებს, თვიანთი თამაშის ვიდეოჩანაწერი ატვირთონ, ან სულაც ქართულის მასწმა my to zoo მსგავსად ბავშვები ზოოპარკში წაიყვანოს ციფრული ამბის თხრობის კომპეტენიების გასავითარებლად, ამისთვის ბავშვებს შეეძლებათ მობილურით გადაიღონ ვიდეობი, შექმნან ამბავი, ხოლო ეს ამბავი შეიძლება შემდეგ ინგლისურად ჩაწერონ. ასევე საინტერსო აქტივობა იქნება ვთქვათ რაიმე ისტორიული ფაქტის ჩაწერა, და შემდეგ კითხვების დასმა ან სულაც ვიდეო თავსატეხის შექმნა.
გეოგრაფიის მასწავლებს შეუძლია ბავშვებს ზაფხულში სთხოვოთ ჩაწერონ საკუთარი გარემო, სად ისვენებდნენ, სხვა მოსწავლეებს კი შეიძლება სთხოვოთ, ამ ვიდეობში ნაჩვენები ადგილების გამოცნობა. მაგალითად რელიეფის შესწავლის დროს მოსწავლეს შეუძლია გადაიღოს მინდორი, ვაკე, ბორცვი, მთა. მყინვარი და ა.შ. დასვას კითხვა, როგორი რელიეფია ნაჩვენები ვიდეოში. რატომ ფიქრობთ ასე? დაასაბუთეთ.... ვინაიდან მოსწავლემ ასეთი დავალების შესასრულებლად თვითონ არ იცის რა არის მინდორი, მოუწევს ჯერ თვითონ გაერკვეს და შემდეგ დასვას კითხვა.
რაც შეეხება კითხვის დასმას, თქვენ გამოკითხვა შეგიძლიათ გააკეთოთ, და გაიგოთ, რამდენი მოსწავლე უპასუხებს თქვენს კითხვას სწორად.
საერთოდაც ვინაიდან სხვისი სწავლება დასწავლის საუკეთესო მეთოდია, ბავშვებს 48 ფურცლიან რვეულში შინაარსის წერის მაგივრად სთხოვეთ სასწავლო ვიდეობის ან სულაც სასწავლო არხის შექმნა. ამას ბევრი მათგანი უთქვენოდაც აკეთებს....
ეს ზევით ვიდეო როგორც სასწავლო რესურსი უდაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიდეო უნდა იყოს 1-1 რესურსი და ის უნდა წარმოადგენდეს სასწავლო პროცესის ნაწილს. მინიმუმ მას თან უნდა ახლდეს შეფასების ინსტრუმენტები
თქვენ საშუალება გაქვთ დააკვირდეთ რამდენი ხანი უყურებენ თქვენი მოსწავლეები ვიდეოს. თუ ვიდეო 3 წუთიანია და ყურების საშუალო დრო არის 1 წუთი ნიშნავს რომ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა ვიდეო ბოლომდე არ ნახა
შეგიძლიათ შექმნათ არხი და ამ არხში გაერთიანოთ გარკვეული თემატიკის ვიდეოები ვთქვათ გალაკტიონ ტაბიძე
გარე რესურსების, ვთქვათ h5p.org დახმარებთ შექმნათ ინტერაქტიური ვიდეო და განათავსოთ ვთქვათ ვორდპრესის ძრავზე შექმნილ საიტზე...
ვიდეოსთან ერთად შესაძლებელია დადოთ შეფასების ინსტრუმენტები. მაგალითად ქვიზი
ვთქვათ ბლოგზე განათავსოთ მასალა, იუთუბ ვიდეო და იქვე შეფასების ინსტრუმენტი...
იუთუბი შეიძლება იყოს საიტის კომპონენტი, ან
ვიდეოზე წვდომა შეიძლება მისცეთ გარკვეულ მომხმარებლებს, ანუ
იუთუბი არის საცავი და არა ვიდეობის შესაქმნელი ინსტრუმენტი, თუმცა ზოგიერთი მარტივი ფუნქცია გააჩნია
ეს კი იუთუბის საბავშვო არხია სადაც მშობლებს საშუალება აქვთ მშვიდად იყვნენ, რადგან მათი პატარა მისთვის შეუფერებელ კონტენტს ვერ ნახავს. ამ თვალსაზრისით თვითონ იუთუბიც საკმაოდ უსაფრთხოა. კონტენტის მკაცრი მოდერაცია ხდება
ეს ყველაფერი რაც მე მომაფიქრდა, კომენტარებში გთხოვთ გაგვიზაიროთ თქვენი მოსაზრებები, გამოცდილება, იდეები იუთუბის სასწავლო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ კითხვებს დასვამთ, აუცილებლად გიპასუხებთ,
ასევე
გამოიწერეთ არხი, ვინაიდან აქ თქვენთვის საინტერესო უამრავ ახალ ინსტუმენტზე იქნება საუბარი,
მოგვწერეთ, რომელი ინსტრუმენტის აღწერა ჩავწეროთ,
მოიწონეთ ეს ვიდეო ცერა თითზე დაჭერით
მადლობა რომ ბოლომდე წაიკითხეთ